logo
homepage
slide show
slide show
slide show
slide show
slide show

top left   top right
 
news arrowქართველი და ოსი ქალები მშვიდობის მშენებლობის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს ბლოგის მეშვეობით გაცვლიან 10:29 PM - 17 May 2012

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში შეხვედრა მოეწყო. შეხვედრის მიზანს ბლოგის ,,ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის” პრეზენტაცია და ჩასახლებაში მცხოვრები ქალების მოსაზრებების გაცნობა წარმოადგენდა. პრეზენტაციას კარალეთის თემის მობილიზატორი ლარისა ქევხიშვილი და ჟურნალისტი ნინო ჩიბჩიური უძღვებოდნენ. თავდაპირველად საზოგადოებას პროექტის მიზნები და ამოცანები გააცვნეს, შემდეგ კი განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ უამბეს. ადგილნაცვალმა პირებმა ბლოგის არსებობა მნიშვნელოვნად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მათი ჩართვა სამშვიდობო პროცესებში სოციალური ქსელის გამოყენებით, ეფექტური შედეგის მომტანი იქნება, ამის ხელშემწყობ ფაქტორად კი ჩასახლებაში ინტერნეტის არსებობის აუცილებლობა მიიჩნიეს
,,_ძალიან კარგი ...
read more იხილეთ სრულად
news arrowსაჯარო დისკუსია_ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თემაზე07:09 PM - 8 May 2012


გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე ინფორმაციის თავისუფლების ხელმისაწვდომობა.
შეხვედრას უძღვებოდა: სტუდია მონიტორის ჟურნალისტი - ნინო ზურიაშვილი. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ ასევე შიდა ქართლის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტების საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირები; სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები,ადგილობრივი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები.
შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა სტუდია „მონიტორი“-ს მიერ გადაღებული ფილმი „მოგვეცით ინფორმაცია“, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თემას ეხმაურება. ეს არის ჟურნალისტური გამოძიება იმის შესახებ, თუ რამდენად უჭირთ მედია საშუალებებს, მათ შორის,რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს, საჯარო ინფორმაციის მოპოვება. ხშირად, გარკვეული დაბრკოლებების გამო, ...
read more იხილეთ სრულად
news arrowპოლიციის დღე წელს გორში აღინიშნა06:51 PM - 8 May 2012


საქართველოს პრეზიდენტი პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრო, რომელიც 6 მაისს გორში გაიმართა. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა აღლუმი ჩიაბარა და იქ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, სადაც პოლიციას დიდ ნდობას უცხადებენ და, ამ მაჩვენებლით ბევრ განვითარებულ სახელმწიფოს უსწრებს.აღლუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების თანამშრომლები და 5000 პოლიციელი იღებდა მონაწილეობას.
საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციის გარდაქმნის საქმეში შეტანილი წვლილისთვის სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ...
read more იხილეთ სრულად
news arrowერგნეთში გამართული დღევანდელი შეხვედრა მხარეებმა კონსტრუქციულად შეაფასეს10:42 PM - 30 April 2012


ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, დღეს 22-ე შეხვედრა გაიმართა.მხარეებმა განიხილეს ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები, მათ შორის ქარელის რაიონში, სოფელ ტახტიძირის მახლობლად არსებული საძოვრებიდან მწყემსების გატაცების ფაქტი, რუსმა სამხედროებმა ორი მწყემსი, მამა-შვილი ბათიკაძეები გაიტაცეს თუმცა მათი დაბრუნება უკვე მოხერხდა. დღესვე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის გასწვრივ არსებულ მიწის ნაკვეთებზე განაღმვითი სამუშაოები დაიწყება და მხარეები იქ შესული გამნაღმველების უსაფრთხოების გარანტიებს იძლევიან. ბოლო პერიოდში ახალგორის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი ნაღმი ამოქმედდა, რამაც მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლი გამოიწვია. უტიაშვილის ...
read more იხილეთ სრულად
news arrow პოლიციის აღლუმი 6 მაისს გორში გაიმართება10:38 PM - 30 April 2012


პოლიციის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური აღლუმი თბილისისა და ბათუმის შემდეგ, მიმდინარე წელს გორში გაიმართება. ეს განცხადება დღეს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ერგნეთში გააკეთა.

აღლუმს გორში ქვეყნის პირველი პირი ჩაიბარებს. გორის ცენტრალურ მოედანზე 6 მაისისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს და სათანადო კონსტრუქციებს დგამენ. პოლიციის აღლუმზე დედაქალაქიდან სხვა სტუმრებსაც ელოდებიან.

ღონისძიება გიორგობის დღესასწაულს და "გორიჯვრობას" ემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ 6 მაისი პოლიციის დღედ 2010 წელს გამოცხადდა. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowბაქრაძემ სურამში სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა 06:23 PM - 28 April 2012

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სურამში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. პროექტის ფარგლებში წყლის ცენტრალური მაგისტრალი 32 კილომეტრიანი ახალი მილით შეიცვლება. განახლდება წყლის მომარაგების შიდა ქსელი, აშენდება სატუმბი-გადამქაჩი სადგური და მოეწყობა სათავე ნაგებობა. ასევე გათვალისწინებულია 2 რეზერვუარის მშენებლობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სურამის მოსახლეობა სასმელ წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. სამუშაოები დაახლოებით 12 თვეში დასრულდება. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე ბაქრაძემ ჯანდაცვის პროექტებზე და სკოლების რეაბილიტაციის საკითხებზეც ისაუბრა. ...
read more იხილეთ სრულად
შემდეგი გვერდი    (სულ 46 გვერდია)
 
bottom left   bottom right



 
   
   

ვებ-გვერდი შექმნა სტუდია

Ge Studio