logo
homepage
slide show
slide show
slide show
slide show
slide show

top left   top right
 
news arrowყველა ლიახვის ხეობელს გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს01:20 PM - 6 May 2014

მეექვსე წელია ლიახვის ხეობის სალოცავების მოლოცვას მისი მრევლი ვეღარ ახერხებს. დევნილობაში მყოფი მოსახლეობის ნაწილი რელიგიურ დღესასწაულებს იმ ჩასახლებასთან მდებარე ეკლესიებში ხვდება, სადაც 2008 წლიდან ცხოვრობს.
ჟურნალ ,,ლიახვის ხეობის" რედაქცია გილოცავთ წმინდა გიორგის დღესასწაულს და გისურვებთ, რომ ამ წმინდანის სახელობის ეკლესიებში, რომლებიც ხეობაში მრავლლად დარჩა მალე შეგძლებოდეთ სანთლის დანთება.
ღმერთმა ინებოს ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ ამჟამად ოკუპირებული სალოცავების მოლოცვა და ამ უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულების სათანადოდ აღნიშვნა.
წმინდა გიორგის მადლი გფარავდეთ და რწმენაში გაგაძლიეროთ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowუპატრონოდ დარჩენილი საბავშვო ბაღი და დასაქმების მოლოდინში მყოფი დევნილები 02:43 PM - 7 October 2013

ჟურნალში "ლიახვის ხეობა" გასულ ინფორმაციას ვერხვების საბავშვო ბაღთან დაკავშირებით გამოხმაურება მოჰყვა იმ დევნილების მხრიდან, რომლებიც ამ დრომდე დასაქმების მოლოდინში არიან. რედაქციას მათ სთხოვეს, ამ საკითხის ირგვლივ არსებული საკითხები სისტემატურად მოიძიოს და ჟურნალის მეშვეობით მათ დეტალურად ეცნობოთ, რადგან გაურკვეველი ვადით იცდიან და ელოდებიან იმ დანაპირების შესრულებას, რომელიც საბავშვო ბაღის მშენებლობისას მიიღეს დასაქმებასთან დაკავშირებით. ,,ლიახვის ხეობამ” მშენებლობის პროცესშიც არაერთხელ დაბეჭდა სტატია აღნიშნულთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით საბავშვო ბაღს ფუნქციონირება ამ დრომდე უნდა დაეწყო. რატომ ჭიანურდება უკვე აშენებული საბავშვო ...
read more იხილეთ სრულად
news arrowწითელუბანთან რუსმა მესაზღვრეებმა ქართულ სოფელში მცხოვრები ქალი დააკავეს11:14 PM - 22 August 2013

რუსმა მესაზღვრეებმა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ადგილობრივი მკვიდრი ნანა ვანიშვილი დააკავეს. ეს ინფორმაცია ,,ლიახვის ხეობას" შავშვების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა მანანა თვაურმა მიაწოდა. მისი განმარტებით, დაკავება სოფელ წითელუბნის გადასახვევთან, ხურვალეთის სიახლოვეს მოხდა. რწმუნებულის ინფორმაციით, ვანიშვილი ქართულ სოფელ ხურვალეთში ცხოვრობს და ის  ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაიყვანეს. შავშვების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული კიდევ ერთი დაკავებულის შესახებ, ვინმე მერაბაშვილის შესახებ იუწყება, რომელიც ზეღდულეთის მკვიდრია. დამატებითი დეტალები, თუ რა ვითარებაში მოხდა ქართულ სოფლებში მცხოვრებთა აყვანა, ჯერჯერობით უცნობია. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowიძულებით გადაადგილებული პირები ხელისუფლებას დაპირებებს ახსენებენ09:23 PM - 1 August 2013

საპროტესტო გამოსვლა მოეწყო დღეს წეროვანში. აქციის მონაწილეები დევნილთა დასახლებაში არსებულ მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობენ და მთავრობის მხრიდან ყურადღებას მოითხოვენ. ლიახვის ხეობიდან და ახალგორიდან დევნილები ხელისუფლებას დანაპირებს ახსენებენ და იმედგაცრუებაზე მიუთითებენ. იძულებით გადაადგილებულები კომუნალურ შეღავათებს ითხოვენ. მათი განცხადებით,იანვარში მთავრობის წევრებმა მათთან შეხვედრის დროს განაცხადეს, რომ დეკემბრიდან თითოეული ოჯახი ბუნებრივი აირის შეღავათით ისარგებლებდა, თუმცა ამ ამ პროცესის გაჭიანურების მიზეზები მათთვის უცნობია. გარდა ამისა აქციაზე ყურადღება სოციალურ სტატუსზე გამახვილდა, სოციალური აგენტის მიერ თითოეული ოჯახი გადამოწმდა, რის შედეგადაც ბევრ ოჯახს სოციალურად ზღვარს ქვემოთ მყოფის ...
read more იხილეთ სრულად
news arrowსაზღვრისპირა სოფლებში უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას ითხოვენ11:55 PM - 13 June 2013

საზღვრისპირა სოფლებიდან რუსი სამხედოების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავების ფაქტები სისტემატურ ხასიათს იძენს-ასე აფასებენ ბოლოდროინდელ მოვლენებს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებლები. მავთულხლართების საკითხის პარალელურად იმ ახალგაზრდების მდგომარეობა აღელვებთ, რომლებიც ე.წ. საზღვრის უნებლიედ გადაკვეთის გამო ხვდებიან ცხინვალის ციხეში. ამ თემაზე განსაკუთრებით ზეღდულეთის საკრებულოში შემავალი სოფლის მაცხოვრებლები საუბრობდნენ, რადგან ერთ-ერთი სოფლის მოსახლე, 27 წლის თემურ გიგაური იმ დროს დააკავეს, როცა ის სოფლის მიმდებარე ტყეში საქონელს მწყემსავდა. ხალხი საზღვრისპირა სოფლებში თავს დაუცველად გრძნობს და ხელისუფლებას უსაფრთხოების ზომების გამკაცრებას სთხოვს.
https://www.youtube.com/watch?v=jW0wavzjtVg ...
read more იხილეთ სრულად
news arrowრუსმა ,,მესაზღვრეებმა" კიდევ 2 ადამიანი დააკავეს03:34 PM - 10 June 2013

ქარელის რაიონში, ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფელ ავლევში, რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ორი ადამიანი დააკავეს. მამა-შვილი ზვიად და ვახტანგ ჟღენტები, სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მსხვილფეხა პირუტყვს მწყემსავდნენ, რა დროსაც რუსმა ფორმიანებმა დააკავეს და ცხინვალის მიმართულებით წაიყვანეს. თუმცა, მოგვიანებით შვილი, 15 წლის ვახტანგ ჟღენტი გაათავისუფლეს.
ადგილობრივების მტკიცებით, ჟღენტები დაკავებისას ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. სოფელში იმასაც აღნიშნავენ, რომ ავლევის პერიმეტრზე ე.წ. სასაზღვრო-სადემარკაციო ნაგებობები არ არსებობს და საკმაოდ რთულია მხარეების კონტროლირებადი ტერიტორიების გამიჯვნა.
სავარაუდოდ, ოსური მხარე, ჟღენტებს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ...
read more იხილეთ სრულად
news arrowახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა სოფელ დიცში საოკუპაციო ხაზი მოინახულეს12:34 AM - 2 June 2013

 1 ივნისს, საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის წევრებმა შიდა ქართლის რეგიონში საგანგებო შეხვედრები გამართეს ადგილობრივ მოსახლეობასთან რეგიონში შექმნილი კრიტიკული მდგომარეობის და არსებული პრობლემების იდენტიფიკაციისა და კვლევის მიზნით.
ახალგაზრდებმა ადგილზე მოინახულეს საოკუპაციო ხაზი და მოსახლეობისგან მცოცავი ოკუპაციიდან გამოწვეული კონკრეტული პრობლემები ჩაინიშნეს. “მოსახლეობა მეტად არის შეწუხებული თანასოფლელების გახშირებული გატაცებების ფაქტებით, აგრეთვე არსებული ინფორმაციით მესაზღვრეების მხრიდან ხდება მიზანმიმართულად ძაღლების გაშვება ქართველების კუთვნილ მიწებზე, რის შედეგადაც მოსახლეობა ვეღარ ახერხებს მიწების დამუშავებას“ - აცხადებს საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტის ხელმძღვანელი თეონა ლავრელაშვილი. გარდა მცოცავი ოკუპაციისა, მოსახლეობას ...
read more იხილეთ სრულად
news arrowრუსებმა კონფლიქტის ზონაში ე.წ. ,,საზღვრები“ გადმოწიეს02:09 PM - 27 May 2013

გორის რაიოინის სოფელ დიცსა და ქარელის რაიონის სოფელ დვანში რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 200-300 მეტრით გადმოწიეს. ადგილობრივი მოსახლეობა უშუალოდ გახდა ამ პროცესის მხილველი თუ როგორ ავლებდნენ მავთულხლართებს სოფლის სასაფლაოსა და მოსახლეობის კუთვნილ მიწის ნაკვეთებში. რამდენიმე წუთის წინ ამის შესახებ სპეციალური განცხადება შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორმა გააკეთა. ზურა ჩხეიძის განმარტებით, უთიერთობის დალაგების ნაცვლად, რუსული მხარე სიტუაციას ძაბავს. გუბერნატორი მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყველა ბერკეტი გამოიყენონ აღნიშნული ვითარების აღმოსაფხვრელად. გორის რაიონის სოფელ დიცში მავთულხლართების გაბმის პროცესი ამ წუთებშიც ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ქართველ მწყემსებს საქონელი დაუბრუნეს01:33 PM - 26 May 2013

დღეს დილით გორის რაიონის სოფელ პატარა ბერშუეთში საქონელი დაიკარგა. ადგილობრივების ინფორმაციით ე.წ. საზღვართან ქართველ მწყემსებს რუსები დახვდნენ და საქონლის დატოვება მოსთხოვეს. თავად მწყემსები არასრულწლოვნები იყვნენ, რომლებიც განმარტავენ, რომ რუსების დანახვისას ოკუპირებულ წინაგარასთან საქონელი თავად მიატოვეს და შეშინებულები უკან დაბრუნდნენ. ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზაზა მუზაშვილი კი განმარტავს, რომ პანიკა სოფელში ხელოვნურად შეიქმნა და რეალურად სიტუაცია სხვაგვარად იყო. არასრულწლოვანმა მწყემსებმა ვერ განსაზღვრეს საიდან იწყებოდა ოკუპირებული ტერიტორია და საქონლის გამოყვანა .ე.წ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან ვეღარ მოახერხეს. როგორც რწმუნებული განმარტავს, რუსი მესაზღვრეები ქართულ მხარეს ...
read more იხილეთ სრულად
news arrow17 მაისს განვითარებულ მოვლენებს დევნილი ქალები გამოეხმაურნენ12:54 AM - 19 May 2013

გორის რაიონის სოფელ საქაშეთში ჩასახლებულ დევნილებთან გამართულ შეხვედრაზე ადგილნაცვალმა პირებმა განსაკუთრებული ყურადღება დედაქალაქში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილეს. ტრენინგზე, რომელსაც ისინი ესწრებოდნენ  ერთ-ერთი თემა გენდერს ეხებოდა, ლგპტ პირებზე საუბარი მათ სწორედ აქედან დაიწყეს. ისინი ტრენერებთან  ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვებს სვამდნენ და მათი აზრით ინტერესდებოდნენ.  მიუხედავად არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა თუ შეხედულებებისა შეხვერდაზე ყველა მონაწილე თანხმდებოდა იმაზე, რომ ძალადობა დაუშვებელია. დევნილემა ამ თემაზე საუბარი შეხვედრის სხვა საკითხების განხილვისასაც გააგრძელეს.  ამასთან დაკავშირებით მათთან საკუთარი აზრი დააფიქსირა არინა თავაქარაშვილმაც, რომელიც დევნილებთან გამართულ ტრენინგზე თემაზე ,,სამოქალაქო საზოგადოება" ...
read more იხილეთ სრულად
news arrowკონფლიქტის ზონაში ტირიფონის მაგისტრალური არხი გაიხსნა06:27 PM - 11 May 2013

გორის
რაიონში სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში
სოფელ ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური არხი გაიხსნა. გახსნას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
დავით ნარმანია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე,
USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე როი პლაკნეტი,
მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თეიმურაზ მურღულია და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ვაჟა კირტავა დაესწრნენ.კონფლიქტის ზონაში ტირიფონი-სალთვისის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ...
read more იხილეთ სრულად
news arrowფაშიზმზე გამარჯვების 68 წლისთავზე გორელმა ვეტერანებმა ხელისუფლებას სტალინის ძეგლის დადგმის საკითხი გაახსენეს04:24 PM - 9 May 2013

დიდი სამამულო ომიის დასრულებისა და გამარჯვების თარიღი გორის ცენტრში შკრებილმა ვეტერანებმა მიტინგით აღნიშნეს. სტალინის ფოტოებით და ტრანსფარანტებით ისინი იმ ადგილზე შეიკრიბნენ, სადაც ადრე სტალინის ძეგლი იდგა. მიუხედავად იმისა რომ მონუმენტი იქ აღარ დგას, ტრადიციულად გორის სამხარეო ადმინისტრაციასთან არსებულ სკვერში დიდი სამამულო ომის მონაწილეებმა და კომუნისტრური პარტიის წარმომადგენლებმა ვარდები მაინც დატოვეს. მათი მთავარი აქცენტი დღევანდელ მიტინგზე სტალინის ძეგლის დაბრუნებაზე კეთდებოდა. ერთ-ერთი ორგანიზატორის, ალეკო ლურსმანაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ და 21 დეკემბრამდე, ანუ სტალინის დაბადების დღემდე ძეგლის მუზეუმის ტერიტორიაზე დაბრუნებისთვის ...
read more იხილეთ სრულად
news arrowქართველ და ოს ვეტერანებს ლარსის საზღვართან დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიაღებინეს 08:43 PM - 8 May 2013

ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე, საქართველოს და რუსეთის

read more იხილეთ სრულად
news arrowგორში 9 მაისის აღსანიშნავად ემზადებიან04:30 PM - 8 May 2013

გორში, 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების 68 წლისთავთან დაკავშირებით დიდი სამამულო ომის მონაწილეებისთვის სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება, რომელსაც ომის ვეტერანები, გორის მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრებიან.
ტრადიციულად სამამულო ომის მონაწილეები 12:00 საათზე გორის ცენტრში, საბრძოლო დიდების მუზეუმში შეიკრიბებიან და წარსულს გაიხსენებენ. მათ საპატივისაცემოდ მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ფოლკლორული ანსამბლი ,,გორი“ და გორის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის აღსაზრდელები მცირე ღონისძიებას გაიმართავენ.
მაჟორიტარი დეპუტატი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სამამულო ომის მონაწილეებს გამარჯვების დღეს მიულოცავენ და მათთან ერთად დიდების მემორიალს გვირგვინებით შეამკობენ. ორგანიზატორები ღონისძიების დასრულების ...
read more იხილეთ სრულად
news arrow7 წლის ბავშვის ცხედარს მდინარე მტკვარში ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ03:53 PM - 8 May 2013

შიდა ქართვლის სამაშველო სამსახურის ბრიგადები 7 წლის ლუკა ბარნოვის ცხედარს მტკვარში ამ დრომდე ვერ პოულობენ. შემთხვევის ადგილზე სამძებრო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობს. კასპში მცხოვრები  7 წლის ლუკა ბარნოვი მდინარეში ნაშუადღევს დაიხრჩო. ახლობლების ინფორმაციით, ის ორ თანატოლთან ერთად სახლიდნ მტკვარზე საბანაოდ გაიპარა. სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება, თუმცა როგორც მაშველები ამბობენ, პროცესი გართულებულია, რადგან  მტკვარი ამღვრეული და ადიდებულია. მდინარე მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვის მშობლები და ახლობლებიც იმყოფებიან.

...
read more იხილეთ სრულად
news arrowცხინვალის ციხიდან საქართველოს 17 მოქალაქე გაათავისუფლეს10:40 PM - 7 May 2013

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა იმ პირთა დაკითხვა გორის სამხარეო მთავარ სამმართველოში, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში ცხინვალის ციხეში იყვნენ დაპატიმრებულნი. შსს–ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტის შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების მიერ, „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე–ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, უკანონოდ დაკავებული 12 მოქალაქე დღეს გათავისუფლდა.1-4 მაისს რუსმა სამხედროებმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის „უკანონო კვეთის“ ბრალდებით, ჯონჯოლის საკრეფად წასული საჩხერის რაიონის სოფ. კორბოულის, ხვანის და გორისას 22 მკვიდრი დააკავეს. ამ ეტაპზე ...
read more იხილეთ სრულად
news arrowჟურნალისტმა ნინო ჩიბჩიურმა ეგვიპტეში გამართულ კონფერენციაზე რელიგიასა და დემოკრატიის შესახებ ისაუბრა11:35 PM - 5 May 2013

დასრულდა ,,NIMD”-ის 
( ,,
ნიდერლანდების ინსტიტუტი
მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“) გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამართული კონფერენცია
ეგვიპტეში. შეხვედრა დედაქალაქ კაიროში შედგა, სადაც

read more იხილეთ სრულად
news arrowკონფლიქტის ზონაში ორი ადგილობრივი დააკავეს03:00 PM - 25 April 2013




შიდა ქართლის გუბერანტორი ზურაბ ჩხეიძე ოკუპირებული
ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ქერეში ჩავიდა, სადაც ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის
უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ორი ადგილობრივი დააკავეს რუსმა სამხედროებმა.  გუბერნატორი დაკავებული არსენ ლაფაჩის და
ელგუჯა  ელიკაშვილის  ახლობლებსა და თანასოფლელებს შეხვედა დაკავების
დეტალების გასარკვევად. ადგილობრივების თქმით ლაფაჩი და ელიკაშვილი,  რომლებიც საქონელს მწყემსავდნენ რამდენიმე დღის
წინ რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
ადგილობრივი მოსახლეობა დაუცველად გრძნობს თავს და სამართალდამცავი ორგანოებისგან
დახმარებას ითხოვს.  ზურაბ ჩხეიძემ

read more იხილეთ სრულად
news arrowშიდა ქართლის გუბერნატორად ზურაბ ჩხეიძე დაინიშნა03:51 PM - 24 April 2013

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორად შიდა ქართლში ზურაბ ჩხეიძე დაინიშნა. თანამშრომლებს და მედიის წარმომადგენლებს ახალი გუბერნატორი დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ანდრო ბარნოვმა წარუდგინა. ბარნოვმა აღნიშნა, რომ ყველა დაწყებული პროექტი გაგრძელდება და ახალ გუბერნატორს პოლიტიკურ ოპონენტებთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
,,მიუხედავად იმ პოლარიზებული გარემოსი, რაც ზოგადად ქვეყანაში არის, ჩვენ ვალდებულები ვართ რომ რეგიონში ისევე როგორც ქვეყნის მასშტაბით, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ იმას, რომ თვითმმართველობებთან იყოს არა თანაარსებობა, არამედ რეალური თანამშრომლობა. ჩვენ არასოდეს გავურბოდით არც პირად კავშირებს ...
read more იხილეთ სრულად
news arrowმძიმე სოციალური პრობლემების მქონე დევნილ და კონფლიქტის შედგეგად დაზარალებულ ოჯახებს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ადვოკატირებით სწაფი დახმარება გაეწევათ08:13 PM - 18 April 2013

გორში 22 აპრილს, 15:00 საათზე  გამგეობის სააქტო დარბაზში ქალთა საინფორმაციო ცენტრი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად პროექტის ,, ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის“ ფარგლებში ,,ერთი ფანჯრის” პრინციპის საკონსულტაციო შეხვედრას გამართავს. შეხვედრა მიზნად ისახავს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული პირების პრობლემების განხილვასა და ადგილზე გადაწყვეტას.

შეხვედრას დაესწრებიან ადგილობრივი თვითმართველობის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სხვა შესაბამისი უწყბების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე განხილული იქნება ...
read more იხილეთ სრულად
news arrowრუსი მესაზღვრეები სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობას კუთვნილ მიწებს ატოვებინებენ06:34 PM - 5 April 2013

ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელ ჯარიაშენის მოსახლეობის განცხადებით, რუსმა მესაზღვრეებმა მათ მიწის დამუშავების საშუალება არ მისცეს და კუთვნილი მიწის ფართობების დატოვება მოსთხოვეს. საუბარია დაახლოებით 30 ჰექტარი მიწის ფართობზე, რომელიც ესაზღვრება ოსურ სოფელ არცევს.
შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე ვითარების ადგილზე გაცნობის მიზნით გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენში ჩავიდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ზურაბ ჩხეიძის განცხადებით ე.წ ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას ხელისუფლება სათანადო ყურადღებაა არ აქცევს.
,, რუსების აზრით, ჩვენ თურმე ახლა რუსეთის ტერტორიაზე ვიმყოფებით. აქ შარშან ...
read more იხილეთ სრულად
news arrow,,ლიახვის ხეობის“ რედაქტორი ეგვიპტეში დაგეგმილ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას09:39 PM - 2 April 2013

,,ლიახვის ხეობის“  რედაქტორი ნინო ჩიბჩიური, რომელიც ამავე დროს გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულია აფრიკაში მიემგზავრება. ის ,,NIMD”-ის  ( ,,ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“) ქვეყნებს შორის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში-მონაწილეობას მიიღებს ეგვიპტეში დაგეგმილ კონფერენციაში. პროგრამის მიზანია ქვეყნებს შორის გამოცდილების და ცოდნის გაზიარება, თანამშრომლობის გაღრმავება და მონაწილეებისთვის პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა. პროგრამაში ნინო ჩიბჩიურთან ერთად საქართველოდან კიდევ 3 მონაწილე იღებს. ოთხივე მათგანი იმ კონკურსის გამარჯვებულია, რომელიც ,,NIMD”-მა ოთხ თემაზე გამოცხადებული ესეების კონკურსის საფუძველზე შეარჩია.   გაცვლითი პროგრამის მონაწილეები ეგვიპტელ კოლეგებს გაუზიარებენ საქართველოს გამოცდილებას ვარდების რევოლუციის ...
read more იხილეთ სრულად
news arrow2 წლის ბავშვის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო სპექტაკლი ტარდება07:55 PM - 1 April 2013

ბავშვთა
და ახალგაზრდობის ცენტრში არსებული კლუბი ,,აფლატინი’’ გორის გიორგი
ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის დახმარებით აწყობს საქველმოქმედო
ღონისძიებას სახელწოდებით-,,გავუფრთხილდეთ ერთმანეთს’’.
ხუთშაბათს 17 საათზე გაიმართება დ. კლდიაშვილის ,,მსხვერპლი". შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა 2 წლის ვანიკო ტიელიძის ოჯახს.
,,ჩვენ ვეხმარებით ცერემბრალური დამბლით დაავადებულ 2 წლის ვანიკო ტიელიძეს.ოჯახს არა თუ სპეციალური პროცედურების,
არამედ საკვების ფულიც კი არ გააჩნია"-ამბობენ საქველმოქმედო აქციის
ორგანიზატორები.
...
read more იხილეთ სრულად
news arrowგორის დემოკრატიის სკოლამ დევნილებთან საქველმოქმედო აქცია მოაწყო01:14 AM - 1 April 2013

გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებმა, დირექტორთან ერთად სკრის საბავშვო ბაღში მცხოვრები ოჯახები მოინახულეს. 10 ოჯახიდან ნაწილი 90-წლების, ნაწილი კი 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დევნილია. ფართს არ უჩივიან, თუმცა მთავარ აქცენტს შემოსავლის სიმცირეზე აკეთებენ, რითიც მათივე განმარტებით, მხოლოდ პურის ყიდვას ახერხებენ. დემოკრატიის სკოლას მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ ჰქონდა, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ მათ დასახმარებლად მცირედი ქველმოქმედება მოწყობილიყო.სწორედ ამ იდეის ფარგლებში დევნილ ოჯახებს სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ გორის დემოკრატიის სკოლის წარმომადგენლებმა ტანსაცმელი ჩაუტანეს. დევნილები გამოჩენილი ყურადღებით კმაყოფილებას გამოთქვამდნენ.
read more იხილეთ სრულად
news arrow „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი“ კანდიდატთა შერჩევის პროცედურებს განიხილავს06:13 PM - 27 March 2013

28 მარტს, 12 საათზე Front News -ის პრესკლუბში „საქართველოს ახალგაზრდული პარლამენტი“ გამართავს ბრიფინგს, სადაც განიხილება 2013 წლის მოწვევის ახალგაზრდა პარლამენტართა შერჩევის პროცედურები და მიმდინარეობა.
,,2 მარტიდან მიმდინარეობს დეპუტატობის კანდიდატთა განაცხადების მიღება. სულ შემოსულია 1235 განაცხადი. 2013 წლის მოწვევის ახალგაზრდა დეპუტატთა რაოდენობა უნდა იყოს 100 ადამიანი, რომელთა 40% საქართველოს რეგიონებიდან იქნება წარმოდგენილი. პარლამენტართა ასაკი 18-25 წელია.
განაცხადების განხილვის პარალელურად ყალიბდება შესარჩევი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება ადგილობრივი ექსპერტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან. ისინი გასაუბრების საფუძველზე დაასახელებენ 100 ახალგაზრდა დეპუტატის ვინაობას, ...
read more იხილეთ სრულად
news arrow19 წლის უშანგი დოთიაშვილს ოსური მხარე სავარაუდოდ 29 მარტს გაათავისუფლებს 03:48 PM - 27 March 2013

გორის
რაიონის სოფელ კირბალიდან გატაცებულ 19 წლის უშანგი დოთიაშვილს ქართულ
მხარეს სავარაუდოდ ზეგ გადასცემენ. ამის შესახებ განცხადება დღეს შსს გორის
მთავარი სამმართველოს გამომძიებელ-დეტექტივმა გააკეთა. ვახტან ავაზიშვილის
განმარტებით, ოსურ მხარესთან მოლაპარაკებების შდეგად მიღწეულ იქნა
შეთანხმება, რომლის თანახმად, კირბალელ ახალგაზრდას სახლში 29 მარტს
დააბრუნებენ.
გორის რაიონის სოფელ კირბლიდან გატაცებული უშანგი
დოთიაშვილის ოჯახის წევრებს შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე
ზურაბ ჩხეიძე შეხვდა. ახალგაზრდის მშობლების განცხადებით მათი შვილი გუშინ
ფიჩხის შესაგროვებლად წავიდა და ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ,,დევნილები ხელისუფლების წინა საარჩევნო დაპირების შესრულებას ითხოვენ’’01:39 PM - 26 March 2013


კარალეთის დევნილთა ჩასახლების მაცხოვრებელთა განცხადებით,ძირითად პრობლემას წარმოადგენს ბუნებრივი აირის და ელექტრო ენერგიაზე დაგროვილი დავალიანება.
პირველ ოქტომბრამდე დევნილ მოსახლეობას აკლდებოდათ 50 ლარი ბუნებრივი აირისა და ელექტრო ენერგიის გადასახადზე , რომელიც მათთვის დიდ შეღავათს წარმოადგენდა.
დღევანდელი ხელისუფლების წინა საარჩევნო პროგრამა ითვალისწინებდა ბუნებრივი აირის არსებული დავალიანების განულებასთან ერთად 50 ლარიან ვაუჩერსაც, თუმცაღა აღნიშნული პრობლემა გორის რაიონის ...
read more იხილეთ სრულად
news arrowთბილისის საბავშვო ბაღებში მცხოვრები დევნილები ელექტროენერგიის მიწოდებას ითხოვენ03:59 PM - 23 March 2013

თბილისის საბავშვო ბაღებში, კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები დენის მიწოდებას ითხოვენ. მათი განმარტებით, ელექტროენერგია ერთი კვირის წინ გაუფრთხილებლად გაუთიშეს. დევნილების განცხადებით, ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ და მდგომარეობის გაუმჯობესების ნაცვლად მათი ყოფა-ცხოვრება დღითითდღე მძიმე ხდება. მათ დენის მიწოდების მოთხოვნით აქცია ბიზნეს-ცენტრთანაც გამართეს, საიდანაც ისინი ჯერ ,,თელასთან" შემდეგ კი დევნილთა სამინისტროსკენ გადაამისამართეს. სამინისტროს წარმომადგენელმა, რევაზ ქობალიამ აღნიშნა, რომ დევნილებს დავალიანება აქვთ და ამ თანხების დაფარვამდე დენის მიწოდება არ მოხდება. დევნილებს არც შეღავათზე დასთანხმდნენ და არც გამრიცხველიანებაზე, რადგან შენობა სადაც ისინი არიან ჩასახლებულნი ...
read more იხილეთ სრულად
news arrowანდრო ბარნოვი ერგნეთის სამუშაო ჯგუფში ჩართვას ითხოვს07:53 PM - 20 March 2013

ანდრო ბარნოვი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფში ჩართვას ითხოვს

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი კონფლიქტის ზონაში გაჩენილი მავთულხლართების თაობზე შს მინისტრის გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მინისტრმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. ბარნოვის თქმით, მავთლხლართები შიდა ქართლში გაჩნდა 2012 წლის გაზაფხულზე და ეს პროცესი გაგრძელდა არასრული ერთ თვე.
 ,,ჩვენი წარმომადგენლების აქტიური ჩართვისა და მოლაპარაკებების შედეგად და ეს პროცესი შეწყდა ამ დრომდე. ეს ინფორმაცია არის დაზუსტებული იმ ადამიანებთან, ვინც უშუალოდ იყო ჩართული ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილი ახალგაზრდები ჩასახლებებში სპორტული და კულტურული ცენტრების გახსნას ითხოვენ08:04 PM - 18 March 2013



 გორის რაიონში ჩასახლებული დევნილი ახალგაზრდები მათი გააქტიურებისთვის სხვადასხვა სახის დაწესებულებების გახსნას ითხოვენ. მათი განმარტებით, ჩასახლებებში არ არსებობს ცენტრები, სადაც საშუალება ექნებათ თავისუფალი დრო ნაყოფიერად გამოიყენონ. საერთო პრობლემად კი მთი მხრიდან უფუნქციოდ დარჩენილი სათემო ცენტრები სახელდება, სადაც ელექტროენერგიის მიწოდებაც კი შეწყვეტილია.
,,მე ბერბუკის ჩასახლებაში ვცხოვრობ. ვითხოვთ, რომ სტადიონზე ხელოვნური საფარი დააგონ. რადგან, სიმაგრის გამო ხან ვინ გამოდის დაშავებული და ხან ვინ.. გარდა ამისა სავარჯიშო კომპლექსის გახსნაც გვსურს. აქ არაფერია ისეთი, სადაც ,,ბირჟაზე“ დგომის ნაცვლად ვიქნებით და ...

read more იხილეთ სრულად
news arrowკოდის დევნილთა ჩასახლებაში საბავშვო ბაღი აკურთხეს06:55 PM - 18 March 2013

კოდის დევნილთა ჩასახლებაში დევნილი ბავშვებისათვის საბავშვო ბაღი გაიხსნა. ბაღში 50 სამაჩაბლოდან დევნილი აღსაზრდელია.  ახლად წამოწყებული საქმით ბავშვებიც, მშობლებიც და აღმზრდელებიც კმაყოფილები არიან. ხელმძღვანელობის ინიციატივით, საბავშვო ბაღი კოდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის დეკანოზმა, მამა გიორგიმ (ბაღიაური) აკურთხა. მან დალოცა, როგორც პატარები, ისე აღმზრდელები და უფლის წყალობა უსურვა. ბაღის კურთხევას ქურთის სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორი ირინა ხეთაგური, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, დავით დათაშვილი, გამგებლის მოადგილე არკადი გოჩაშვილი, ასევე რწმუნებული სანდრო ბაბუციძე და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გიორგი მახნიაშვილიც ესწრებოდნენ, საბავშვო ბაღში არსებულმა ...
read more იხილეთ სრულად
news arrowწეროვანში მცხოვრები დევნილების ნაწილი მთავრობას სიცრუეში ადანაშაულებს06:31 PM - 18 March 2013

წეროვნის მოსახლეობა კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესებას მოითხოვს. ამ მოთხოვნით ახალგორიდან დევნილი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. დევნილები ამბობენ, რომ დაახლოებით 3 კვირის წინ იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი მათ ბუნებრივი აირის დანახარჯზე თებერვალსა და მარტში 50-50 ლარიან შეღავათს დაპირდნენ, თუმცა 12 და 13 მარტს დარიგებულ ქვითრებზე არც ერთი ლარი შეღავათი ასახული არ დაფიქსირებულა. დევნილები ახალ მთავრობას სიცრუეში ადანაშაულებენ და თავს მოტყუებულად თვლიან.
აქციაზე სააქციო საზოგადოება ,,კასპი-გაზი”-ს წეროვნის ...
read more იხილეთ სრულად
news arrowგუბერნატორი სამართალდამცავებს კასპის მოსახლეობის მიმართ ზეწოლაში ადანაშაულებს07:16 PM - 15 March 2013

კასპში გამართული აქციის თემას შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი გამოეხმაურა. ანდრო ბარნოვი კასპში ჩავიდა და მოსახლეობისან მიიღო ინფორმაცია ადგილზე შექმნილი ვითარებისა და პრობლემების შესახებ. გუბერნატორის განცხადებით სამართალდამცავები კასპის მოსახლეობას ავიწროვებენ და თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებას უზღუდავენ. ანდრო ბარნოვის თქმით, დღევანდელი აქციის მონაწილეებზეც იყო ზეწოლა კასპის პოლიციის მხრიდან. გუბერნატორის განცხადებით დღევანდელი აქცია იყო კასპის მოსახლეობის პროტესტი და ამ პროტესტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია.
,,მოსახლეობის პროტესტს ნაციონალური მოძრაობა არ იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის და ,,ქართულ ოცნებასაც“ იგივეს მოვუწოდებ. ახალ ხელისუფლებას კი ...
read more იხილეთ სრულად
news arrowწუხანდელმა წვიმამ ძევერის მოსახლეობა დააზარალა10:15 PM - 14 March 2013

გუშინ ღამით 
მოსულმა ნალექმა გორის რაიონის სოფელ ძევერაში საცხოვრებელი სახლები და
საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა.
ადგილობრივების
ინფორმაციით, წყალდიდობა სარწყავი არხის გადავსებამ გამოიწვია, რომელიც პერიოდულად
გაწმენას საჭიროებს. როგორც ძევერელები ამბობენ, სოფლის მოსახლეობის ათამდე ოჯახს
დატბორვის პრობლემა 10 წელზე მეტია აწუხებს. ადგილობრივებმა გუბერნატორს დახმარება
სთხოვეს.რომელიც ვითარების გასაცნობად ადგილზე ჩავდიდა.

,,ამ ეტაპზე
გამგეობას ვთხოვთ სარწყავი არხის გაწმენდაში ტექნიკით დახმარებას, თუმცა აქ არის
ტექნიკისათვის მიუდგომელი ადგილები და ...
read more იხილეთ სრულად
news arrowიგოეთის მოსახლეობის შეფასებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბარათები არასწორად ნაწილდება09:56 PM - 14 March 2013

 კასპის რაიონის სოფელ იგოეთის მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, მათი განცხადებით მოსახლეობის დიდ ნაწილს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბარათი არ მიუღია,  ნაწილი სიაში არაა, ზოგიერთი მათგანი  კი არასწორადაა აღრიცხული. იგოეთელები სოფლის ახლადდანიშნულ რწმუნებულს კობა ჩიტაშვილს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად მათ არაერთხელ მიმართეს რწმუნებულს,თუმცა უშედეგოდ.
აქციის მონაწილეებს დღეს შიდა ქართლის გუბერნატორი შეხვდა. ანდრო ბარნოვი იგოეთელებს ვითარებაში უკეთ გარკვევას დაპირდა და განაცხადა, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ საქმის კურსში კასპის საკრებულოსაც ჩააყენებს. გუბერნატორის განცხადებით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბარათების განაწილებაში პრობლემები ...
read more იხილეთ სრულად
news arrowკონფლიქტის ზონის სოფლებში ახალი მავთულხლართები გაჩნდა07:12 PM - 11 March 2013

10 და 11მარტს შიდა ქართლის გუბერნატორი კონფლიქტის ზონის სოფლებში ჩავიდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაჩენილი მავთულხლართების სანახავად და ადგილობრივ მოსახლეობასთან შესახვედრად. ორი დღის მანძილზე გუბერნატორმა გორის და ქარელის რაიონების რამდენიმე სოფელი მოიარა, სადაც რუსული მხარის მიერ გავლებულმა მავთულხლართებმა ზოგიერთ ოჯახის ეზოსა და და ბაღზე გაიარა.
„საქართველოს ხელისუფლება ამბობს, რომ რუსეთთან ურთიერთობას ალაგებს და ამის დასტურად იწვევს ინსპექტორებს რუსეთიდან, იწყებს სოფლის პროდუქციის ექსპორტს რუსეთში, მუშაობს სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე, ბოდიშებით ესაუბრება კრემლს და მოცეკვავეებს უგზავნის პუტინს. და ამ დროს რუსეთი, რომელზეც ...
read more იხილეთ სრულად
news arrowბადრი ბასიშვილის შეფასებით, მარეკ დუდაევის გათავისუფლება ქართველი ხალხის შეურაწყოფა იქნება07:05 PM - 27 February 2013

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას მარეკ დუდაევის შესაძლო გათავისუფლებასთან დაკავშირებით ყოფილი პარლამენტის წევრი და ამჟამად შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე, ბადრი ბასიშვილი ეხმაურება. უჩა ნანუაშვილის ინიციატივა, იმის თაობაზე რომ ქართულ ციხეში მყოფი მარეკ დუდაევი, ცხინვალში მყოფ ქართველ პატიმრებზე შესაძლოა გაიცვალოს- ბასიშვილისთვის ყოვლად მიუღებელია. ყოფილი პარლამენტის წევრი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდსაც იხსენებს, რა დროსაც ოსურმა მხარემ ბასიშვილის მამა დააკავა.

,,მარეკ და მისი ძმა ერიკ დუდაევები წლების განმავლობაში ცხინვალის რეგიონში ახორციელებდნენ, როგორც ოსი, ასევე ქართველი მშვიდობიანი მოქალაქეების გენოციდს და ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს ...

read more იხილეთ სრულად
news arrowმარეკ დუდაევი შესაძლოა ცხინვალის რეჟიმს გადასცენ05:32 PM - 27 February 2013

საქართველოს სახალხო დამცველი ინიციატივით გამოდის, ქართულ ციხეში მყოფი მარეკ დუდაევისა და სხვა ეთნიკურად ოსი პატიმრები ცხინვალში მყოფ ქართველ პატიმრებზე გაიცვალოს. აღნიშნული ინიციატივა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს სასჯელაღსრულების #7 დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ გააცნო, სადაც მარეკ დუდაევი მოინახულა.
როგორც უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, ომბუდსმენი, ასევე, იწყებს მარეკ დუდაევის სისხლის სამართლის საქმის შესწავლას, სადაც ბევრი დარღვევებია.
მისივე ინფორმაციით ცნობილია, რომ ერთ-ერთი მოწმე, რომელიც სწორ ჩვენებას აძლევდა, სასამართლო პროცესიდან გაიტაცეს.
დუდაევს, უჩა ნანუაშვილის ინფორმაციით, 23 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი და უკვე 9 ...
read more იხილეთ სრულად
news arrow,,დროა დასრულდეს საქართველოს ოკუპაცია"11:28 PM - 24 February 2013

ოკუპაციის კვირეულის ფარგლებში, საზოგადოებრივი კავშირი "დროას" წევრებმა ერგნეთში მშვიდობიან საპროტესტო აქციას გამართეს. საოკუპაციო ზოლიდან, ე.წ. საზღვრიდან ოციოდე მეტრის დაშორებით, აქციის მონაწილეებმა მშვიდობის სიმბოლური ჯაჭვი შეკრეს და სანთლებით საქართველოს დროშა გამოსახეს; ასევე, ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით მანათობელი ფრანები გაუშვეს.
აქციის დევიზი იყო - "დროა დასრულდეს საქართველოს ოკუპაცია! დროა ერთობის! არა ოკუპაციას! "დროა" იბრძოლებს საქართველოს დეოკუპაციისთვის!". ერგნეთში გამგზავრებამდე, 17:00 საათზე, საზოგადოებრივი კავშირი "დროას" წევრებმა გმირთა მოედანზე, ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლის დროს დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowანდრო ბარნოვი კოფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლების წარმომადგენლებს შეხვდა02:45 PM - 22 February 2013




შიდა
ქართლის გუბერნატორი  ანდრო ბარნოვი
,,გორის საინფორმაციო ცენტრში“კონფლიქტის ზონის მიმდებარე 18 თემის
წარმომადგენელთა ჯგუფს შეხვდა. შეხვედრა მიზნად ისახავდა იმ პრობლემების განხილვას,
რომლებიც საფრთხეს უქმნიან კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების უსაფრთხოებას.
 



მოხალისე
აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფი 
საერთაშორისო ორგანიზაცია ,,უსაფრთხო მსოფლიოსა“ და მისი ადგილობრივი
პარტნიორების - ,,მშვიდობის, განვითარებისა და დემოკრატიის კავკასიურ ინსტიტუტისა“
და ,,გორის საინფორმაციო ცენტრის“ ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა და
მიზნად ისახავს კონფლიქტით დაზარალებულ თემებში უსაფარხოებასთან დაკავშირებული

read more იხილეთ სრულად
news arrowანდრო ბარნოვი: ,,რეგიონული განვითარების სტრატეგიისადმი მთავრობის ზერელე მიდგომა მიუღებელია"08:19 PM - 19 February 2013

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში დღეს გორში, სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, რეგიონის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი, სამხარეო მუნიციპალიტეტების გამგებლები და თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო რიგი საკითხების განხილვა, რომელიც უკავშირდება როგორც მიმდინარე ინსტრასტრუქტურულ პროექტებს, საქართველოს მთავრობასა და ევროპის კავშირს შორის 2011 წლის 14 ნოემბერის დაფინანსების ხელშეკრულებით (საქართველოში რეგიონული განვითარების რეფორმის მხარდაჭერა), ქართული მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. საუბარი იყო რეგიონული განვითარების სტრატეგიების მომზადებაზეც.
შიდა ...
read more იხილეთ სრულად
news arrowგორში მოქმედი ჟურნალისტები ,, მასმედიის აკრედიტაციის შესახებ“ განკარგულებაში ცვლილებების შეტანას ითხოვენ 07:25 PM - 11 February 2013

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში დღეს იმ განკარგულების პროექტი განიხილეს, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სამი დღის წინ დაამტკიცა. განკარგულებას ,,მასმედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის შესახებ” გორში მოქმედი ჟურნალისტების მხრიდან პროტესტი მოყვა, რაც დღეს ახალგაზდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში ღიად გამოხატეს. შეხვედრას საკრებულოს იურისტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ესწრებოდნენ. ჟურნალისტებთან ერთად პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები საიას გორის ოფისის თავმჯდომარეს ქეთი ბებიაშვილსაც ჰქონდა, რომლის ინიციატივითაც აღნიშნული შეხვედრა შედგა. ბებიაშვილის შეფასებით, დამტკიცებული განკარგულება საჯარო სამსახურში ჟურნალისტის საქმიანობას ზღუდავს. ჟურალისტების თქმით, ...
read more იხილეთ სრულად
news arrow საქველმოქმედო კონცერტზე ხატია ბაზანდარაშვილის წერილი წაიკითხეს10:33 PM - 10 February 2013




დღეს გორის მუნიციპალიტეტის-მოსწავლე ახალგაზრდობის
კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში ხატია ბაზანდარაშვილისთვის მიძღვნილი
აქცია-კონცერტი ,,გული-გულს’’ გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ჯეოსტარის და ,,ახალი
ხმის“ მონაწილეებმა. ყველაზე ემოცოური ფაქტი იყო, როდესაც ერთ-ერთმა წამყვანმა
გიორგი სეფედაურმა ხატია ბაზანდარაშვილის მადლობის წერილი წაიკითხა. სადაც ეწერა :
,, პირველ რიგში მინდა ბოდიში მოგიხადოთ იმისთვის,რომ ვერ მოვახერხე ამ კონცერტზე
დასწრება, იმედია გამიგებთ, რადგან ჯამრთველობასთან დაკავშირებული პრობლემა მაქვს.
ამის შემდეგ მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ . არ დამავიწყდება არასდროს ის
დახმარება, რასაც გორელები ჩემთვის აკეთებდნენ ამდენი ...

read more იხილეთ სრულად
news arrowპოლიციამ გორის კულტურის ცენტრის დირექტორის, ლექსო ვალიაურის ძმა დააკავა01:32 PM - 9 February 2013

სამართალდამცავებმა სადგურის დასახლებაში 6 პიროვნება დააკავეს. როგორც ,,ლიახვის ხეობისთვის" გახდა ცნობილი, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, დაკავებულთა შორის გორის კულტურის ცენტრის დირექტორის, ლექსო ვალიაურის ძმა- 27 წლის გიორგი ვალიაურია და გორის რაიონულ სასამართლოში თანაშემწის- ნინო შავდათუაშვილის ძმაცაა . ახლობლების ინფორმაციით, შავდათუაშვილს დღეს ქორწილი უნდა ჰქონოდა. ურთიერთშელაპარაკება სადგურის დასახლებაში წუხელ მოხდა, რა დროსაც გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. დაკავებულებს ბრალს დღეს წაუყენებენ, სასამართლო პროცესი კი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.  ...
read more იხილეთ სრულად
news arrow,,ჟურნალისტიკის კლუბის" წევრებთან პირველი შეხვედრა გაიმართა05:12 PM - 8 February 2013

,,ლიახვის ხეობის“ რედაქციაში ,,ჟურნალისტიკის კლუბის" წევრებთან დღეს პირველი შეხვედრა გაიმართა. ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 10-მდე ახალგაზრდა, რომელიც ჟურნალისტიკითაა დაინტერესებული, საწყის ეტაპზე, 3 თვის განმავლობაში წერის პრინციპებს, ვიდეო და ფოტო ხელოვნებას უფასოდ დაეუფლება.
დღევანდელი შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. პროექტის მონაწილეებს ,,ლიახვის ხეობის“ ჟურნალისტები ნინო ჩიბჩიური და ნანა კახნიაშვილი შეხვდნენ. დაგეგმილი ღონისძიებები დეტალურად გააცნეს, შემდეგ კი მათი ხედვა და პროექტში მონაწილეობის მოტივი მოისმინეს. ,,ჟურნალისტიკის კლუბის“ წევრებს რამდენიმე საათიანი შეხვედრები კვირაში ერთხელ ჩაუტარდებათ და ,,ლიახვის ხეობის“ თანამშრომლების ...
read more იხილეთ სრულად
news arrow20 წლის გოგონას გადასარჩენად გორში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება07:41 PM - 7 February 2013

კვირას, 17:00 საათზე, გორში, კომბინატის კულტურის ცენტრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება, სახელწოდებით ,,გული-გულს” . 20 წლის ხატია ბაზანდარაშვილს ,,თირკმლის უკმარისობა ” აქვს ანუ მედიცინის ენაზე-,,ქრონიკული ფოკალურ-სეგმენტური, გლომერულო ნეფრიტი.“

,,ყველა ერთად ვეხმარებით ჩვენს მეგობარს, ხატია ბაზანდარაშვილს,რომელსაც ესაჭიროება გადაუდებელი ოპერაცია და ამისთვის საჭიროა თანხა, რათა გაემგზავროს საზგვარგარეთ. ხატია ამჟამად გახლავთ ჰემოდიალეზე. ვიმედოვნებთ, რომ გორელები გულისხმიერებას გამოიჩენენ და საკუთარ წვლილს შეიტანენ ამ მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საქმეში“ -ამბობს საქველმოქმედო კონვცერტის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბესო ნემსაძე.

10 თებერვალს დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ
მომღერლები:

read more იხილეთ სრულად
news arrowბადრი ბასიშვილი: ,,ერგნეთის ბაზრის თემაზე მსჯელობა არარეალური იქნება მანამ, ვიდრე როკის გვირაბთან ქართველი მესაზღვრეები არ ჩადგებიან"12:43 AM - 7 February 2013

საქართველოს პრემიერ მინისტრის ჩანაფიქრს ,,ერგნეთის ბაზრის“ აღდგენასთან დაკავშირებით მოსახლეობის ნაწილი არარეალურს უწოდებს. ერგნეთში დღეს ბევრს მსჯელობენ თუ სად და როგორ მოისაზრებდა კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი ამ იდეის განხორციელებას. ზოგიერთი მათგანი ტერიტორიაზე მეტად აქცენტს გლეხი ხალხის შემოსავლის გაზრდაზე აკეთებს, ნაწილი კი თვლის, რომ დღევანდელ რეალობაში ეს შეუძლებელია.
ერგნეთის ბაზრის თემაზე კომენტარი გააკეთა შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილემაც. ბადრი ბასიშვილის შეფასებით, ამ იდეის განხორციელება ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
,,- ჯერ კიდევ რუსულ აგრესიამდე ეს იყო ,,კოკოითის ოცნება”. მას სურდა იმ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowანდრო ბარნოვის შეფასებით, საჯარო სამსახურებიდან თანამშრომელთა მასიური დათხოვნა პოლიტიკური ნიშნით მოხდა06:49 PM - 6 February 2013

შიდა ქართლის გუბერნატორმა საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულთა შესახებ დღეს სპეცილური ბრიფინგი გამართა. ანდრო ბარნოვმა მედიას 27 კაციანი სია გადასცა, სადაც გათავისუფლების მიზეზები და მათ ადგილებზე დანიშნული პირების დეპუტატებთან ნათესაური კავშირებია მითითებული. ბარნოვის შეფასებით, ყველა მათგანის სამსახურიდან დათხოვნა პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ბარნოვის განცხადებას გამოხმაურებები დღესვე მოყვა. გორის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ახლად დანიშნული უფროსი, რომელიც აღნიშნულ სიაში რიგირთ პირველია, ბარნოვს ტელე-დებატებში იწვევს. ის არ უარყოფს, რომ დეპუტატ თამაზ შიოშვილის დის ქმარია, თუმცა ამბობს, რომ ნათესაური კავშირის გამოყენებას მის თანამდებობაზე დანიშვნისას ადგილი ...

read more იხილეთ სრულად
news arrowციხიდან გამოსულმა მამინაცვალმა 18 წლის გოგონა დაჭრა07:54 PM - 5 February 2013

18 წლის თამარი ამ დრომდე გორის ჰოსპიტალში რჩება. გორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მთავარი ექიმის, თეიმურაზ თანიაშვილის ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები გოგონას გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული. დაკავებულია მისი მამინაცვალი თ.ბ. რომელიც საპყრობილედან ამნისტიის შედეგად იყო გათავისუფლებული. საქმის ირგვლივ ამ ეტაპზე სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება. ერთერთის მიხედვით, რომელზეც მეზობლები საუბრობენ- მამინაცვალი გოგონაზე პირველ პატიმრობამდე ჯერ კიდევ 12 წლის ასაკიდან სხვადასხვა სახის ძალადობას ახდენდა. ამნისტიის შემდეგ, მან აღნიშნული ქმედებები ისევ გააგრძელა და მომხდარი შემთხვევაც სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია. მეორე ვერსიის თანახმად კი, ...
read more იხილეთ სრულად
news arrowკონკურსი დამწყები ჟურნალისტებისათვის გენდერის თემაზე 06:42 PM - 5 February 2013

ქალთა საინფორმაციო ცენტრი (WIC) აცხადებს კონკურსს გენდერის თემაზე მომზადებული საუკეთესო მედია ნამუშევრის გამოსავლენად.

კონკურსის პირობები:

• კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ დამწყებ ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქალთა უფლებებისა და გენდერის საკითხის გაშუქებით;

• კონკურსში წარდგენილი ნამუშევრები (სტატიები, ტელე ან ფოტომასალა და ა.შ) უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკას (ქალთა უფლებები, გენდერი, ქალის გაძლიერება და ა.შ)

• ნამუშევრებში დაცული უნდა იყოს ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები;

• სტატიის შემთხვევაში, სტატიის მოცულობა ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილთა ჩასახლებებში დემოკრატიის ახალგაზრდული კლუბები იქმნება06:34 PM - 31 January 2013

   საერთაშორისო ორგანიზაციის  -,,ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელშეწყობით  და - ეუთოს ფინანსური მხარდაჭერით გორის დემოკრატიის სკოლის მსმენელები დევნილთა ჩასახლებებში ახალი პროექტის განხორციელებას იწყებენ. 3 თვის განმავლობაში გორის რაიონის მასშტაბით დევნილთა 6 ჩასახლებაში 18-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრები დემოკრატიულ პრინციპებს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს გაეცნობიან.  მანამდე კი (3 თებერვლიდან) სამიზნე აუდიტორიასთან პროექტის ავტორები საინფორმაციო შეხვედრებს მოაწყობენ. პროექტის მიზანია გორის რაიონის მასშტაბით მცხოვრები დევნილი ახალგაზრდების გააქტიურება, დემოკრატიული პრინციპების და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლება, ასევე ხელშეწყობა მათ ჩართულობაზე სამოქალაქო საზოგადოებასა და ...
read more იხილეთ სრულად
news arrowანდრო ბარნოვი სამსახურებიდან გათავისუფლებულ ადამიანებს შეხვდა07:16 PM - 30 January 2013




      შიდა ქართლის გუბერნატორი ბოლო
პერიოდში საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს შეხვდა. გასული
კვირის განმავლობაში ანდრო ბარნოვი რეგიონში მცხოვრებ 100-მდე ადამიანს შეხვდა,
რომლებიც აცხადებენ, რომ განცხადებები სამსახურიდან წასვლის შესახებ ახალი
ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ზეწოლით დაწერეს.
   გუბერნატორმა ყველა
მათგან  მადლობა გადაუხადა რთულ პერიოდში
გაწეული სამსახურისთვის და აღნიშნა, რომ რეაგირების გარეშე არ დატოვებს უკანონოდ გათავისუფლების
არც ერთ შემთხვევას.  ბარნოვის თქმით
,  არავის აქვს ...

read more იხილეთ სრულად
news arrowშიდა ქართლის გუბერნატორმა მოქალაქეებთან მიღების დღე გამოყო12:11 PM - 30 January 2013

შიდა ქართლის გუბერნატორმა ანდრო ბარნოვმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ყოველ ორშაბათს 13.00-დან 16 საათამდე რეგიონის ნებისმიერ მაცხოვრებელს, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია მიღებაზე ჩაეწეროს და შეხვდეს რეგიონის პირველ პირს.გუბერნატორთან პირველ შეხვედრაზე რეგიონის 20-ზე მეტი მაცხოვრებელი ჩაეწერა. მოსახლეობა ძირითადად სოციალური პრობლემებზე, ჯანდაცვის და სხვა საკითხებზე სთხოვდა ანდრო ბარნოვს დახმარებას. დაფიქსირდა რამდენიმე საზოგადოებრივი ინიციატივის განხორციელების სურვილიც კონკრეტული ინტერესთა ჯგუფებისთვის. გუბერნატორმა რეგიონის მაცხოვრებლებს მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვა უფლებამოსილების ფარგლებში. გუბერნატორთან მოქალაქეების მიღება ყოველ ორშაბათს 13-დან 16- საათამდე მოხდება.

...
read more იხილეთ სრულად
news arrowოსური მხარე ცხინვალელ პატიმრებთან მიმართებაში ამნისტიის კანონით დაინტერესდა 10:23 PM - 29 January 2013

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო ჯგუფის შეხვედრა დღეს 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. შეხვედრას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი დავით სუჯაშვილი ესწრებოდა. ოსურ დელეგაციას კი ხოხ გაგლოითი წარმოადგენდა. მთავარი აქცენტი დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოში დაწყებულ ფართომასშტაბიან ამნისტიაზე გაკეთდა. ოსურ მხარეს აინტერესებდა შეეხებოდა თუ არა ამნისტია ოს მოქალაქეებს. ქართული მხარის წარმომადგენელმა კი განმარტა, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია. ხოხ გაგლოითის ინფორმაციით, საქართველოს ციხეებში ამ დროისთვის ე.წ. სამხრეთ-ოსეთის 11 მოქალაქე რჩება. განსახილველთაგან ერთერთი თემა იყო ასევე ...
read more იხილეთ სრულად
news arrowმიხეილ სააკაშვილი გორში ეროვნული აკადემიის მსმენელებს შეხვდა08:33 PM - 29 January 2013

საქართველოს პრეზიდენტი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პირველი კურსის მსმენელებს შეხვდა. მიმართვისას, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების განვითარებისა და ეროვნული სამხედრო ტექნიკის წარმოების მნიშვნელობაზე,ასევე ეროვნული თავდაცვის აკადემიის როლზე ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს შეიარაღებულ ძალებში მსახური პრესტიჟული გახდა, ეროვნულ აკადემიაში ჩაბარება კი აბიტურიენტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია.
„ეს არის საზოგადოების მხრიდან ქვეყნის პრიორიტეტების ახლებური ხედვა... ღმერთმა არ ქნას, ისეთი სისტემა შევქმნათ, სადაც ჩვეულებრივი ქართველი დაიბადება, გაიზრდება და მოკვდება ისე, რომ შეხება არ ექნება შეიარაღებულ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowუმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას აღარ მიიღებს 07:16 PM - 24 January 2013

გორში, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის კომისიის სხდომა ხმაურის ფონზე წარიმართა. სხდომაზე ერთმანეთს უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები დაუპირისპირდნენ. კერძოდ, დაპირისპირება დარბაზში ზაქარია ქუცნაშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, როდესაც ის პარლამენტის მშენებლობაზე დახარჯული თანხის არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ საუბრობდა. მისი თქმით, ქუთაისში პარლამენტის დარჩენით უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძის დაინტერესება ბუნებრივია, რადგან იგი ქუთაისის მერი იყო. შეხვედრაზე გიორგი თევდორაძესთან ერთად, დეპუტატი აკაკი მინაშვილიც იმყოფებოდა, რომელმაც ქუცნაშვილის ამ განცხადებას რეპლიკებით უპასუხა. უმცირესობის წევრმა დეპუტატებმა შეხვედრა სწორედ ამის შემდეგ დატოვეს და განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას აღარ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowგორის სახალხო დარბაზისა და შიდა ქართლის გუბერნატორის შეხვედრა ხვალ აღარ შედგება11:12 PM - 23 January 2013

გორის სახალხო დარბაზის გამგეობა ხვალ დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით , გორის სახალხო დარბაზისა და პრეზიდენტის რწმუნებულის შიდა ქართლში, ანდრო ბარნოვის შეხვედრა ხვალ აღარ შედგება. შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში 24 იანვარს 17:00 ზე იყო დაგეგმილი.
,,დღეს დარბაზის წევრებმა ვიმსჯელეთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ობიექტური მიზეზების გამო, მიზანშეუწონლად მივიჩნიეთ ამ ეტაპზე მსგავსი შეხვედრის ჩატარება.“-ნათქვამია გორის სახალხო დარბაზის გამგეობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
read more იხილეთ სრულად
news arrowანდრო ბარნოვი რეგიონში დაფიქსირებული ინციდენტების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მიმართავს08:40 PM - 23 January 2013

შიდა ქართლის გუბერნატორი დავით მესროფაშვილის ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს გამოეხმაურა. ანდრო ბარნოვი ვითარების გასაცნობად კასპში ჩავიდა. გუბერნატორი საკრებულოს თავმჯდომარესაც შეხვდა და ინციდენტის თვითმხილველებსაც გაესაუბრა.
,, ეს ფაქტი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ადგილი აქვს ნაციონალური მოძრაობის წევრებზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას. ეს არ არის პირველი შემთხვევა ჩვენს მხარდამჭერებზე ზეწოლისა. 2 დღის წინ ჩვენი ადმინისტრაციის თანამშრომელის სახლში ღამით, ყოველგვარი ახსნა-განმარტებისა და ორდერის გარეშე სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს და ვერაფერი აღმოაჩინეს.დღეს კასპში საკრებულოს თავმჯომარეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩამოვედი კასპში რათა უკეთ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowკასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მის ცემაში ,,ოცნების" წარმომადგენელს ადანაშაულებს08:25 PM - 23 January 2013

პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ცემის ბრალდებით საკრებულოს ,,რესპუბლიკელი“ წევრი ვახტან პაპაშვილი დააკავა. ინციდენტი დღეს კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დასრულებისას მოხდა, რა დროსაც როგორც დავით მესროფაშვილი ყვება ფიზიკურად გაუსწორდნენ.
,,მოსახლეობას რაც აინტერესებდა პასუხი იმაზე გავეცი და სხდომა დასრულებულად გამოვაცხადე. გადიოდა ხალხი და ამ დროს გარედან მოისმა ხმაური. გავედი და ვიკითხე რა ხდებოდა და ვთხოვე ჩემი ოთახის შესასვლელი დაეტოვებინათ. შემოვბრუნდი და შემოვდიოდი ჩემ ოთხაში და ამ დროს მომხვდა ხელი.“-განმარტავს დავით მესროფაშვილი.
დავით მესროფაშვილი ნაციონალური მოძრაპობის წევრია. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowნიქოზში ,,რა?, სად?, როდის?“ გაიმართება11:52 PM - 22 January 2013

სოფელ ზემო ნიქოზის საჯარო სკოლის შენობაში 24 იანვარს, 14:00 სთ-ზე ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ნახევარფინალური შეხვედრაგაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოზარდი-ახალგაზრდები ადმინისტრაციული საზღვრისპირა სოფლებიდან. ღონისძიება ორგანიზებულია ნიქოზის სათემო ახალგაზრდული ორგანიზაცია „იმედის სხვისა“ და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობის” მიერ ევროკავშირისა და ავსტრიის განვითარების ფონდის დაფინანსებითა და ქეა საერთაშორისო კავკასიაში პარტნიორიბით რეგიონალური პროექტის “ქალთა შესაძლებლობების გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობისათვის” ფარგლებში პროექტი “სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მშენებლობისათვის ქალთა შესაძლებლობების განვითარება” ომის შედეგად დაზარალებულ სამხრეთ კავკასიის 20 თემში ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდემოკრატიის სკოლების მსმენელები ერთმანეთს თელავში დაგეგმილ კონფერენციაზე შეხვდებიან07:02 PM - 22 January 2013

28 თებერვლიდან 3 მარტამდე ნიმდის და ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ორგანიზებით თელავში გაიმართება დემოკრატიის სკოლების ერთობლივი კონფერენცია სოციალურ მეწარმეობაზე. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ დემოკრატიის სკოლის ახლანდელი თაობის წარმომადგენლები ყველა ქალაქიდან. კონფერენციაზე საინტერესო ქართველ სპიკერებთან ერთად უცხოელი ფასილიტატორები იქნებიან.
,,აღნიშნული კონფერენციით ბუნებრივად გავაძლიერებთ კავშირებს თელავის, ქუთაისის, გორის და ბათუმის დემოკრატიის სკოლებს შორის. რაც ყველაზე მთავარია, დემოკრატიის სკოლების საქმიანობაში შემოვა სოციალური მეწარმეობის თემატიკა. კონფერენციის შემდეგ ვიმედოვნებთ, რომ ამ მიმართულებით კონკრეტულ პროექტებს განვახორციელებთ თქვენთან ერთად.“ -აღნიშნავს NIMD-ის პროგრამის (ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის) ...
read more იხილეთ სრულად
news arrowსისხლის ჩაბარების აქციაში რეგიონებიდან პირველი შიდა ქართლი ჩაერთვება06:57 PM - 22 January 2013

15 თებერვალი ლეიკემიით დაავადებულთა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით იაშვილის კლინიკის ონკო-ჰემატოლოგიის დეპარტამენტში მყოფი ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად აქცია უკვე დაწყებულია, სახელწოდებით ,,გაიღე სისხლი-გადაარჩინე სიცოცხლე“ . აქციაში ჩართვის მსურველთა ასაკი 18 დან 65 წლამდე განისაზღვრება. დონორი არ უნდა იყოს B და C ჰეპატიტის ვირუსის მტარებელი, ასევე ბოლო 10 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს გადატანილი ჰეპატიტი (ბოტკინი), არ უნდა ღებულობდეს პრეპარატებს (ანტიბიოტიკები, არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24-36 საათის ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ლოქაბიძეების ოჯახს პრეზიდენტის საჩუქარი გადაეცა 04:37 PM - 18 January 2013




შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი გორში
მცხოვრებ ლოქაბიძეების ოჯახს ესტუმრა და  
პრეზიდენტის საჩუქარი
-
10 000 ლარი გადასცა. 
ოჯახის მცირეწლოვანი შვილი გიორგი ლოქაბიძე ცერებრალური დამბლითაა
დაავადებული
. 4 წლის გიორგის
სარეაბილიტაციო კურსის სრულად ჩატარებისთვის ოჯახის უფროსმა ვალერი ლოქაბიძემ,
რომელიც ავღანეთში

ჰელმანდის პროვინციაში მუხრან შუკვანის სახელობის სამხედრო ბაზაზე
მსახურობს, პრეზიდენტს დახმარების თხოვნით მიმართა. მე-12 ბატალიონის კაპრალის
ვალერი ლოქაბიძის ...

read more იხილეთ სრულად
news arrowშიდა ქართლის გუბერნატორმა ადგილობრივი პრობლემები საზოგადოებრივი დარბაზის წევრებისგან მოისმინა11:56 PM - 17 January 2013




დაახლოებით სამ საათს გაგრძლდა შიდა ქართლის გუბერნატორსა და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულ  საზოგადოებრივ დარბაზს შორის შეხვედრა, რომელიც
ანდრო ბარნოვის ინიციატივით  დღეს, გორში
ადმინისტრაციის შენობაში შდგა. შეხვედრა პრესის წარმომადგენლების თანდასწრებით
მიმდინარეობდა და გაცნობითი ხასიათისა იყო. 
საუბარი შეეხო  კერძო
ინიციატივებისა და  სხვადასხვა სფეროს
განვითარების ხელშეწყობის აუცილებლობას ერთბლივი თანამშრომლობით და საქმიანი
კავშირებით.
შეხვედრაზე გაჟღერდა ქართლის გლეხური
ღვინის ფესტივალის ორგანიზების, კერძო ინიციატივების ...

read more იხილეთ სრულად
news arrowშიდა ქართლის ახალი გუბერნატორი საზოგადოებასთან შეხვედრებს იწყებს09:24 PM - 16 January 2013

შიდა ქართლის ახლად დანიშნული გუბერნატორი ხვალ გორის მუნიციპალიტეტის
საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის წევრებს შეხვდება. შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იქნება. ანდრო ბარნოვს სურს
  დარბაზის წევრებისგან მიიღოს ინფორმაცია გორში
არსებული ვითარებაზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე, ასევე გააცნოს
საკუთარი ხედვები ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლებს.
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან
არსებული დარბაზი
  ერთი წლის წინ შეიქმნა.
მასში გაწევრიანებულნი არიან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის და
საზოგადოების ...

read more იხილეთ სრულად
news arrowსაზოგადოება ,,ბილიკი“ განათლების სამინისტროს ახალი წინადადებით მიმართავს11:43 PM - 15 January 2013

დღეს გორში პროექტის "ჩემს თავზე საუბარი" ფარგლებში ფოტო-გამოფენა მოეწყო. არტ-კაფეში წარმოდგენილი იყო პროექტის 4 მონაწილე ქვეყნის – საქართველოს, ჩეჩნეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის პარტნიორი ორგანიზაციების ბენეფიციარების მიერ გადაღებული ფოტოები. პრეზენტაციის შემდეგ საზოგადოებამ ორგანიზაცია- ,,ბილიკის“ მიერ მომზადებული 2 მოკლემეტრაჟიანი ფილმი იხილა, რომლებიც დღევანდელი რეალობის ამსახველ გარემოებებს გადმოსცემდა. მაყურებელთა შორის გორში მოქმედი აქტიური საზოგადოება, ფილმში მონაწილე მოზარდები და რეგიონში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იყვნენ. მოზარდებმა გადაღების პროცესები დეტალურად აღწერეს და კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში საზოგადოების დამოკიდებულება გაახმაურეს. დამსწრეთა განსაკუთრებული ყურადღება შეზღუდული ...
read more იხილეთ სრულად
news arrowშიდა ქართლის ახალი გუბერნატორი ადგილობრივი ბიუჯეტის გაზრდის საკითხს ფინანსთა სამინისტროსთნ დააყენებს03:18 PM - 15 January 2013

შიდა ქართლის რეგიონის ახალი გუბერნატორი დღეს ადგილობრივ ჟურნალისტებს შეხვდა. ანდრო ბარნოვმა მედიასთან საუბარი მათთან მჭიდრო ურთიერთობის პირობით დაიწყო. ბრიფინგის დასაწყისში მისი მუშაობის ზოგადი მიმართულებები გაახმაურა, შემდეგ კი ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. რეგიონის პირველმა პირმა ყურადღება გაამახვილა საკრებულოსა და გამგეობასთან აქტიურ თანამშრომლობაზე. ასევე აღნიშნა, რომ მის აპარატში საკადრო ცვლილებების განხორციელებას არ გეგმავს. ბრიფინგზე ბარნოვმა ადგილობრივი ბიუჯეტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის გამოყოფილი თანხით შეუძლებელია კონკრეტული საჭირო სამუშაოების შესრულება. ის აპირებს, რომ უახლოეს პერიოდში ეს საკითხი ფინანსთა სამინისტროსთან დააყენოს. ანდრო ბარნოვმა ...
read more იხილეთ სრულად
news arrow,,ლიახვის ხეობა“ დევნილი ახალგაზრდებისთვის ჟურნალისტიკის კლუბს ქმნის06:06 PM - 14 January 2013


2013 წლიდან ჟურნალი ,,ლიახვის ხეობა“ ახალი პროქტის განხორციელებას იწყებს. 18-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის, მათთვის ვინც დაინტერესებულია ჟურნალისტიკით და ფიქრობს, რომ საკუთარი შესაძლებლობების მედიის სფეროში მოსინჯოს, საშუალება ექნება სრულიად უფასოდ დაეუფლოს წერის პრონციპებს, შეისცავლოს ვიდეო და ფოთო ხელოვნება. შემდეგ კი მიიღოს ,,ლიახვის ხეობის“ სერტიფიკატი. ,,ჟურნალისტიკის კლუბის“ წევრების ნამუშევრებიდან (სტატიებიდან) შეირჩევა საუკეთესოები, რომლებიც პერიოდულად დაიბეჭდება ჟურნალში.
და რაც ყველაზე მთავარია, ყველაზე აქტიურ და ამ სფეროში გამორჩეული უნარ-ჩვევების მქონე კონკურსანტს ,,ლიახვის ხეობა“ ჟურნალში დასაქმების პერსპექტივას სთავაზობს. სპეციალური ტრენინგები, კვალიფიციური ...
read more იხილეთ სრულად
news arrowერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი 2013 წელს წეროვნის დევნილთა ჩასახლებაში შეხვდა04:01 AM - 1 January 2013

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი 2013 წელს წეროვნის დევნილთა ჩასახლებაში შეხვდა და დევნილებს ახალი წელი პირადად მიულოცა. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowგორის ქუჩებში დევნილებისთვის ნუგბარი და საახალწლო სათამაშოები გროვდება07:02 PM - 30 December 2012

2 დღის განმავლობაში ორგანიზაცია „ჩვენი სახლი – ახალი ინიციატივა“ სახალხო საქველმოქმედო ღონისძიებას განახორციელებს, ამ წუთებში მან ქალაქის ცენტრალური მოედნიდან აიღო სტარტი. საგანგებოდ საახალწლო თემატიკით გაფორმებულმა ავტომობილმა სწორედ ამ ადგილიდან დაიწყო მსვლელობა, რომელიც ქალაქის ქუჩებს მოივლის. ავტომობილის საბარგულზე მყოფი თოვლის ბაბუა და ფიფქია ქალაქის მოსახლეობას მიმართავენ და მთავარ მისიას გააცნობენ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრებთათვის ქალაქის მასშტაბით გროვდება ნუგბარი და სათამაშოები. თოვლის ბაბუას და ფიფქიას ჰყავთ დამხმარე პერსონალი, ელფების, ჯუჯებისა და სხვა ზღაპრული პერსონაჟების სახით, რომლებიც ...
read more იხილეთ სრულად
news arrowშიდა ქართლის დევნილთა სამმართველოს ახალი კადრი უხელმძღვანელებს08:04 PM - 18 December 2012


ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოში ახალი კადრის ოფიციალურად დამტკიცება უახლოეს დღეებში იგეგმება.-ეს ინფორმაცია ,,ლიახვის ხეობას“ თამაზ გვიმრაძემ მიაწოდა, რომელიც ამ ეტაპზე აღნიშნულ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებას ითავსებს. გვიმრაძე ამბობს, რომ სამმართველოს უფროსად მისი კანდიდატურა განიხილება და მას ამ თანამდებობაზე ოფიციალურად რამდენიმე დღეში დანიშნავენ.
,,დევნილთა პრობლემებს კარგად ვიცნობ, მე თვითონაც ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ვარ და 22 წელია სასტუმრო ,,ქართლში“ ვცხოვრობ .. ჩემი ოფიციალურად წარდგენის დღიდანვე შევუდგები იმ აქტუალური საკითხების ...
read more იხილეთ სრულად
news arrowცხინვალის დეფაქტო ხელისუფლებამ კირბალში მცხოვრები მოხუცი გაათავისუფლა05:10 PM - 18 December 2012


ერგნეთში დღეს სამუშაო ჯგუფის შეხვედრამდე, 11:30-სთ-ზე ოსურმა მხარემ ქართველებს 9 დეკემბერს დაკავებული მოხუცი გადასცა. გორის რაიონის სოფელ კირბალთან, რუსმა სამხედროებმა ე.წ. ოსეთის საზღვრის „უკანონო კვეთისთვის", ფიჩხის მოსაგროვებლად წასული, ამავე სოფლის მკვიდრი, 72 წლის გივი ჩხიკვაძე დააკავეს. შსს ანალიტიკური დეპარტამენტისა და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ოსურ მხარესთან ერთობლივი მოლაპარაკების შედეგად, ჩხიკვაძე ქართულ მხარეს უვნებლად გადმოეცა. ცხინვალის ციხეში კიდევ 10 მოქალაქე რჩება, რომელთა გადმოსაცემად ქართული მხარე შესაბამის მოლაპარაკებებს აწარმოებს. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowხანძრის შედეგად დაზარალებული დევნილები დროებით გორის სამხარეო პოლიციის ყოფილ შენობაში იცხოვრებენ05:07 PM - 18 December 2012


ხანძრის შედეგად დაზარალებული დევნილი ოჯახებს სპორტ-სკოლის შენობიდან გორის სამხარეო პოლიციეს ყოფილ შენობაში გადაიყვანენ, ამის შესახებ განცხადება დევნილთა სამინისტრომ გაავრცელა, რომლის მიხედვით, ,,ადგილობრივ ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, გორის საბავშვო ბაღის შენონაბაში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, დევნილთა სამინისტრო დროებით ყოფილი სამხარეო პოლიციის ადმნიისტრაციულ შენობაში გადაიყვანს. რაც შეეხება ხანძრის შედეგად დაზიანებულ შენობას, სამინისტრო მას რეაბილიტაციას ჩაუტარებს და მაქსიმალურად მოკლე ვადებში დევნილ მოსახლეობას რეაბილიტირებულ შენობაში დააბრუნებს.”
გორის მეთორმეტე საბავშვო ბაღს, ცეცხლი გუშინ გაუჩნდა, სადაც რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული დევნილები ცხოვრობდნენ. მეხანძრეები ...
read more იხილეთ სრულად
news arrowძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია დაიწყო07:24 PM - 25 November 2012


25 ნოემბრს ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეხვედრა გაიმართა. ორგანიზაციამ ,,ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ დევნილი ქალები შეკრიბა, რომლებიც პირად მაგალითებთან პარალელების გავლებით ომის შედეგად გამოწვეულ ძალადობაზე საუბრობდნენ. შეხვედრას ორგანიზაციის ხელმძღვანელი მანანა მებუკე უძღვებოდა. რომელმაც საზოგადოებას ძალადობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან ერთად ის საერთაშორისო დოკუმენტები შეახსენა, რომლებიც სწორედ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. დევნილმა ქალებმა 1991 და 2008 წლის კონფლიქტები გაიხსენეს, ამ პერიოდის გადმოცემა მათ ემოციების გარეშე დღემდე უჭირთ. აღნიშნული ორგანიზაცია ძალადობის ...
read more იხილეთ სრულად
news arrowჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე დიპლომატები გორში დევნილებს შეხვდნენ07:19 PM - 25 November 2012

ჟენევაში გასამართ მომდევნო რაუნდამდე მისი წევრები მოსახლეობას პირადად ხვდებიან და განსახილველი საკითხების ირგვლივ არსებულ ინფორმაციებს ადგილზე აგროვებენ.
ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციებისგან შემდგარი დელეგაცია დღეს კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში ადგილნაცვალ პირებს შეხვდა და მათი მოსაზრებები და პრობლემური საკითხები პირადად მოისმინა. შეხვედრას GARB-ის გორელი კორესპონდენტიც დაესწრო, რომელმაც ელჩებთან ექსკუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
დელეგაციის წევრებს, ძირითადად, ადგილობრივ მოსახლეობასთან დევნილთა ინტეგრაციის საკითხი, ცხინვალის რეგიონში დარჩენილ ადამიანებთან კომუნიკაციის და მიმოსვლის თემები აინტერესებდათ. საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მოსახლეობას ბოლო პერიოდში გავრცელებულ ამბავზეც ესაუბრნენ, რომლის მიხედვითაც ...
read more იხილეთ სრულად
news arrowვერხვების დევნილთა ჩასახლებაში საბავშვო ბაღი 25 დეკემბერს გაიხსნება09:24 PM - 23 November 2012

ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. სამუშაოები სწრაფი ტემპით, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიმდინარეობს. ამ დროისთვის უკვე ეზოს კეთილმოწყობა, ფასადების შეღებვა და სახურავის გადახურვა ხდება. როგორც სამუშაოთა მწარმოებელი ამბობს 25 დეკემბრისთვის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას ხელს არაფერი უშლის. ეს ის თარიღია, როცა დაქირავებულმა კომპანიამ დამკვეთს, ამ შემთხვევაში მუნიციპალური განვითარების ფონდს, ობიექტი ოფიციალურად უნდა ჩააბაროს.
,,-დილის 8 საათიდან შებინდებამდე ვმუშაობთ, ხშირად უფრო გვიანობამდეც, სამუშაოების ძირითადი ნაწილი თითქმის დასრულებულია. სამანქანო შემოსასვლელი კეთდება, რომელსაც თავისი ჭიშკარი ექნება. რამდენიმე დღეში კი უკვე სამღებრო სამუშაოებს ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილი მუნიციპალიტეტები მუშაობას გორში აგრძელებენ09:21 PM - 23 November 2012

ქურთის, ერედვის და თიღვის მუნიციპალიტეტების საკრებულოები და გამგეობები გორში ჭალის დასახლებაში ფუნქციონირებენ. ეკონომიკის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შენობა, რომელიც სამინისტროსთვის იყო განსაზღვრული, დევნილი მუნიციპალიტეტებს გადაეცა. 3 სართულიან შენობაში მეორე სართული თიღვის მუნიციპალიტეტს, მესამე კი ქურთასა და ერედვს დაეთმო.
დევნილ მუნიციპალიტეტებს ომის შემდეგ, გარკვეული დროის მანძილზე შენობაც არ ჰქონდათ. მცირე დროით თბილისის მერიამ ფართი მარჯანიშვილის გამზირზე, საპროექტოს შენობაში გამოუყო.
მუნიციპალიტეტების გორში გადასვლა მისაღები აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის ვინც ომის შემდეგ გორში დასახლდა. მუნიციპალიტეტების პარალელურად ძველ ოფისში აგრძელებს ფუნქციონირებას გორში სამინისტროს ...
read more იხილეთ სრულად
news arrowკოდის დევნილთა ჩასახლებას ახალი საბავშო ბაღი შეემატა02:10 PM - 11 November 2012

ბადრი ბასიშვილმა კოდის დევნილთა ჩასახლებაში ახლად აშენებული საბავშო ბაღი მოინახულა. ბაღი ფუნქციონირებას 1 დეკემბრიდან დაიწყებს, სადაც ხეობიდან დევნილი 20 ადამიანი დასაქმდება. კოდის დევნილთა ჩასახლებაში ხეობიდან დევნილი 440 ოჯახი ცხოვრობს.
ბასიშვილის განცხადებით კიდევ ერთი საბავშო ბაღი დეკემბრის ბოლოდან გორში ვერხვების დევნილთა ჩასახლებაშიც დაიწყებს 100 ბავშვზე ფუნქციონირებას, სადაც ხეობიდან დევნილი 30 ადამიანი დსაქმდება. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowერგნეთში სახლების რეაბილიტაციის პროცესი სავარაუდოდ ათ დღეში დაიწყება08:59 PM - 8 November 2012

ერგნეთში საცხოვრებელი სახლების აღდგენის პროცესი ომიდან 4 წლის შემდეგ იწყება. ამის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას დანიის ლტოლვილთა საბჭოს წარმომადგენლებმა აცნობეს, რომლის მიხედვით ახალწლამდე 50 სახლის აღდგენა მოხდება, დანარჩენი კი სავარაუდოდ გაზაფხულისთვის შეკეთდება. ერგნეთში მაცხოვრებლები თვლიან, რომ კატეგორიების მიხედვით სახლების რეაბილიტაცია სოფელში დაპირისპირებას გამოიწვევს. მათი აზრით ეს დახმარება ყველა დაზარალებულმა უნდა მიიღოს. სახლი, რომელიც აღდგენას აღარ ექვემდებარება ჩასახლებებში არსებული კოტეჯის მსგავსი ფართით შეიცვლება. შვეიცარიის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით დანიის ლტოლვითა საბჭომ ერგნეთში 50 სახლის რეაბილიტაციის შესახებ გადაწყვეტილება გასულ წელს მიიღო, ერგნეთში ...
read more იხილეთ სრულად
news arrowსაქართველოს პრეზიდენტმა ქუთაისში მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გახსნა12:50 PM - 22 October 2012

პარლამენტის წევრებს, მოწვეულ სტუმრებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მან სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების ცვალებადობა საქართველოსთვის ჩვეულებრივ ამბად უნდა იქცეს, როგორც ეს ევროპულ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ხდება. მიხეილ სააკაშვილმა დემოკრატიის განვითარების აუცილებლ
ობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მრავალეთნიკური ქართული საზოგადოების ინტერესების დაცვა თითოეული კანონმდებლის უპირველესი მოვალეობა უნდა იყოს. ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მზად არის ითანამშრომლოს როგორც მომავალ პრემიერ-მინისტრთან, ისე ახალ მთავრობასთან, მათ შორის, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის პროცესი.
საქართველოს პრეზიდენტმა ...
read more იხილეთ სრულად
news arrow მიხეილ სააკაშვილი გორში ამომრჩევლებს შეხვდა08:41 PM - 27 September 2012

...
read more იხილეთ სრულად
news arrow იურიდიული დახმარების სამსახური მოსახლეობის დახმარებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად გააგრძელებს08:39 PM - 27 September 2012


იურიდიულო დახმრების შიდა ქართლის სამსახური ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ბიუროს უფროსი გიორგი ჯეირანაშვილი განმარტავს, საუბრის თემა ძირითადად საადვოკატო მომსახურებას შეეხებოდა. შეთანხმების მიხედვით, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა ძირითადი მიმართულება ადამიანის უფლებების დაცვაა, მოსახლეობასთან ურთიერთკოორდინირებულად იმუშავებენ.
,,_მოგეხსენებათ ჩვენი სამსახურის ფუნქცია ამ ეტაპზე არასისხლისსამართლებრივ დარგებში მხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტის შედგენითა და უფასო იურიდიული კონსულტაციით შემოიფარგლება. აქვე გეტყვით, რომ 2012 წლის მონაცემებით საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს, სისხლის სამართლის საქმეებზე საადვოკატო დახმარების შედეგად 10-მდე საქმეზე იქნა გამამართლებელი განაჩენი ...
read more იხილეთ სრულად
news arrowიურიდიული დახმარების მიღება ,,ცხელი ხაზისა’’ და ონლაინ კონსულტაციის მეშვეობითაც შეიძლება08:37 PM - 27 September 2012

იურიდიული დახმარების მიღება მოსახლეობას სახლიდან გაუსვლელადაც შეუძლია. შიდა ქართლის იურიდიული დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ნებისმიერ მოქალაქეს იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეუძლია ,,ცხელი ხაზის“ (0370 27 9556) და საიტიდან( www.legalaid.ge) დაკავშირება სკაიპის მეშვეობით.
,,ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია დახმარება იურიდიულ საკითხებზე მიიღოს ტელეფონით ,,ცხელი ხაზის“ ნომერზე დარეკვით და ასევე ჩვენ საიტზე სკაიპის მეშვეობით. ჩვენი კონსულტანტი მისთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას და არცერთი დასმული შეკითხვა არ დარჩება უპასუხოდ.მინდა გითხრათ რომ ამ სერვისით აქტიურად სარგებლობს მოსახლეობის ნაილი არა მხოლოდ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდალი ხომერიკი შიდა ქართლში დევნილ მოსახლეობას შეხვდა04:40 PM - 13 September 2012


დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლებმა დევნილებთან შეხვედა კარალეთის ჩასახლებიდან დაიწყეს. მინისტრი რუსეთის აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა და კომპაქტურ ჩასახლებებში მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნო. დალი ხომერიკის პარალელურად მიღების საათები მინისტრის მოადგილემ, დევნილთა საკითხებში, ვალერი კოპალეიშვილმაც გამართა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თითოეული დევნილის მდგომარეობა, რათა მოხდეს მათი პირობების გაუმჯობესება. საცხოვრებელი ფართების უზრუნველყოფასა და დაკანონებასთან ერთად, სამინისტრო ზრუნავს ხელმისაწვდომ ჯანდაცვაზე და დასაქმების ხელშეწყობაზე“ - განაცხადა დალი ხომერიკმა.
მინისტრთან შეხვედრის და ინდივიდუალურად გასაუბრების საშუალება ...
read more იხილეთ სრულად
news arrowმიხეილ სააკაშვილი გორში 30 000-მდე მხარდამჭერს შეხვდა04:10 PM - 13 September 2012


მიხელ სააკაშვილი გორში ბარათაშვილის ძაგლთან დილიდან შეკებილ მოსახლეობას შეხვდა. ტრიბუნამდე ქვეყნის პირველი პირი მხარდამჭერებთან ხელის ჩამორთმევით გავიდა, ხალხი კი მას ტაშით და ოვაციით შეხვდა. ხალხის რაოდენობამ 30000-ს მიაღწია.
მიხეილ სააკაშვილმა წარსადგენი სიტყვა 2008 წლის აგვისტოს ომის გახსენებით გახსნა. გორელებს გმირი ხალხი, გორს კი მსოფლიო მასშტაბით ცნობილი ქალაქი უწოდა.
,,_ჩვენ გვაბრალებენ რუსეთთან ომს, თითქოს აი აქ ჩვენ ვყრიდით კასეტურ ბომბებს, ჩვენ ქალაქებს ჩვენ ვანგრევდით, ჩვენ მოსახლეობას ჩვენ ვდევნიდით. გორი მსოფლიომ გაიცნო, როგორც ნაომარი ქალაქი, მარამ ახლა ჩვენ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowშვედეთის მიგრაციის მინისტრი საქართველოში დევნილთა საცხოვრებელი პირობებით დაინტერესდა09:01 PM - 7 September 2012

7 სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები თამარ მარტიაშვილი და ვალერი კოპალეიშვილი შვედეთის მიგრაციისა და თავშესაფრის პოლიტიკის მინისტრს ტობიას ბილსტრომს შეხვდნენ. შეხვედრაზე მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის განვითარების შესახებ ისაუბრეს და მიმდინარე ღონისძიებები, გატარებული პოლიტიკის შედეგები და შემდგომი ნაბიჯები განიხილეს.

„საქართველო საკვანძო პარტნიორია რეგიონში. ის შედეგები, რასაც თქვენმა ქვეყანამ მიგრაციის ადმინისტრირების სფეროში მიაღწია, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. საქართველო ნამდვილად კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს და უმნიშვნელოვანესია, პარტნიორული ურთიერთობები მეტად განვითარდეს“, - აღნიშნა ტობიას ბილსტრომმა.

read more იხილეთ სრულად
news arrow დევნილების ხმა კრემლს: ,,არ შეეხოთ ხეობის სალოცავებს და წინაპართა საფლავებს"09:33 PM - 22 August 2012

ლიახვის ხეობის ,,მიწასთან გასწორების“ შესახებ გავცელებულ ინფორმაციას ცხინვალის რეჟიმის მხრიდან ხმამაღალი განცხადებები აღარ მოჰყოლია. სამაგიეროდ ამ საკითხზე საუბარი არ წყდება დევნილთა ჩასახლებებში. რუსული აგრესიის შედეგად ადგილნაცვალი პირები განსაკუთრებულ აქცენტს ისტორიულ ძეგლებზე აკეთებენ და მათი განადგურების შემთხვევაში უმძიმეს შედეგებს პროგნოზირებენ.
,,_ჩვენ, დევნილებმა ლიახვის ხეობაში საცხოვრებელი სახლების გარდა დავტოვეთ სალოცავები და მიცვალებულთა საფლავები. ჩვენთვის უდიდესი ტკივილია ჯერ ის, რომ დავკარგეთ ყველაფერი და ახლა ასეთი შემზარავი ინფორმაციის მოსმენა, რომ მალე ამ ჩვენს იმედსაც, რითიც ვცოცხლობთ, ფეხქვეშ გათელავენ. ჩვენ დარჩენილ სალოცევებს შორიდან ვევედრებით, ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილების დასაქმების პროცესი გრძელდება02:47 PM - 19 August 2012

ზემო არცევიდან დევნილი თეა დრიაევის 4 სულიანი ოჯახი 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ გორის პირველ საბავშვო ბაღში ცხოვრობდა, სადაც მათ მძიმე პირობებში უწევდათ ცხოვრება.
2012 წელის დასაწყისში თეას მის მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად რეაბილიტირებულ შენობაში 2 ერთოთახიანი ბინა საკუთრებაში გადაეცათ.
„ძალიან გახარებულები ვიყავით. ეს იყო ჩვენთვის უზომო სიხარული. სიტყვებით ვერ გამოვხატავ ამ ემოციებს. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი სახლი და საკუთარი ბინა გვაქს. ქუჩაში რიგით ხალხსაც მადლობას ვუხდიდი და ყველა გრძნობდა ჩემს სიხარულს“.
ქალბატონი თეა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით გორის რაიონის ...
read more იხილეთ სრულად
news arrowქართული სოფლების ნაცვლად პრეზიდენტი ლეონიდ თიბილოვი ინდუსტრიული ზონის მშენებლობას გეგმავს.09:55 PM - 15 August 2012

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა რუსულ გამოცემა "იზვესტიასთან" საუბარში განაცხადა, რომ ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარე ქართულ სოფლებს სახელწოდებები აღარ ექნებათ, ის აღარ იქნება დასახლებული პუნქტები და მოეწყობა სამრეწველო ზონები.
კონფლიქტის ზონაში ქართული სოფლები 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად განადგურდა. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ცნობით, უვნებლად გადარჩენილი რამდენიმე სახლი მხოლოდ თამარაშენშია შემორჩენილი, სადაც ახალი რაიონი - "მოსკოვსკი" უკვე აშენებულია. თიბილოვის თქმით, მათ უვნებლად დატოვეს ტაძარი სოფელ კეხვში. საცხოვრებელი სახლები კი, რომლებიც, ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, განადგურებული და დანგრეულია ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილი მოსახლეობის მძიმედ გასახსენებელი დღეები და მომავლის იმედით ცხოვრება01:01 PM - 9 August 2012


2008 წლის აგვისტო ყველაზე მძიმე გასსახსენებელი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც მაშინ საომარი მმოქმედებების უშუალო მხოლველნი გახდნენ. დევნილთა ჩასახლებებში დღეს 4 წლის წინანდელ მოვლენებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს და მშობლიური მხარის მიტოვების მძიმე მომენტები გაიხსენეს. თითოეულ მათგანს ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე საუბარი ემოციების გარეშე უჭირს.
,,_არც გვეგონა რომ ამდენი ხნით მოგვიწევდა ხეობიდან გამოსვლა, სროლები რომ აღარ ჩერდებოდა უბრალოდ ბავშვები გამოვარიდეთ და ვიფიქრეთ ჩაწყნარდება და შევალთთქო, მაგრამ წამოვედით და წამოვედით..ყველაფრის გარეშე, წვერიახოს მთიდან გადმოვედით და ერედვი ისე გამოვიარეთ კატა არ შემხვდრია, იმხელა სოფელი ...
read more იხილეთ სრულად
news arrowმიხეილ სააკაშვილი დევნილ მოსახლეობას ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესებას დაპირდა10:57 PM - 6 August 2012

კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში მიხეილ სააკაშვილს იძულებით გადაადგილებული პირები ტაშით და ,,მიშა, მიშას” ძახილით შეხვდნენ. ,,მე მიყვარს საქართველო”_ასეთი წარწერის მაისურებითა და კეპებით დევნილები კარალეთის ჩასახლების შესასვლელში სწორედ იმ ადგილას შეიკრიბნენ, სადაც რამდენიმე კვირის წინ ცნობილი ინციდენტი მოხდა. მიხეილ სააკაშვილს ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ. საქართველოს პრეზიდენტმა დევნილ მოსახლეობას გმირი ხალხი უწოდა და აღნიშნა რომ ,,თუ ვინმეს ომ გამოვლილი ხალხი ვაშლის ხის ქვეშ წამოწოლილ გლეხებად მიაჩნია” ჩემთვის და მთელი საქართველოსთვის ეს ადამიანები გმირები და ღირსეულნი არიან”_აღნიშნა ...
read more იხილეთ სრულად
news arrowშავშვების ჩასახლების დევნილებმა მოსავლის აღება დაიწყეს11:20 PM - 29 July 2012

გორის რაიონის სოფელ შავშვებში 100 ჰექტარზე დათესილი ხორბლის აღება მიმდინარეობს. ადგილზე 2 კომბაინი მუშაობს, რომლებიც დევნილებისთვის ხელისუფლების მიერ უსასყიდლოდ გამოიყო.,,მოსავლის აღების შემდეგ უნდა დავასაწყობოთ, იმის მიხედვით თუ რამდენი იქნება მთლიანობაში-გადავანაწილებთ შავშვების ჩასახლებაში მცხოვრებ ოჯახებზე, ჩემი ვარადუდით, ჰექტარზე 3 ტონა ხორბალს ველოდებით. თითოეულ ოჯახს დახლოებით 800 კგ-დან 1 ტონამდე შეხვდება.
1 წლის განმავლობაში ფქვილის პრობლემა მოხსნილი გვექნება. ომი იყო, ძალიან გაგვიჭირდა და გასული 3 წლისგან განსხვავებით, ჩვენი მცირე შემოსავლებიდან ფქვილისთვის თანხის გადანახვა აღარ მოგვიწევს. თვეში ერთი ტომარა ფქვილი მაინც გვინდა. ამჟამად ...
read more იხილეთ სრულად
news arrowვერხვების დევნილთა ჩასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო11:16 PM - 29 July 2012


ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივითა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მხადაჭერით ვერხვების დევნილა ჩასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობა საქართველოს პარლამენტის წევრმა ბადრი ბასიშვილმა დაათვალიერა. მშენებლობის პროცესში ვერხვების ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები არიან დასაქმებულნი.
,,_პროექტის მიხედვით 100 ბავშვზე გათვალისწინებულ საბავშვო ბაღს ვაშენებთ. უკვე ქვაბულის ამოღებას ვიწყებთ და რკინა-ბეტონის სამუშაოების შესრულებას შევუდგებით. სამუშაოებს სწრაფი ტემპით ვასრულებთ, ისე რომ წლის ბოლომდე, დათქმულ დროს დავასრულოთ. _აცხადებს სამუშაოების მწარმოებელი ზურა ბუჟღულაშვილი.
,,ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ მუშა ხელი ჩასახლებიდან აიყვანეს. ჩვენ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowზარდიაანთკარში მოსახლეობის დაბრუნება დაიწყო10:30 PM - 27 July 2012


,,ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელ ზარდიაანთკარში მოსახლეობას დაბრუნების უფლება მიეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს გამნაღმველთა ჯგუფებმა ტერიტორიის დათვალიერება უკვე დაასრულეს .
4 წლის შემდეგ ზარდიაანთკარში ელექტრო ენერგიის მიწოდება აღდგა და იწყება სოფლის გამრიცხველიანება.
მერეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ვასილ თევდორაშვილის ინფორმაციით, შემოწმდა ყველა ის მიტოვებული სახლი, რომელიც ქართულმა ოჯახებმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაცალეს და მოსახლეობას დაბრუნება უპრობლემოდ შეეძლება.
ზარდიაანთკარში მოსახლეობის დაბრუნების შესახებ შეთანხმებას მხარეებმა ერგნეთის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მიაღწიეს.
2008 წლის შემდეგ ბოლო ქართული საგუშაგო სოფელ მერეთში იყო ...
read more იხილეთ სრულად
news arrow დევნილები კოტეჯების ექსპლუატაციის ინსტრუქციებს გაეცვნენ10:28 PM - 27 July 2012


ბერბუკისა და ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებებში შეხვედრა მოეწყო, რომელსაც დევნილთა დასახლების ამხანაგობების თავმჯდომარეები, ამავე დასახლებაში საერთო ქონების მოვლა-პატრონობისათვის შერჩეეული ხელოსანთა ჯგუფები, გორის მუნიციპალიტეტის, ცენტრ ,,აფხაზეთისა" და ქემონიქსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
სპეციალურდ ამ შეხვედრისთვის გორში იმყოფებოდა პროგრამის მენეჯერი NORC-ის სათაო ოფისიდან რენე ჰენდლი
შეხვედრის მიზანს კოტეჯის ტიპის დევნილთა ჩასახლებებში არსებული შენობების მოვლა - ექსპლუატაციის ინსტრუქციების გაცნობა წარმოადგენს. ასევე საუბრის თემა შეეხო- ხელოსანთა ჯგუფების როლსა და საქმიანობების განსაზღვრას. მოხდა გამოვლენილი დეფექტების შეფასება, მარტივი ხარჯთაღრიცხვის შედგენა და საჭირო მასალების და შრომის იარაღების შერჩევა.
შეხვედრა ...
read more იხილეთ სრულად
news arrowგორში დევნილთა საცხოვრებელი ფართების დაკანონება დაიწყო10:21 PM - 27 July 2012


კოტეჯების დაკანონებიის პროცესი ვერხვებიის დევნილთა ჩასახლებიდან დაიწყო.
ამის შესხებ პრეზიდენტის შესაბამისი განკარგულება უკვე ძალაშია. როგორც ვერხვების ჩასახლების მამასახლისი ბესო კახნიაშვილი განმარტავს, „სახელმწიფო ქონების შესახებ" გამოცემულ დოკუმენტს დევნილები ეტაპობრივად ეცნობიან.
,,იმყოფებოდნენ დევნილთა სამინისტროდან წარმომადგენლები ვერხვების ჩასახლებაში, ჩაატარეს აქ მაცხოვრებელი დევნილების აღწერა და სურვილის გამოხატვის ნიშნად მოაწერინეს ხელი დაკანონების შესახებ დოკუმენტზე. ამ დროისთვის შესაბამისი საბუთების შეგროვება მიმდინარეობს ჩასახლებაში, რომელიც წარედგინება საჯარო რეესტრს და ყველა აქ მაცხოვრებელ ადგილნაცვალ პირს კოტეჯი საკუთრებაში გადაეცემა. ჯერჯერობით ეს პროცესი აქ მაცხოვრებელთა 30-მა ...
read more იხილეთ სრულად
news arrowბადრი ბასიშვილი კახი კალაძეს საჯაროდ ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს08:46 PM - 13 July 2012


ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი კარალეთის ჩასახლებაში გუშინ მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობას ,,ქართულ ოცნებას“ აკისრებს და კახი კალაძისგან საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს. მისი განცხადებით ომგამოვლილ მოსახლეობას კოალიციის წევრები იარაღით აშინებდნენ და დაპირისპირებაც ამის შემდეგ დაიწყო.
,,_მთლიან პასუხისგმეგბლობას ,,ქართულ ოცნებას“ და კახი კალაძეს ვაკისრებ, რომელმაც ასეულობით ზონდერ ბრიგადის წევრები შემოუსია მშვიდობიან მოსახლეობას, რომლებიც რუსული აგრესიის შედეგად არიან დაზარალებულები და კარალეთის ჩასახლებაში ცხოვრობენ. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მოსახლეობის მიმართ ასე არიან განწყობილნი, პირადად მე კადრებს დავაკვირდი და ვნახე, როგორ იღებენ იარაღს კალაძის ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილები ,,ქართულ ოცნებას“ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაწყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ08:42 PM - 13 July 2012


კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში მომხდარი ინციდენტის დროს 10 მდე დევნილი დაშავდა, მათ შორის არიან ქალებიც. დღეს ყველა მათგანი საავადმყოფოდან გაწერილია და მკურნალობას სახლში განაგრძობს. თუმცა ამობებენ, რომ ის პირები, რომლებმაც მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უნდა დაისაჯონ. მთავარ მოქმედ ფიგურად კი ადგილნაცვალი პირები კახი კალაძეს ასახელებენ და მას სხვადასხვა სახის ბრალდებებს უყენებენ.
სოფიო მელქუაშვილი(კარალეთის ჩასახლებაში მცხოვრები დევნილი): ,, თავიდანვე აგრესიით შემოვიდნენ. კახი კალაძემ მასხარად აგდება დაგვიწყო, სად ცხოვრობთ თქვე გაუნათლებლებო, სოროებში რომ შეგასახლესო და კიდევ ამ ხელისუფლების მადლიერები ...
read more იხილეთ სრულად
news arrow,,ქართული ოცნების“ წევრებმა კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში დევნილები სცემეს08:45 PM - 12 July 2012


კარალეთის ჩასახლებაში მომხდარი ინციდენტის შედეგად 10 მდე დევნილი სხეულის სხვა და სხვა დაზიანებით საავადმყოფოში არის მოთავსებული. მათ შორის არიან ქალებიც. ამ ეტაპზე ყველაზე მძიმე მდგომარეობაშია ორი მათგანია - 26 წლის გია მიდოდაშვილი და 34 წლის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ზურა კახნიაშვილი.
ქალაქის საავადმყოფოში მოთავსებულ გია მიდოდაშვილს ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს.
,,როგორც მახსოვს კამერის შტატივს მირტყამდნენ თავში,"- განაცხადა მიდოდაშვილმა
რაც შეეხება კახნიაშვილს, ის გორის კერძო კლინიკა ,,იავნანაში"-ა მოთავსებული. დაშავებულის მეუღლე ამბობს, რომ კახნიაშვილი სასეირნოდ ჰყავდა გამოყვანილი ...
read more იხილეთ სრულად
news arrowსოფელ ოსიაურში გაზიფიკაციის პროცესის დასრულება მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას პირადად აცნობა11:08 PM - 21 June 2012


საქართველოს პრეზიდენტი დღეს ხაშურის რაიონში იმყოფებოდა. მიხეილ სააკაშვილმა სოფელ ზემო ოსიაურში ახლადაშენებული გაზსადენი გახსნა. ქვეყნის პირველმა პირმა შეკრებილ მოსახლეობასაც მიმართა და მათ მიმდინარე და დაგეგმილი სოციალური პროგრამების შესახებ ესაუბრა.
,,მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა სახის სამუშაოები შესრულდა, ოსიაური ჩვენთვის მაინც პრობლემურ სოფლად რჩება. გზებს ვუყურებთ, წყლის პრობლემაა, სოფლის მოსახლეობის 70%-ს წყალი გრაფიკით მიეწოდება. ნაპირსამაგრების პრობლემა არსებობს მოგეხსენებათ ეს მდინარე როცა კალაპოტიდან გადმოდის ყველამ კარგად ვიცით რამხელა ზიანს აყენებს ხალხს.ეს საკითხები ზოგადად გადაჭრას საჭიროებს, მაგრამ დღეს ჩვენ სხვადასხვა პროგრამების გასაცნობათ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowერგნეთის შეხვედრაზე მხარეები პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ11:06 PM - 21 June 2012


ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. მანამდე კი ე.წ ნეიტრალურ ტერიტორიაზე რუსმა მესაზღვრეებმა ქართულ მხარეს ცხინვალში დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქე, გადასცეს. როგორც გაირკვა 55 წლის ზაზა თავაძე ბოლო 2 წლის განმავლობაში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე უკვე მესამედ გადავიდა. ოსურმა მხარემ მისი გათავისუფლება კეთილი ნების საფუძველზე განახორციელა. დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ საუბარი შეხვედრაზეც გაგრძელდა. ოსურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააყენა ორივე მხარეს ყველა დაკავებულის გაცვლის საკითხი პრინციპით - „ყველა ყველაზე“. ოსური ...
read more იხილეთ სრულად
news arrowუფასო იურიდიული დახმარება11:02 PM - 21 June 2012

იურიდიული დახმარების ბიურო ომის შედეგად დაზარალებულებს სამართლებრივ კონსულტაციებით ადგილზე ეხმარება
იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს კონსულტანდები დევნილებს სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის გადაწყვეტაში ეხმარებიან.
2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ დაზარალებული მოსახლეობა მრავალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა.
როგორც შიდა ქართლის უფასო იურიდიული დახმარების ბიუროს კონსულტანტები განმარტავენ, ადგილნაცვალი პირებისთვის დღემდე მოუგვარებელია უძრავი ქონების დარეგისტრირება-დაკანონების საკითხი.
,,სამართლებრივი კონსულტაციები არა ერთ მათგანს გავუწიეთ. აღმოჩნდა, რომ 2008 წლის შემდეგ, ნამდვილად არსებობდა იმის საჭიროება რომ მოსახლეობის ამ კონკრეტულ ფენას დაკარგული დოკუმენტების აღდგენაში და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში ...
read more იხილეთ სრულად
news arrowლტოლვილთა საერთაშორისო დღე გორში10:58 PM - 21 June 2012


მსოფლიოს ლტოლვილთა დღეს, რომელიც 20 ივნისს მთელ მსოფლიოში აღინიშნება, წელს გორში სხვადასხვა სახის ღონისძიებები მიეძღვნა. ადგილობრივმა ბავშვებმა მხატვარ დავით ბაძაღუასთან ერთად ახალბაღის პარკში კედელი მოხატეს მთავარი მესიჯით ,,ღირსეული ცხოვრება - ღირსეული დაბრუნების მოლოდინში“, სადაც სტუმრებმაც მიიღეს მონაწილეობა. ამის პარალელურად გაიმართა ფეხბურთის ჩემპიონატი შიდა ქართლის დევნილთა 9 დასახლებას შორის და მოეწყობა დევნილთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.
გვინდოდა იძულებით გადაადგილებული პირებისთვის შესაძლებლობა მიგვეცა მათი ბიზნეს შემოქმედების დემონსტრირება მოეხდინათ საზოგადოებისთვის. დრეს გამოფენილია სხვადასხვა სახის ნივთები, მათ შორის რბილი ავეჯის პროდუქცია ასევე სურსათი.დევნილებს ...
read more იხილეთ სრულად
news arrow,,სამხედრო აღლუმი ქუთაისში_2012“10:25 PM - 26 May 2012


დღეს, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტს, სამხედრო ძალების უმაღლეს მთავარსარდალს, მიხეილ სააკაშვილს პირადი შემადგენლობის აღლუმისათვის მზადყოფნა აღლუმის ხელმძღვანელი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი დევი ჭანკოტაძემ მოახსენა.პატაკის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი და აღლუმის პირადი შემადგენლობა ერთმანეთს სამხედრო წესით მიესალმნენ.
სამხედრო საზეიმო მსვლელობამდე შესრულდება რამდენიმე მუსიკალური ნომერი შესრულდა - ნიაზ დიასამიძე - „ჩვენ ავაშენებთ სახლს“, ნაციონალური ბალეტი სამხედრო ფორმებში - „ხორუმი“ და ზუმბა სიმღერა „აფხაზეთო“.
სახელმწიფო ჰიმნი ანა ხანჩალიანმა თავდაცვის სამინისტროს სასულე ორკესტრის თანხლებით შეასრულა..
სახელმწიფო ჰიმნის შემდეგ თავდაცვის ...
read more იხილეთ სრულად
news arrowმიხეილ სააკაშვილი - სანამ ადამიანები დევნილები არიან მე ვერ მექნება ჩემი სახლი09:56 PM - 26 May 2012


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში, პარლამენტის ახალ შენობაში პირველ, საზეიმო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ეკონომიკურ ვითარებაზე და დევნილების მდგომარეობაზე ისაუბრა.პრეზიდენტის თქმით, ქვეყანას ჯერ კიდევ ჰყავს დევნილები და ის თავს დევნილად თვლის.
"ჩვენ დღეს სიამაყით ავღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მაგრამ სანამ ადამიანები დევნილები არიან, მე ვერ მექნება ჩემი სახლი. თავს ვთვლი დევნილად და დარწმუნებული ვარ ასეა ჩემი მთავრობის უმეტესობა. ასე რომ რამდენადაც მახარებს ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება, იმდენად წუხილის და უკმაყოფილების საფუძველს მაძლევს, რადგანაც ყველა ვხედავთ რომ ქვეყანა წინ ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ნიქოზის ეკლესიაში მრევლი ცხინვალიდანაც გადმოდის09:52 PM - 26 May 2012


ყველა რელიგიურ დღესასწაულზე ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელ ნიქოზში დიდი სტუმრიანობაა. ნიქოზი-ცხინალის ეპარქია წირვა-ლოცვებს ნიქოზის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში აღავლენს. რაც შეეხება სახალხო ტრადიციას, მიუხედავად გაჭირვებისა მას თითოეული ოჯახი მისდევს. მცირე შემოსავლიან ოჯახსაც კი სპეციალურად ამ დღისთვის გარკვეული დანაზოგი აქვს რათა სოფელში ჩამოსულ სტუმარს უმასპინძლოს. ნიქოზელების განმარტებით, სტუმრიანობას ხელს არ უშლის სოფლის ადგილ-მდებარეობა და მრევლს შორის ხშირად ცხინვალში მაცხოვრებლებიც არიან.
,,_მიუხედავად მდებარეობისა და ცხინვალიდან გამუდმებული სროლის ხმისა, სოფელს განსაკუთრებით ამაღლების დღესასწაულზე უამრავი ადამიანი სტუმრობს. ეს სწორედ ის დღეა, როდესაც ხდება ნათესავების ...
read more იხილეთ სრულად
news arrow გორში მცხოვრებ რამდენიმე დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა09:47 PM - 26 May 2012


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა გორში, ყოფილ "სანტექმონტაჟის" კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებ დევნილებს ბინები საკუთრებაში გადასცა და საჯარო რეესტრის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერები დაურიგა.
ყოფილ "სანტექმონტაჟის" კოლექტიურ ცენტრში 1991 წლიდან აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილები მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ. 2010 წელს მოხდა შენობის რეაბილიტაცია და სხვადასხვა ავარიული ობიექტებიდან ოჯახების გადმოყვანა. საცხოვრებელი ფართები იმ დევნილ ოჯახებსაც გადაეცათ, რომლებიც ნათესავებთან ან ქირით ცხოვრობდნენ.
ობიექტის რეაბილიტაცია World Vision საქართველოს მიერ გაეროს დაფინანსებით განხორციელდა. სამინისტროს ორგანიზებითა და World Vision-ის დაფინანსებით ...
read more იხილეთ სრულად
news arrowომის შედეგად დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია ერგნეთში წლის ბოლომდე დასრულდება09:43 PM - 26 May 2012


აღდგენითი სამუშაოების დაწყება გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში რამდენიმე თვით გადაიდო.
ეს განცხადება ,,შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს" ჰუმანიტარული დახმარების ოფისის ხელმძღვანელმა გააკეთა.
მათიას ვაინგართის განცხადებით, მიმდინარეობს ტექნიკურ სამუშაოებამდე აუცილებელი დეტალების დაზუსტება და მომავალ ზამთრამდე ყველა სახლის გადახურვა დასრულდება.
,,ჩვენი პრიორიტეტია, მომავალ ზამთრამდე ომის შედეგად დაზარალებულ სოფელ ერგნეთში სახლების აღდგენა სრულად მოხდეს. რათა ხალხს ნორმალურად ცხოვრების საშუალება მიეცეს. იმ სახლებს, რომლებსაც ეს პროექტი მოიცავს სახურავი აქვს დაზიანებული, არ აქვს კარ-ფანჯარა და ამის გამო ბუნებრივია იქ ცხოვრება გაუსაძლისია. რამდენიმე თვეში ...
read more იხილეთ სრულად
news arrowოსური მხარე დაკავებულ 5 ქრთველს სავარაუდოდ ხვალ გაათავისუფლებს09:40 PM - 26 May 2012


ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა.
ქართულ მხარეს შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი წარმოადგენდა, ოსური მხრიდან კი შეხვედრას მერაბ ჩიგოევის ნაცვლად, რობერტ გაზაევი ესწრებოდა.
უტიაშვილის შეფასებით შეხვედრა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში კონსტრუქციულ ვითარებაში მიმდინარეობდა.
,,ჩვენ შეგვპირდნენ, რომ 5 დაკავებულს, მათ შორის საჩხერეში მცხოვრებ 4 მეჯონჯოლეს, რომლებმაც გადაკვეთეს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და კიდევ ერთ ადამიანს, რომელიც ერედვში გადავიდა დედამისის საფლავზე სანთლის დასანთებად, ხვალ დღის ბოლომდე გაანთავისუფლებენ ", - აცხადებს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ...
read more იხილეთ სრულად
news arrowქართველი და ოსი ქალები მშვიდობის მშენებლობის შესახებ საკუთარ მოსაზრებებს ბლოგის მეშვეობით გაცვლიან 10:29 PM - 17 May 2012

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში შეხვედრა მოეწყო. შეხვედრის მიზანს ბლოგის ,,ქალები ერთიანდებიან მშვიდობისათვის” პრეზენტაცია და ჩასახლებაში მცხოვრები ქალების მოსაზრებების გაცნობა წარმოადგენდა. პრეზენტაციას კარალეთის თემის მობილიზატორი ლარისა ქევხიშვილი და ჟურნალისტი ნინო ჩიბჩიური უძღვებოდნენ. თავდაპირველად საზოგადოებას პროექტის მიზნები და ამოცანები გააცვნეს, შემდეგ კი განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ უამბეს. ადგილნაცვალმა პირებმა ბლოგის არსებობა მნიშვნელოვნად შეაფასეს და აღნიშნეს, რომ მათი ჩართვა სამშვიდობო პროცესებში სოციალური ქსელის გამოყენებით, ეფექტური შედეგის მომტანი იქნება, ამის ხელშემწყობ ფაქტორად კი ჩასახლებაში ინტერნეტის არსებობის აუცილებლობა მიიჩნიეს
,,_ძალიან კარგი ...
read more იხილეთ სრულად
news arrowსაჯარო დისკუსია_ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თემაზე07:09 PM - 8 May 2012


გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე ინფორმაციის თავისუფლების ხელმისაწვდომობა.
შეხვედრას უძღვებოდა: სტუდია მონიტორის ჟურნალისტი - ნინო ზურიაშვილი. შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ ასევე შიდა ქართლის შემადგენლობაში შემავალი მუნიციპალიტეტების საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირები; სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები,ადგილობრივი მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები.
შეხვედრაზე ნაჩვენები იქნა სტუდია „მონიტორი“-ს მიერ გადაღებული ფილმი „მოგვეცით ინფორმაცია“, რომელიც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თემას ეხმაურება. ეს არის ჟურნალისტური გამოძიება იმის შესახებ, თუ რამდენად უჭირთ მედია საშუალებებს, მათ შორის,რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს, საჯარო ინფორმაციის მოპოვება. ხშირად, გარკვეული დაბრკოლებების გამო, ...
read more იხილეთ სრულად
news arrowპოლიციის დღე წელს გორში აღინიშნა06:51 PM - 8 May 2012


საქართველოს პრეზიდენტი პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრო, რომელიც 6 მაისს გორში გაიმართა. ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა აღლუმი ჩიაბარა და იქ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, სადაც პოლიციას დიდ ნდობას უცხადებენ და, ამ მაჩვენებლით ბევრ განვითარებულ სახელმწიფოს უსწრებს.აღლუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების თანამშრომლები და 5000 პოლიციელი იღებდა მონაწილეობას.
საქართველოს პრეზიდენტმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციის გარდაქმნის საქმეში შეტანილი წვლილისთვის სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ...
read more იხილეთ სრულად
news arrowერგნეთში გამართული დღევანდელი შეხვედრა მხარეებმა კონსტრუქციულად შეაფასეს10:42 PM - 30 April 2012


ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში, დღეს 22-ე შეხვედრა გაიმართა.მხარეებმა განიხილეს ბოლო დროს მომხდარი ინციდენტები, მათ შორის ქარელის რაიონში, სოფელ ტახტიძირის მახლობლად არსებული საძოვრებიდან მწყემსების გატაცების ფაქტი, რუსმა სამხედროებმა ორი მწყემსი, მამა-შვილი ბათიკაძეები გაიტაცეს თუმცა მათი დაბრუნება უკვე მოხერხდა. დღესვე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეგრეთ წოდებული გამყოფი ხაზის გასწვრივ არსებულ მიწის ნაკვეთებზე განაღმვითი სამუშაოები დაიწყება და მხარეები იქ შესული გამნაღმველების უსაფრთხოების გარანტიებს იძლევიან. ბოლო პერიოდში ახალგორის მიმდებარე ტერიტორიაზე არაერთი ნაღმი ამოქმედდა, რამაც მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლი გამოიწვია. უტიაშვილის ...
read more იხილეთ სრულად
news arrow პოლიციის აღლუმი 6 მაისს გორში გაიმართება10:38 PM - 30 April 2012


პოლიციის დღისადმი მიძღვნილი მასშტაბური აღლუმი თბილისისა და ბათუმის შემდეგ, მიმდინარე წელს გორში გაიმართება. ეს განცხადება დღეს შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ერგნეთში გააკეთა.

აღლუმს გორში ქვეყნის პირველი პირი ჩაიბარებს. გორის ცენტრალურ მოედანზე 6 მაისისთვის მზადება უკვე მიმდინარეობს და სათანადო კონსტრუქციებს დგამენ. პოლიციის აღლუმზე დედაქალაქიდან სხვა სტუმრებსაც ელოდებიან.

ღონისძიება გიორგობის დღესასწაულს და "გორიჯვრობას" ემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ 6 მაისი პოლიციის დღედ 2010 წელს გამოცხადდა. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowბაქრაძემ სურამში სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა 06:23 PM - 28 April 2012

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სურამში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა. პროექტის ფარგლებში წყლის ცენტრალური მაგისტრალი 32 კილომეტრიანი ახალი მილით შეიცვლება. განახლდება წყლის მომარაგების შიდა ქსელი, აშენდება სატუმბი-გადამქაჩი სადგური და მოეწყობა სათავე ნაგებობა. ასევე გათვალისწინებულია 2 რეზერვუარის მშენებლობა. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სურამის მოსახლეობა სასმელ წყალს 24 საათიან რეჟიმში მიიღებს. სამუშაოები დაახლოებით 12 თვეში დასრულდება. პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.
მოსახლეობასთან შეხვედრაზე ბაქრაძემ ჯანდაცვის პროექტებზე და სკოლების რეაბილიტაციის საკითხებზეც ისაუბრა. ...
read more იხილეთ სრულად
news arrow უფასო იურიდიული დახმარება რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულებს09:12 PM - 26 April 2012


,,დაკარგული დოკუმენტების აღდგენა” - ეს ის მთავარი საკითხია, რაზედაც იურიდიული დახმარება იძულებით გადაადგილებულ პირებს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ.
ამ მიზნით ომის შემდეგ, იურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიურომ სათანადო კონსულტაცია რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულებს ადგილზე გაუწია.
რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელის ინფორნაციით, მუშაობის შედეგად გამოიკვეთა, რომ საომარი მოქმედებების დროს დევნილთა უმრავლესობამ ვერ მოასწრო პირადობის მოწმობების გამოტანა.
ჩასახლებებში გასულ სპეციალურ ჯგუფთან იძულებით გადაადგილებული პირები ძირითადად დოკუმენტების აღდგენის შესაძლებლობებს კითხულობდნენ და შესაბამის კონსულტაციებს ღებულობდნენ.
,,ჩვენი სამსახურის ერთ-ერთი მიმართულება სწორედ ადგილნაცვალი პირებისთვის კონსულტაციების გაწევა გახლავთ. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowიძულებით გადაადგილებული პირის _ დევნილის მოწმობის ფორმა იცვლება09:10 PM - 26 April 2012


„იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებიდან გამომდინარე, იცვლება დევნილის მოწმობის ფორმა, კერძოდ: ,,იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის“ ნაცვლად, მოწმობას დაერქმევა ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა“. შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა „იძულებით გადაადგილებულ პირთა დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე~ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის №124 ბრძანებაში. ბრძანება შესაბამისობაში მოდის „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowმემორანდუმი „საქართველოს კარიტასისა“ და გორის საკრებულოს შორის08:57 PM - 26 April 2012


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა მონაწილეობა მიიღო „საქართველო კარიტასის“ და გორის საკრებულოს შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალში. პროექტის "შინმოვლის სამსახური ხანდაზმულთა და უნარშეზღუდულ პირთათვის გორის რეგიონში" მხარდაჭერის შესახებ სამმხრივ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელს აწერენ „საქართველოს კარიტასის“ გენერალური დირექტორი, პადრე ვიტოლდ შულჩინსკი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე. პროექტი ხორციელდება 2008 წლიდან ჩეხეთის კარიტასის და საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული მემურანდუმი ითვალისწინებს უზრუნველყოს თანამშრომლობა საქართველოს კარიტასსა და გორის თვითმმართველობას შორის. პროექტის ფარგლებში დახმარებას გაუწევენ, როგორც ...
read more იხილეთ სრულად
news arrowპრეზიდენტი ხაშურში08:52 PM - 26 April 2012


საქართველოს პრეზიდენტმა ხაშურში მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი და სიმბოლურად საძირკველში კაფსულაც ჩადო. პროექტს ქართულ-აზერბაიჯანული კომპანია inter Glass Ggeorgia ახორციელებს და მისი საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონი ლარია.
ქარხანაში უახლესი ტექნიკა დამონტაჟდება, რაც ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას უზრუნველყოფს. ქარხნის მშენებლობა 18 თვეში დასრულდება და წელიწადში 100 მილიონი მინის ნაწარმის გამოშვებას გეგმავს. საწარმოში 200 ადგილობრივი მოქალაქე დასაქმდება. წარმოებული პროდუქციით საქართველოს ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, ასევე საკონსერვო საწარმოები მომარაგდება. საწარმოს მესვეურები პროდუქციის ექსპორტირებასაც გეგმავენ და მიიჩნევენ, რომ უახლოეს ...
read more იხილეთ სრულად
news arrowიურიდიული დახმარების სამსახურის შიდა ქართლის ბიუროს 100-ობით ადმიანი მიმართავს10:25 PM - 11 April 2012


,,ჩვენი სამსახური, მოქალაქეების აქტიურობიდან გამომდინარე, რეგიონში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს“

ერთი კონკრეტული ოჯახის ისტორია და იურიდიული დახმარების ბიუროს მეშვეობით მოგებული სასამართლო პროცესები გორში. შიდა ქართლის უფასო იურიდიული დახმარების ბიურომ მხოლოდ 2012 წელს 130 სისხლის სამართლის საქმეზე განახორციელა ბრალდებულის ინტერესების დაცვა.

ნინო ჩიბჩიური , გორი

გორის რაიონში მაცხოვრებელი 29 წლის თამარ ნუსხელიძე 3 შვილის დედაა. ამბობს, რომ მეუღლესთან უთანხმოების შედეგად ოჯახი 4 წლის წინ დაენგრა. გარკვეული პერიოდის მანძილზე ბავშვებს უმამოდ, საკუთარი ხელფასით ზრდიდა. მას შემდეგ, რაც სკოლაში პედაგოგად ...
read more იხილეთ სრულად
news arrow‎,,სუხიშვილების" კონცერტი გორში ანშლაგით დასრულდა07:31 PM - 7 April 2012


გორში ქართველი მოცვეკვავის, საქართველოს ხალხური ცეკვის აკადემიური ანსამბლის დამფუძნებლის ილიკო სუხიშვილი უფროსის დაბადების დღე აღინიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მოცეკვავის მშობლიურ ქალაქს ილიკოს ოჯახის წევრები და ახლობლები სტუმრობდნენ. სტუმრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დილით სუხიშვილის ქუჩაზე ილიკო სუხიშვილის ბიუსტი ყვავილებით შეამკობეს და კიდევ ერთხელ გაიხსენებეს განუმეორებელ ქორეოგრაფი. დღეის მეორე ნახევარში კი გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში ,,სუხიშვილების“ კონცერტი გაიმართა. ანსამბლი გორელი მაყურებლის წინაშე ,,მემორიალური პროგრამით“ წარსდგა. ღონისძიებაზე დასწრება მხოლოდ მოსაწვევებით იყო შესაძლებელი. ხალხით სავსე დარბაზში ემოციებს ვერ მალავდნენ და ...
read more იხილეთ სრულად
news arrowსაქართველოს პრეზიდენტი სოფელ ბერბუკში რუსიტაშვილების ოჯახს ესტუმრა10:47 AM - 14 March 2012

საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ბერბუკში რუსიტაშვილების ოჯახს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ბერბუკში რუსიტაშვილების რვასულიან ოჯახს ესტუმრა. მიხეილ სააკაშვილი ამ ოჯახის პრობლემებით დაინტერესდა და ახალ ინიციატივებზე ესაუბრა. იგი იმ პროგრამებს შეეხო, რომლებიც 18 წლამდე მოზარდებისა და პენსიონერების ჯანმრთელობის დაზღვევას ითვალისწინებს და პროფესიული გადამზადებისა და დასაქმების საკითხებს მოიცავს. ერთ-ერთი მთავარი თემაც, სწორედ, სახელმწიფოს მხრივ მრავალშვილიანი ოჯახების თანადგომა იყო. პრეზიდენტის განცხადებით, ოჯახისთვის, რომელშიც 4 მოზარდი და 2 პენსიონერია, ეს პროგრამა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ დასაქმების საკითხი ხელისუფლებისთვის ...
read more იხილეთ სრულად
news arrowჟურნალ ,,ლიახვის ხეობას” მკითხველებმა_იმედის სხივი უწოდეს11:23 PM - 5 March 2012

გარკვეული რეორგანიზაციული პროცესების შემდეგ ,,ლიახვის ხეობა” მკითხველს დაუბრუნდა. 2012 წელს პიველი ნომერი ჟურნალის თანამშრომლებმა დევნილ მოსახლეობას პირადად გადასცეს. ჟურანალის მკითხველები რედაქციის ინიციატივით ვერხვების ჩასახლებაში, სპეციალურ შეხვედრაზე იყვნენ მიწვეულნი. ,,ლიახვის ხეობის” თანამშრომლებმა იმ სიახლეების შესახებ ისაუბრეს, რასაც მიმდინარე წელს დევნილთა ჩართულობისა და გააქტიურების მიზნით გეგმავენ. შეხვედრის პირველ ნაწილში საზოგადოებამ ჟურნალის რუბრიკებზე გაამახვილა ყურადღება. მათი სურვილის მიხედვით, ყველა ნომერში ამჟამად ოკუპირებული სოფლების ისტორიების ამსახველი მასალები დაიბეჭდება. ასვე სპეციალური რუბრიკა დაეთმობა რელიგიურ თემებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა ჟურნალი ,,ლიახვის ხეობა” დევნილი მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე ...
read more იხილეთ სრულად
news arrowცხინვალის ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა09:45 PM - 26 February 2012

ცხინვალის ციხიდან ხუთი პატიმარი გაიქცა, როგორც რუსული მედია იუწყება, ამის შესახებ დე-ფაქტო იუსტიციის მინისტრმა თამაზ დოგუზოვმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ციხიდან გაქცეული პატიმრები სისხლის სამართლის დანაშაულში, კერძოდ, ყაჩაღობაში იყვნენ ბრალდებულნი.
"ამჟამად პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მათი ძებნის ოპერაციას ატარებენ. ჩვენი ინფორმაციით, ისინი ცხინვალის ტერიტორიაზე იმყოფებიან. იმედი გვაქვს, მათ უკან დავაბრუნებთ", - განაცხადა ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო იუსტიციის მინისტრმა. მისივე თქმით, პატიმრები ციხიდან გუშინ გაიქცნენ. ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ,,ხსოვნის კვირეულს” რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული დევნილი მოსახლეობაც შეუერთდა10:02 PM - 24 February 2012

გაზეთ ,,პრაიმტაიმის” ინიციატივითა და ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით დღეს ვერხვების ჩასახლებაში წითელი ყაყაჩოების აქცია მოეწყო. ცხინვალის რეგიონიდან დევნილები ოკუპაციის კვირეულს შეუერთდნენ და სოლიდარობის ნიშნად წითელი ყაყაჩოს სამკერდე ნიშანი დაიმაგრეს. მათ დღეს 2008 წლის აგვისტოც გაიხსენეს და აღნიშნეს, რომ რუსული აგრესიის პოლიტიკა მათ ყველაზე კარგად იციან რადგან ეს მეზობელი ქვეყნიოსაგან საკუთარ თავზე განიცადეს. როგორც ადგილნაცვალი პირები ამბობდნენ, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ სამშობლოსთვის დაღუპული ყველა გმირის ხსოვნისადმი პატივის მიგება თაობიდან თაობას გადაეცეს.
...
read more იხილეთ სრულად
news arrowშიდა ქართლში მცხოვრებ დევნილებს გაზის ქურები გადაეცათ02:39 PM - 12 February 2012

შიდა ქართლის გუბერნატორის გიორგი ტატიშვილის და ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის ინიციატივით და ორგანიზებით 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ, ლიახვის ხეობიდან დევნილ ოჯახებს საჩუქრად გაზის ქურები გადაეცათ. ქურები იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გუბერნატორმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა კარალეთის ჩასახლების დევნილებს დღეს თავად მიუტანეს. კარალეთის ჩასახლების გარდა გაზის ქურები გადაეცემათ შავშვების და ბერბუკის ჩასახლებაში მცხოვრებ ოჯახებსაც. ეს ის ჩასახლებებია, რომლებიც ბუნებრივი აირით მარაგდება. ხელისუფლების საჩუქარს რეგიონის ტერიტორიაზე მცხოვრები 900 დევნილი ოჯახი მიიღებს. აღნიშნულ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowქურდობა წეროვანში 06:34 PM - 19 January 2012


მცხეთის რაიონში არასამთავრობო ორგანიზაციის ოფისი გაქურდეს. როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელი და თავმჯდომარე ნანა ჩქარეული ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაციის „უკეთესი მომავლისთვის“ კუთვნილი საკმაოდ ღირებული საოფისე ავეჯი და ინვენტარი უკვე 3 წელია რაც დევნილთა წეროვანში ერთ–ერთ კოტეჯშია განთავსებული და მიუხედასვად იმისა, რომ დღემდე მას დარაჯი არ ჰყოლია, მისი ქურდობის ფაქტი არ დაფიქსირებულა. ამ რამდენიმე დღის წინ კი დილის საათებში მისულ ნანა ჩქარეულს კარი გატეხილი და ოფისი გაქურდული დახვდა. ოფისიდან 7 პროცესორი წაიღეს. შემთხვევის ადგილზე მცხეთის პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. საქმე საგამოძიებო განყოფილებას გადაეცა. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowგორის თეატრმა უნარშეზღუდულ პატარებს უმასპინძლა10:33 PM - 18 January 2012


გორის გ. ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში საახალწლო წარმოდგენები დასრულდა. სპექტაკლი ,,მოპარული ახალი წელი” უნარშეზღუდულმა პატარებმა ნახეს 24 ასეთი ბავშვი გორის თეატრალური დასის ინიციატივით იქნა მიწვეული. სპექტაკლის დასასრულს ზღაპრის გმირები პატარებთან უშუალოდ მივიდნენ, გაესაუბრნენ, მათთან ერთად ფოტოები გადაიღეს და საახალწლო საჩუქრებიც გადასცეს.
,,_ძალიან მოგვეწონა. სპექტაკლიც და მონაწილეებიც.მინდა, რომ ხშირად წამომიყვანონ ხოლმე ასეთ ზღაპრებში. დიდი მადლობა ყველას”-ამბობს 10 წლის ნიკა.
რაც კი გვითამაშია ამ ახალი წლის პერიოდში ეს ყველაზე ამაღელვებელი დღე იყო და საოცარი შეგრძნება, როცა ამ პატარების ბედნიერ ...
read more იხილეთ სრულად
news arrow‎6 წლის სალომე დახმარების მოლოდინშია10:29 PM - 18 January 2012


სალომე ყიფშიძეს გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება გერმანიაში. ის ზუსტად ერთი წლის წინ უგონოდ გახდა და მხოლოდ მაშინ შეიტყვეს მშობლებმა, რომ გოგონას ღვიძლის ფიბროზი ჰქონდა. როგორც ექიმებმა განმარტეს მისი გადარჩენა მხოლოდ ღვიძლის გადანერგვას ექვემდებარება.როგორც გაირკვა გამოკვლევისთვის დაახლოებით 7000 ევრო, ღვიძლის გადანერგვისთვის კი 50 000 ევროა საჭირო. პატარა სალომე დედისერთაა. მშობლებს გადაადგილება უჭირთ, ისინი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები არიან. ყიფშიძეები საზოგადოებას თანადგომას სთხოვენ.. ოჯახის მდგომარეობით თავდაპირველად ,,ცხოვრების შანსი“-ს პროექტის მენეჯერი ლელა ეხვაია დაინტერესდა. შემდეგ კი ინფორმაცია ადგილობრივ საზოგადოებასა და არამსამთავრობო სექტორში გაავრცერლა ...
read more იხილეთ სრულად
news arrowლურსმანაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ადგილობრივმა ხელისუფლებამ საცხოვრებელი სახლი აჩუქა07:46 PM - 13 January 2012

ლურსამანაშვილების რვაშვილიან ოჯახს ადგილობრივმა ხელისუფლებამ საცხოვრებელი სახლი აჩუქა. შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ტატიშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა დღეს ლუსმანაშვილებს ახალმოსახლეობა და ძველით ახალი წელი მიულოცეს და საოჯახო ინვენტარის გადაცემასაც დაპირდნენ.
გუბერნატორმა ოჯახის უმცროს ვაჟს 17 წლის პერსპექტიულ მოკრივეს ალეკო ლურსმანაშვილს წარმატებები უსურვა და მისი მიღწევებით დაინტერესდა. ალეკო ლურსმანაშვილმა გასულ წელს საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა კადეტებში და ახალგაზრდებში. ის არის აკაკი კაკაურიძის საერთაშორისო ტურნირის და ბაქოში გამართული დიდი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი, 2012 წელს კი ევროპის და მსოფლიო პირველობაზე გამოსვლას გეგმავს.
read more იხილეთ სრულად
news arrowმიხეილ სააკაშვილმა გორში ახალი საავადმყოფო გახსნა10:11 AM - 12 January 2012


საქართველოს პრეზიდენტმა ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროგრამის ფარგლებში გორში ახალი საავადმყოფო გახსნა. მიხეილ სააკაშვილი კვერნაკის დასახლებაში მდებარე სამედიცინო დაწესებულების შენობასთან შეკრებილ მოსახლეობასაც შეხვდა და კონკრეტულ საკითხებზე განცხადებებიც გააკეთა.
"მივესალმები ამ საავადმყოფოს გახსნას, რადგან ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რათა გორში ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვა გვქონდეს. მეორე საავადმყოფო, რომელიც აქ არსებობს, ისიც გარემონტდება. საერთოდ, ჩვენ გორთან დაკავშირებით ძალიან დიდი პროგრამები გვაქვს - გორის ცენტრის გალამაზება, ფაქტობრივად, ხელახლა აშენება, გორის ტურისტულ ცენტრად გადაქცევა, გორისჯვრის გზის მშენებლობა, რაც თქვენი თხოვნაა, ასევე გორის სტადიონის აღდგენა და საერთაშორისო ...
read more იხილეთ სრულად
news arrow,,ზღაპრების ზარდახშა“ 09:25 PM - 6 January 2012


2-დან 10 -იანვრის ჩათვლით გორის გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი პატარებს საახალწლო ღონისძიებით მასპინძლობს. ახალი წლის გადასარჩენად მიუზიკლში ჰაკერი ბებო, ბუტია ბიჭი, წკაპუნა თაგვი, თოვლის ბაბუა და ფიფქია იბრძვიან. მათ წინააღმდეგ კი ცოლ-ქმარი, ბულუმუღუნ დევი და მელა-მუზმუზელა მოქმედებენ. თუმცა დარბაზში შესვლამდე პატარებს თეატრის ფოიეშივე ზღაპრული სანახაობა ხვდებათ, რომლის მონაწილეები პერსონაჟებთან ერთად თავადაც ხდებიან. აღნიშნულის შესახებ გორის სამხატვრო ხელმძღვანელმა ინფორმაცია, ექსკლუზიურად ჟურნალ ,,ლიახვის ხეობის“ საახალწლო ნომერში გააჟღერა.
,,_ ახალი წლის დღეებში თეატრში მისული მაყურებელი თავს წარმოდგენის გმირად იგრძნობს.სპეკტაკლის ჩვენება ...
read more იხილეთ სრულად
news arrow,,ხალხის გაზეთი ცრუობს”11:27 PM - 24 December 2011


კარალეთის ჩასახლებაში დევნილების გარკვეული ნაწილის გაღიზიანება ,,ხალხის გაზეთში” გამოქვეყნებულმა სტატიამ გამოიწვია, სადაც მათი სახელი, როგორც თავად ამბობენ დეზინფორმაციების შემცველ ინტერვიუებშია გამოყენებული.
ოთარ ასკილაშვილი ამბობს, რომ ,,ხალხის გაზეთის” ჟურნალისტებთან მსგავსი განცხაება არ გაუკეთებია და არც შეშით მომარაგება უთხოვია, უფრო მეტიც აღნიშნავს, რომ მაშინ, როდესაც ჩასახლებაში ბუნებრივი აირი არსებობს შეშით მომარაგებას აღარ საჭიროებენ, სტატიის მიხედვით კი ასკილაშვილის სახელით დაწერილია, რომ ეს პიროვნება ხელისუფლებას ...
read more იხილეთ სრულად
news arrowხაშურში ჩასახლებულმა დევნილებმა საახალწლო ამანათები მიიღეს07:29 PM - 24 December 2011

საქართველოს პარლამენტის წევრის სერგო ქიტიაშვილის და შიდა ქართლის გუბერნატორის გიორგი ტატიშვილის ინიციატივით, ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩასახლებულმა დევნილებმა საახალწლო ამანათები მიიღეს. პარლამენტის წევრმა და გუბერნატორმა იძულებით გადაადგილებულებს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები პირადად გადასცეს.
სასაჩუქრე პაკეტი, რომლის შემადგენლობაშიც სხვადასხვა სახეობის პროდუქტი და ტკბილეულია, ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებმა 346 დევნილმა ოჯახმა მიიღო. მათ შორის არიან როგორც 2008 წლის აგვისტოს ომით დაზარალებულები, ასევე აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომის პერიოდის დევნილები.
დღესვე სერგო ქიტიაშვილმა ხაშურში მცხოვრებ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowქართველმა და ოსმა ახალგაზრდებმა მოლდოვაში ურთიერთობის პერსპექტივებზე იმსჯელეს11:40 PM - 20 December 2011


ერთ კვირიანი სამუშაო შეხვედრა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში, ქართველ და ოს ახალგაზრდებს შორის დასრულდა. ამ პერიოდის განმავლობაში ცხინვალელ კოლეგებთან ყველა იმ აქტუალური თემის განხილვა მოხდა, რაც ხელს უშლის მხარეების ურთიერთობას და მათ მშვიდობიან კავშირს. შეხვედრას ამჯერად ახალგაზრდა ფასილიტატორები დამოუკიდებლად უძღვებოდნენ. ორივე მხრიდან 2-2 წარმომადგენელი სხვადახვა სახის აქტივობებით თუ დავალებებით, ჯგუფის წევრებს შორის დიალოგის წარმართვასა და უკეთ გაცნობას ცდილობდა. ქართული და ოსური მხრიდან წარმოდგენლი დანარჩენი 4-4 წევრი სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანები იყვნენ. გამართულ შეხვედრაში მონაწილეობას ჟურნალ ,,ლიახვის ხეობი“-ს რედაქტორი ნინო ...
read more იხილეთ სრულად
news arrowსოფელ სკრის დევნილთა ჩასახლებაში სათბობი ბრიკეტი დარიგდა06:15 PM - 10 December 2011


ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის ინიციატივით სკრის დევნილთა ჩასახლებაში ხის სათბობი ბრიკეტი ჩაიტანეს. აღნიშნული პროგრამა შიდა ქართლის ადმინისტრაციისა და ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის ფარგლებში სკრაში 20 ტონა ბრიკეტი ჩაიტანეს, რომელიც დასახლებაში მცხოვრებ 86 ოჯახზე გადანაწილდა, გადანაწილების პროცესში ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიიღეს მონაწილეობა. თითოეულ ოჯახზე 300 კილო ბრიკეტია გათვალისწინებული. იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ აღნიშნული დახმარება მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,რადგან მიმდინარე წელს ნაადრევად მოსულ თოვლს ...
read more იხილეთ სრულად
news arrowადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე გორში06:06 PM - 10 December 2011


10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებულო შეხვედრას დღეს გორში საინფორმაციო ცენტრმა უმასპინძლა. ორგანიზაციამ ,,ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის” დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ადამიანის უფლებებზე ისაუბრეს. როგორც პროექტის ორგანიზატორმა, მანანა მებუკემ აღნიშნა, ახალი თაობის ჩართულობა ამ თემაზე საკმაოდ მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე დღევანდელ შეხვედრაზე უმრავლესობას სწორედ სტუდენტები წარმოადგენდნენ. შეხვედრაზე დებატების მთავარ თემას განათლების რეფორმები წარმოადგენდა. ღონისძიება 3 საათზე მეტხანს გაგრძელდა. აღნიშნული ორგანიზაცია ამ მიმართულებით საზოგადოების ჩართულობის მიზნით აქტიურ მუშაობას სამომავლოდაც ...
read more იხილეთ სრულად
news arrow,,ლიახვის ხეობის” ჟურნალისტმა კონკურსში გაიმარჯვა06:00 PM - 10 December 2011


არასამთავრობო ორგანიზაცის ,,კოალიცია სამართლიანობისთვის” მიერ გამოცხადებულ კონკურსში ,,ლიახვის ხეობის” ჟურნალისტი პირველი ადგილის მფლობელი გახდა. ნინო ჩიბჩიურის საკონკურსო ნამუშევარი დევნილთა დაბრუნების უფლებას და მათი განხორციელების პერსპექტივებს ეხებოდა. ის ნომინაციისთვის ,,საუკეთესო სიუჟეტის ავტორი დევნილების უფლებების დაცვის სფეროში“ ფულადი ჯილდოებით და სიმბოლური პრიზებით დააჯილდოვეს.
ნინო ჩიბჩიური(ჟურნალისტი): ,,_როდესაც დავიწყე საკონკურსო სიუჟეტზე მუშაობა, დევნილთა ჩასახლებებში გარკვეული სახის გამოკითხვაც ჩავატარე. აღმოჩნდა, რომ იძულებით გადაადგილებულ პირთა ნაწილი საკუთარი უფლებების შესახებ არაინფორმირებულია. მე ვფიქრობ, რომ ასეთი კონკურსები განსაკუთრებით ამ მხრივაა ...
read more იხილეთ სრულად
news arrow შიდა ქართლის სამაშველო სამსახური საახალწლოდ საგანგებო რეჟიმზე გადადის09:49 PM - 5 December 2011


შიდა ქართლის რეგიონის სამაშველო სამსახური 20 დეკემბრიდან საგანგებო რეჟიმზე გადავა. ამის შესახებ ,,ლიახვის ხეობას“ სამსახურის ხელმძღვანელმა კახაბერ ლომიძემ განუმარტა.
,,15 იანვრის ჩათვლით მუშაობის საგანგებო რეჟიმზე ვიქნებით გადასულები. მთელი სამსახური მობილიზებული იქნება და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება დაგვიკავშირდეს დასახმარებლად.“
სამაშველო სამსახური გორში მეორე წელია ფუნქციონირებს. ახალი წლის დღეებში როგორც მისი წარმომადგენლები განმარტავენ განსაკუთრებით ავარიულ სიტუაციებში უხდებათ გასვლა. ხშირია ასევე ბინებში კარის ჩაკეტვის შემთხვევები. ასეთივე გრაფიკით უწევთ მუშაობა, ისეთ სასიცოცხლო დანიშნულების მქონე ობიექტებს, როგორიცაა სახანძრო, სასწრაფო დახმარების სამსახურებს და სამშობიარო ...
read more იხილეთ სრულად
news arrowგორის თეატრი საახალწლო ღონისძიების მოწყობას ზღაპრულ გარემოში გეგმავს 09:33 PM - 5 December 2011

გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი,მაყურებელს გრანდიოზულ საახალწლო წარმოდგენას ჰპირდება. სამზადისის შესახებ ჟურნალ ,,ლიახვის ხეობას“ ექსკლუზიურად გაუმხილეს. ახალი წლის დღეებში თეატრში მისული მაყურებელი თავს წარმოდგენის გმირად იგრძნობს. სპეკტაკლის ჩვენება დერეფნიდანვე დაიწყება. ბავშვებს შესვლისთანავე სხვადასხვა ზღაპრის გმირი შეეგებება და დარბაზისკენ გაუძღვება. წითელქუდას, მგლის, ფიფქიასა და კიდევ უამრავი სხვა გმირის ფორმაში გამოწყობილი მსახიობები ამის შემდეგ მაყურებლის გახალისებას სცენიდან განაგრძობენ.
გორის თეატრალური დასი 37 მსახიობისგან შედგება. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი თეატრალურ სეზონში. ერისთავის სახელობის თეატრისთვის 2011 წელი განსაკუთრებით აქტიური ...
read more იხილეთ სრულად
news arrowგორში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნა10:21 PM - 25 November 2011


დღეიდან ,,ძალადობის წინააღმდეგ” 16 დღიანი საერთაშორისო კვირეული დაიწყო. ამ თემაზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში მრგვალი მაგიდა მოეწყო. შეხვედრაზე რეგიონის მასშტაბით დაფიქსირებული ძალადობის ფაქტები განიხილეს. ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ქეთი ბებიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას, რომელთა შორის არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები იყვნენ, მონიტორინგის ანგარიში წარუდგინა, რომლის მიხედვით, შიდა ქართლის რეგიონში ამ კუთხით 175 გასვლითი შეხვედრა გაიმართა. 2346 კონსულტაცია იქნა გაწეული. 15 მრგვალი მაგიდა ოჯახში ძალადობის საკითხის განხილვას მიეძღვნა. ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, ამ მხრივ მუშაობამ გარკველი შედეგიც გამოიღო, რაც ბენეფიციარებში საკუთარი უფლებების შესახებ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowწმ. გიორგის დღესასწალზე დევნილებმა ,,გერის” სალოცავის ნიში მოილოცეს04:21 PM - 25 November 2011


ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში არსებულ სამლოცველოს კედლებში მე–10 საუკუნით დათარიღებული ქვებია ჩაყოლებული,რომლებიც სოფელ გერიდან ჩამოიტანეს. ადგილნაცვალი პირებისთვის ეს ნიში გერის წმ. გიორგის სახელობის მთავარ ეკლესიასთან ასოცირდება, რომელიც ამჟამად ოკუპირებულია. გიორგობის დღესასწალზე დევნილებმა სწორედ ჩასახლებაში არსებული ნიში მოილოცეს. ამბობენ, რომ რელიგიურ დღესასწაულებზე ხეობელებს განსაკთრებული ტრადიციები ჰქონდათ, რომელთა გაგრძელებას დევნილობის პერიოდშიც ცდილობენ. სოფელი გერი, სადაც წმ. გიორგის სახელობის დიდი ეკლესიაა, პატარა ლიახვის ხეობაში მდებარეობს. იქაური მოსახელეობის თქმით, ომამდე გერის სალოცავი, ქართველი და ოსი ხალხის ერთად ლოცვის ადგილი იყო. გარდა ლიახვის ხეობის მოსახლეობისა, ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდიმიტრი მედვედევის სიტყვებს დევნილებმა ,,აღიარებითი განცხადება” უწოდეს04:16 PM - 25 November 2011

დისევიდან დევნილმა გიუნაშვილებმა მედვედევის განცხადება ტელევიზიით შეიტყვეს. მათთვის რუსეთის პრეზიდენტის მიერ გახმაურებული ამბავი, 2008 წლის ომის დაწყების თაობაზე მოულოდნელი სულაც არ ყოფილა. ამბობენ, რომ ის რაც მედვედევმა განაცხადა 3 წლის წინ უშუალოდ ნახეს. მათ ისიც გაიხსენეს, როგორ ემზადებოდა რუსეთი ომის დასაწყებად და ამის არგუმენტად 2008 წლის ივლისში, ცხინვალიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოჰყავთ.
ვალერი გიუნაშვილი(დევნილი): რაც თქვა ისედაც ვიცოდით, რომ ომი დაიწყო რუსეთმა. მედვედევმა და პუტინმა საქართველოს განადგურება ჩაიფიქრეს და ეს აგრესია ჩვენ თვითონვე ვნახეთ 3 წლის წინ. ნატოს გარეშე ქართველი ...
read more იხილეთ სრულად
news arrowრა შეიცვლება მარიონეტების გადანაცვლებით ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში 06:12 PM - 24 November 2011



ავტორი: ია თინიკაშვილი

რამდენად სერიოზულია ოკუპაციის პირობებში არჩევნების ჩატარება, ეს რა თქმა უნდა მთავარი საკითხია, თუმცა, მომავალი ფავორიტის შერჩევისას, კრემლს ოკუპაცია-დეოკუპაცია ისევ არ აინტერესებს. ქართველმა პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ, მაშინ, როცა ცხინვალში სამხედრო პირი ადგილობრივ მოსახლეობაზე გაცილებით მეტია, რაიმე სახის არჩევნების ან რეფერენდუმის ჩატარება არასერიოზულია. კრემლს ბუნებრივია, არც ეს შეფასებები აინტერესებს და 13 ნოემბერს ოკუპირებულ რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნები ჩაატარა. ამ ე.წ. არჩევნებთან ერთად, სამხრეთ ოსეთში რუსულის მეორე სახელმწიფო ენის სტატუსთან დაკავშირებით რეფერენდუმიც გაიმართა. სახელმწიფო ენების ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდიმიტრი მედვედევმა აღიარა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი რუსეთმა დაიწყო12:53 PM - 23 November 2011

ვლადიკავკაზში გაკეთებული განცხადება, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომი ნატო-ს გაფართოების წინააღმდეგ დაიწყო, რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა როსტოვში გაიმეორა. მან ადგილობრივ ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღიარა, რომ საქართველოს წინააღმდეგ აგრესია რომ არ მოეწყო, ახლა ჩრდილოეთ ოსეთთან ნატო-ს საზღვარი იქნებოდა. მედვედევი დარწმუნებულია, რომ საქართველოსთან ომით მოსკოვმა დასავლეთი შეაჩერა. საქართველოს მთავრობის წევრებისა და პოლიტიკოსების შეფასებით, მედვედევის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კრემლი სამხედრო კონფრონტაციისთვის ემზადებოდა. "მედვედევმა ერთი და იგივე განაცხადა გაიმეორა სამხედროებთან და ჟურნალისტებთან, რაც გამორიცხავს, რომ მას ეს წამოსცდა. ეს აზრი მათში მყარად ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილები ბიძინა ივანიშვილს სიცრუეში ადანაშაულებენ08:38 PM - 18 November 2011


გორში მცხოვრები დევნილები ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენციას ეხმაურებიან. ადგილნაცვალი პირების თქმით მათთან დაკავშირებულ შეკითხვას ბიზნესმენმა მცდარი პასუხი გასცა. გორელი ჟურნალისტის შეკითხვაზე გაუწევია თუ არა ივანიშვილს რაიმე სახის ქველმოქმედება ომის შედეგად დაზარალებული ოჯახების მიმართ პასუხი ასეთი იყო:
,,_ძალიან ვერიდებოდი პოლიტიზირებულ პროექტებში მონაწილეობას. ამ მიმართულებით აქცენტი არ გვქონია გაკეთებული, თუმცა არ გამოვრიცხავ ერთეულ შემთხვევებს, ჩამოვიხსნი ნიღაბს და გეტყვით, რომ ქველმოქმედებაზე დამოკიდებულება მქონდა ერთი და ჩემი მსოფლმხედველობა ამასთან დაკავშირებით მე თვითონ დავამსხვრიე. რაც შეეხება ომის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს, გეტყვით რომ ამ ზამთარს მაგალითად ...
read more იხილეთ სრულად
news arrow კარალეთის დევნილთა ჩასახლებაში სკვერი გაიხსნა09:59 PM - 10 November 2011


12 წლის მაკა მაღალდაძე კარალეთის ჩასახლებაში ცხოვრობს. ამბობს, რომ გართობისთვის სათანადო ტერიტორია ამ დრომდე არ ჰქონდა და თანატოლებთან ერთად მხოლოდ კოტეჯის წინ თამაშობდა. დღეს უკვე ახალ სკვერში გავიდა, სადაც მას ატრაქციონები და უამრავი სტუმარი დახვდა.
,,_ძალიან გახარებული ვარ, მომწონს აქ ყველაფერი, მიუხედავად თოვლისა მე და ჩემმა მეგობრებმა ატრაციონებზე ვიკატავეთ და კარგად გავერთეთ. თუ აქამდე სახლის წინ პატარა ადგილი გვქონდა სათამაშოდ, ახლა ამისთვის ჩასახლებაში უკვე მშვენივრად მოწყობილი სკვერი გვქავს”_ამბობს მაკა მაღალდაძე.
სკვერის გახსნით კმაყოფილებას ...
read more იხილეთ სრულად
news arrowიძულებით გადააგილებული პირები ზამთარს მომზადებულები ხვდებიან04:37 PM - 10 November 2011

საქართველოს პარლამენტის წევრის, ბადრი ბასიშვილის, ასევე ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების ინიციატივით, თელიანსა და მეტეხში მცხოვრებ დევნილებს ხის საწვავი ბრიკეტი დაურიგდათ. გასათბობი საშუალებების დარიგების პროცესში წუხელ ხელისუფლების წარმომადგენლებმა მონაწილეობა უშუალოდ მიიღეს. დევნილების განცხადებით, შეშის დარიგება მათთვის დროული და მნიშვნელოვანია. ადგილნაცვალი პირების თქმით, არცერთ ოჯახს დღეს არ ჰქონდა იმის საშუალება, რომ შეშა საკუთარი ხარჯებით შეეძინა. ხელისუფლებისგან კი მათ ეს სრულიად უსასყიდლოდ მიიღეს. ქურთის მუნიციპალიტეტის სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსის, ლევან მაისურაძის განცხადებით, თითოეულ ოჯახს ამ ეტაპზე 1 კუბური მეტრი შეშა გადაეცა, ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდისკუსია ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებების დარღვევის თემაზე 10:22 PM - 8 November 2011

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებმა თითქმის ყოველდღიური ხასიათი მიიღო. საზღვრისპირა სოფლებში ოსური მხარე აკავებს მშვიდობიან მოქალაქეებს, მათ შორის არასრულწლოვნებს.ზოგიერთი მათგანი დე ფაქტო ხელისუფლების მიერ განხორციელებული დემარკაციის გამო, საკუთარ საცხოვრებელ სახლსა თუ მიწის ნაკვეთში შესვლას ვეღარ ახერხებს. სოწრედ კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება იყო მთავარი განსახილველი საკითხი შეხვედრისა, რომელიც რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციამ (GARB) გორში, ქართლოსის ოფისში გამართა. დისკუსიას აღნიშნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ნათია კუპრაშვილი უძღვებოდა, დამსწრე სზოფადოებას კი ხელისუფლების, ოპოზიციის, მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეადგენდნენ. დისკუსიის დასაწყისში მათ ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ფასილიტატორის ამპლუაში06:54 PM - 6 November 2011


11 დეკემბერს მოლდოვაში ერთმანეთს ქართველი და ოსი ახალგაზრდები შეხვდებიან. ამის შესახებ ,,ICCN”(კონფილიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრი)-ის თბილისის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
,,მომავლის ახალგაზრდა ფასილოტატორი”_ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებში ახალგაზრდები პროცესებს თავად მართავენ, უცხოელი თუ ადგილობრივი კოორდინატორების ჩარევის გარეშე. ქართულ-ოსურ შეხვედრამდე მოლდოვაში ერთმანეთს ქართველი და ეთნიკურად აფხაზი ახალგაზრდები შეხვდნენ, სადაც ორივე მხრიდან 2-2 ფასილიტატორი იქნა შერჩეული, რომლებმაც პროცესი დამოუკიდებლად წაიყვანეს. როგორც პრესონფერენციაზე ,,ICCN”-ის ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ,,სიძულვილის ენაზე” გორში ტრენინგი ჩატარდა06:49 PM - 6 November 2011

გორში ,,სიძულვილის ენაზე” ტრენინგი ,,ქართლოსის” ოფისში ჩატარდა. აღნიშნულ თემაზე მიღებული ცოდნა, ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ჟურალისტებმა, მარიკა ვაჭარაძემ და ნინო ჩიბჩიურმა გაუზიარეს. მონაწილეთა გაცნობის შემდეგ ტრენერებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული თემები წარადგინეს და მონაწილეები ჯგუფებად დაყვეს. პირველი დავალება რაც მათ უნდა შეესრულებინათ, ,,სიძულვილის ენაზე” საკუთარი წარმოდგენის გადმოცემა იყო. პრეზენტაციების შედეგად გამოიკვეთა, რომ ყველა მათგანის აზრით ,,სიძულვილის ენა” ეს არის აგრესიის ერთ-ერთი გამომხატველი ფორმა. ჯგუფის წევრებმა ასევე დაასახელეს ტერმინები და ის სტერეოტიპები ვინც ხდებიან კონკრეტულად შიდა ქართლის რეგიონში სიძულვილის ...
read more იხილეთ სრულად
news arrow,,უნდა დავბრუნდეთ!“04:21 PM - 6 November 2011


ზემფირა სიუკაევამ სოფელ თამარაშენში 3 სახლი დატოვა. ომის შემდეგ ის ოჯახთან ერთად დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს თვალს აქტიურად ადევნებს და ფიქრობს რომ 2008 წლის შემდეგ მათი დაბრუნების შესახებ ბევრს საუბრობენ, თუმცა შეგეგი ჯერჯერობით არ არსებობს.
ზემფირა სივკაევა(თამარაშენიდან დევნილი): ,,_ვისმენ ტელევიზიით, რომ ევროკავშირთან რამდენჯერმე იყო ჩვენ დაბრუნებაზე საუბარი, ჟენევაშიც ...
read more იხილეთ სრულად
news arrowGARB-ი თემაზე - ,, ადამიანის უფლებები ცხინვალის რეგიონში“ დისკუსიას მართავს10:42 PM - 4 November 2011


8 ნომებერს, 13:00 საათზე გორში, ,,ქართლოსის“ ოფისში (სტალინის #10) ,,საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“ (GARB) ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების თემაზე დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად ადგილობრივ პოლიტიკურ ძალებს, არასამათავრობო ორგანზიაციებს, მედიას და დაინტერესებულ პირებს იწვევს.
GARB-ი Free Press Unlimited-ისა და ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ მხარდაჭერით ტელეჟურნალში ,,მრავალკუთხედი“ ახერხებს დაკვირვებით გააშუქოს კონფლიქტის ზონებში მიმდინარე მოვლენები. ,,მრავალკუთხედში“ გადაიცემა რეპორტაჟები როგორც სოხუმიდან, გალიდან, გაგრიდან, ისე ცხინვალის რეგიონიდან. ჟურნალისტების მიერ მომზადებულ რეპორტაჟებში ჩანს, რომ ამ რეგიონებში მუდმივად აქვს ადგილი ...
read more იხილეთ სრულად
news arrowგორში პროექტის ,,ევროკავშირის მხარდაჭერა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის საქართველოში – ინტეგრაცია და განვითარება“ პრეზენტაცია მოეწყო 10:38 PM - 4 November 2011


გორში პროექტის ,,ევროკავშირის მხარდაჭერა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის საქართველოში – ინტეგრაცია და განვითარება“ პრეზენტაცია მოეწყო. პრეზენტაციას პროექტის კოორდინატორი ბერტეკ ტომალიკი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ტატიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს წარმომადგენლები, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, მუნიციპალური განვითარების ფონდის, ევროკომისიის დელეგაციის და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო სექტორის წევრები ესწრებოდნენ.
პროექტს ახორციელებს ევროკავშირი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტუქტურის სამინისტრო, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგულებულ პირთა სამინისტრო, მუნიციპალური განვითარების ფონდი ...
read more იხილეთ სრულად
news arrowთელიანის დევნილთა ჩასახლებაში მიწის ფართობები დამუშავდა06:17 PM - 2 November 2011


საქართველოს პარლამენტის წევრის, ბადრი ბასიშვილის ინიციატივით, ასევე ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, დევნილებმა მნიშვნელოვანი შეღავათი მიიღეს. თელიანის დევნილთა ჩასახლებაში სრულიად უსასყიდლოდ სასოფლო-სამურნეო ტექნიკა ჩავიდა და ადგილნაცვალი პირების კუთვნილი მიწის ფართობები დაამუშავა. საერთო ჯამში 20 ჰ მიწის ნაკვეთი მოიხვნა, რაც თითოეულ ოჯახზე 37 მეასედს გულისხმობს. შიდა ქართლის რეგიონში, სოფელ თელიანის დევნილთა ჩასახლებაში დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი 54 ოჯახი ცხოვრობს. ხელისუფლების მიერ გამოჩენილი ყურადღებით მოსახლეობა კმაყოფილია.
,,ჩვენი დასახლება მებოსტნეობას მისდევს. აქ ითესება კარტოფილი, ნიორი ხახვი. მიწა საკმაოდ უხვმოსავლიანია. ამჟამად ...
read more იხილეთ სრულად
news arrowგასვლითი ტური დედაქალაქში11:15 PM - 28 October 2011


გორიდან თბილისის მიმართულებით გეზი დილის 9 საათზე აიღეს. გახარებული სახეებით და მოუთმენელი მოლოდინებით მშობლებმა გორის ცენტრიდან გააცილეს. კარალეთისა და ვერხვების დევნილთა ჩასახლებებიდან წასულმა 50 მოზარდმა დედაქალაქი დაათვალიერა. ზოგიერთი მათგანი თბილისს პირველად სტუმრობდა. მათ ჯერ მთაწმინის პარკში იხალისეს შემდეგ კი კინო რუსთაველში ფილმის პრემიერას დაესწრნენ. ეროვნული მუზეუმი დაათვალიერეს და სამებაც მოილოცეს. 12 წლის მაკა გოჩაშვილი ამბობს, რომ ,,ბომბორას პარკი” მისთვის დაუვიწყარი იქნება. ის იქ პირველად იყო. 10 წლის ჯემალ ბაბუციძემ კი კმაყოფილებას ვერ მალავდა და სხვა მოზარდებთან ერთად ორგანიზატორებს ამ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowმიხეილ სააკაშვილი: ,,გორი უნდა იყოს აბსოლუტური მარგალიტი საქართველოს რუკაზე, ეს ნამდვილად გმირი ქალაქია’’11:09 PM - 28 October 2011


მიხეილ სააკაშვილი ქალაქ გორის ერთ-ერთ ყველაზე ძველ უბანს ეწვია და გორის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაწყებული სარეკონსტრუქციო სამუშაოები დაათვალიერა. გეგმის მიხედვით დაგეგმილია ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგება, საკომუნიკაციო სისტემის შეცვლა. პროექტის ფარგლებში 100-მდე სახლის გარე ფასადი მოწესრიგდება და მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგება ქვაფენილი.
საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სამშენებლო სამუშაოები, გარდა იმისა, რომ გორს ძველ იერსახეს დაუბრუნებს და ახალ კულტურულ და ტურისტულ ცენტრებს შექმნის, ადგილობრივი მოსახლეობისათვის დამატებითი შემოსავლის წყაროსაც გააჩენს, რადგან ისინი უშუალოდ არიან ჩართულნი ამ პროცესში. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, ...
read more იხილეთ სრულად
news arrow200-მდე ჟურნალისტი სპეციალურ ჟილეტს მიიღებს10:58 PM - 28 October 2011

„პრესს“_ასეთი წარწერით სხვადასხვა მედია ორგანიზაციებში მოქმედ ჟურნალისტებს ჟილეტები დაურიგეს,ასეთი ჟილეტებით საპროტესტო აქციების გაშუქების დროს არაერთი ქვეყნის რეპორტიორები სარგებლობენ. თემაზე_„ჟურნალისტების უსაფრთხოება საჯარო პოლიტიკური აქციების დროს ერთდღიანი ტრენინგი ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მედია ორგანიზაციის ჟურნალისტებს საპროტესტო აქციების უსაფრთხოდ გაშუქების წესებზე და საერთაშორისო გამოცდილებაზე ესაუბრნენ. ტრენერების განმარტებით, აქციების დროს აუცილებელია ჟურნალისტმა სწორად შეარჩიოს ადგილი იმისთვის, რომ არ დაზარალდეს და მასალის შეგროვებაც შეძლოს. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ ჟურნალისტებს განმასხვავებელი ნიშნებიც ჰქონდეთ, რათა არ მოხდეს მათი გაიგივება აქციის მონაწილეებთან.მომხსნენებლებთა შორის ...
read more იხილეთ სრულად
news arrowმორიგი აქცია ქვემო ქართლში02:08 PM - 25 October 2011

ქვემო ქართლის დევნილთა ჩასახლებებში საშემოდგომო სამუშაოები აქტიურ ფაზაში შევიდა, ამჯერად კოდის დევნილთა ჩასახლებაში მათთვის გამოყოფილი 300 ჰ მიწის ფართობი დამუშავდა. მათ სახელმწიფომ უსასყიდლოდ მოუხნა და დაუთესა ჯაგერის ჯიშის საშემოდგომო ხორბალი, აღნიშნული აქცია პარალელურად მიმდინარეობს შაუმიანის დევნილთა ჩასახლებაში, სადაც დამუშავდა 43 ჰ მიწის ფართობი. აგრეთვე დაგეგმილია გარდაბნის დევნილთა ჩასახლებაში 31 ჰ მიწის ფართობის მოხვნა-დამუშავება, სადაც სახელმწიფო უსასყიდლოდ დაუთესავს სიმინდს. სულ
ქვემო ქართლის
ტერიტორიაზე დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი 771 ოჯახი ცხოვრობს. ამ აქციის ორგანიზატორები და ინიციატორები ...
read more იხილეთ სრულად
news arrowხურვალეთის დევნილთა ჩასახლებას შეშა დაურიგდათ11:24 AM - 19 October 2011

შიდაქართლშიპრეზიდენტის რწმუნებულის გიორგი ტატიშვილის და საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი ბასიშვილის ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა ჩასახლებებში სათბობი შეშის დარიგება დაიწყო, ამჯერად ხურვალეთის ჩასახლებაში მცხოვრებ 139 დევნილ ოჯახს დაურიგდათ შეშა . 100 ტონა ხის საწვავ ბრიკეტს რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილი სულ 310 ოჯახი მიიღებს. აღნიშნული ღონისძიება ეტაპობრივად გაგრძელდება დევნილთა იმ ჩასახლებებში რომლებსაც არ მიეწოდებათ ბუნებრივი აირი. დევნილი მოსახლეობის თქმით მათ გამოზამთრებაში ხელისუფლება შეშანაც დაეხმარა შეშის მარაგით, რისთვისაც დიდ მადლობას უხდიან აქციის ორგანიხატორებს მათთვის გამოჩენილი ყურადღებისათვის. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს გორში მცხოვრები დევნილები ეხმაურებიან07:19 PM - 18 October 2011


ადგილნაცვალი პირები ცნობილ ბიზნესმენს აგვისტოს ომს ახსენებენ და ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაზარალებული მოსახლეობით გასული 3 წლის განმავლობაში არასოდეს დაინტერესებულა. მათი შეფასებით ისიც ერთ-ერთი მათგანია, ვინც კრემლის დავალებით მოქმედებს. ამის მაგალითად დევნილებს ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ მოყავთ და აცხადებენ, რომ ვერ ენდობიან იმ ადამიანს, რომელიც იმ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას აპირებს, ვინც 2008 წელს მათზე საშინელი აგრესია განახორციელა.
თეა ბოლაშვილი(დევნილი): სად იყო ომის დროს, ახლა გამოჩნდა არჩევნები რომ ახლოვდება? ვუსმენდი მის ინტერვიუს და ამბიციური პიროვნების შთაბეჭდილება დატოვა, რომელსაც ...
read more იხილეთ სრულად
news arrowგიორგი ტატიშვილის და ბადრი ბასიშვილის ინიციატივით დევნილთა ჩასახლებებში სათბობი შეშის დარიგება იწყება 07:02 PM - 18 October 2011


შიდა ქართლის გუბერნატორის გიორგი ტატიშვილის და ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის ინიციატივით ხვალიდან გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ დევნილთა ჩასახლებებში სათბობი შეშის დარიგება იწყება. 100 ტონა ხის საწვავ ბრიკეტს რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 310 ოჯახი მიიღებს. საწვავი მასალა უფასოდ დაურიგდება საქაშეთის, ხურვალეთის და სკრის ჩასახლებაში მცხოვრებთ. აღნიშნული დასახლებები ბუნებრივი აირით არ მარაგდება და აქედან გამომდინარე ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის ზრუნავს მათ გამოზამთრებაზე. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowვლადიკავკაზთან პოლიტიკური მოძრაობის ,,წინ ოსეთი” ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს09:21 PM - 14 October 2011


პოლიტიკური მოძრაობის ,,წინ ოსეთი”-ს ლიდერი სოსლან ხუბაევი, ვლადიკავკაზის მახლობლად მდებარე საცხოვრებელ სახლში მოკლული ნახეს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული სასიკვდილო ჭრილობები მას სხეულის სხვადასხვა ნაწილზე აქვს მიყენებული. ინციდენტის სხვა დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.პოლიციას ეჭვმიტანილი ჯერ არ დაუკავებია. სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა და მიმდინარეობს გამოძიება. ჩრდილო ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით ,,საქმე გვაქვს სერიოზულ დანაშაულთან, რომელიც მძიმე სასჯელს ითვალისწინებს”.
სოსლან ხუბაევი ალბერტ ჯუსოევის აქტიური მხარდამჭერი იყო. ჯუსოევი კი ერთ-ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანიის პრეზიდენტი და ,,გაზპრომის“ კონტრაქტორია, ამდენად ის ...
read more იხილეთ სრულად
news arrowშიდა ქართლში მცხოვრები დევნილები სახელმწიფოსგან შაქარის ფხვნილს და მარილს მიიღებენ10:52 PM - 13 October 2011


2008 წლის რუსილი აგრესიის შედეგად დაზარალებული დევნილები სახელმწიფოსგან საჩუქრად შაქრის ფხვნილს და მარილს მიიღებენ. ჰუმანიტარული ტვირთის დარიგება დევნილთა ჩასახლებაში უკვე დაიწყო. ტვირთის განაწილებას საქაშეთის დევნილთა ჩასახლებაში შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ტატიშვილი და ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი ესწრებოდნენ. დახმარებას რეგიონის ყველა დევნილი ოჯახი მიიღებს.
შიდა ქართლში სულ 11–11 ტონა შაქარი და მარილი დარიგდება რეგიონის 21 კომპაქტური ჩასახლების ადგილას.
გიორგი ტატიშვილის განცხადებით, სახელმწიფოსგან იძულებით გადაადგილებული პირების დახმარებები კვლავაც გაგრძელდება და უახლოეს ხანში ის ჩასახლებები, რომლებიც ბუნებრივი აირით ...
read more იხილეთ სრულად
news arrowგორში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა12:19 AM - 12 October 2011

პრეზიდენტის რწმუნებული შიდა ქართლში გიორგი ტატიშვილის და ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის ინიციატივით და ორგანიზებით გორში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდა სახელწოდებით ,,ჩვენ დავბრუნდებით“ . კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ანსამბლებმა: ,,ქართული ხმები“, ,,თეატრალური კვარტეტი“ , ,,გორდელა“ და სოფო ბედიამ. კონცერტიდან შემოსული თანხა ლიახვის ხეობიდან დევნილ ინვალიდ ბავშვებს გადაეცემათ. შიდა ქართლში ლიახვის ხეობიდან დევნილი 10 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ცხოვრობს. საქველმოქმედო კონცერტი მათ დასახმარებლად გასულ წელსაც მოეწყო გორში.
ღონისძიების ორგანიზატორებმა ...
read more იხილეთ სრულად
news arrowსამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ქართველი მონადირეები გაანთავისუფლა07:27 PM - 10 October 2011

შოთა, გიგა და მათი ბიძა ელიზბარ ბზარაშვილები ოჯახებს დაუბრუნდნენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ოჯახის წევრთა ინფორმაციით ერთ-ერთი მათგანი ნაცემია, სამივეს ფსიქოლოგიური მდგომარეობა გართულებული აქვს. გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მიდამოებში, ისინი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით ოსურმა მხარემ 22 აგვისტოს დააკავა. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-17 რაუნდზე, მათ განთავისუფლებაზე საქართველოს წარმომადგნლობას უარი განუცხადეს, ცხონვალი ითხოვდა გაცვლას პრინციპით, ,,ყველა-ყველაზე”,მაგრამ ქართულმა მხარემ ამჯერადაც განმარტა, რომ ,,ქართველ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ოსი კრიმინალების გაცვლას არ აპირებს”. კოკოითის რეჟიმი აგვისტოს ომამდე იმ დაკავებული ოსი მოქალაქეების განთავისუფლებას ითხოვს, ...
read more იხილეთ სრულად
news arrow"ჩვენ დავბრუნდებით"07:32 PM - 9 October 2011

2011 წლის 11 ოქტომბერს შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის გიორგი ტატიშვილის და საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი ბასიშვილის ინიციატივით და ორგანიზებით, გორის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურის სახლში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი "ჩვენ დავბრუნდებით". პროექტში მონაწილეობენ: ქართული ხმები, თეატრალური კვართეტი, ანსამბლი გორდელა, სოფო ბედია. კონცერტზე შემოსული თანხა მოხმარდება 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ინვალიდ 10 ბავშვს. მობრძანდით! ერთად დავეხმაროთ ინვალიდ ბავშვებს. დასაწყისი 17 საათზე ...
read more იხილეთ სრულად
news arrowმორიგი აქცია გარდაბნის დევნილთა ჩასახლებაში02:25 PM - 6 October 2011

ქალაქ გარდაბნის დევნილთა ჩასახლებას ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ. ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა ბადრი ბასიშვილმა, 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ ცხინვალის რეგიონიდან დევნილ 116 ოჯახს საჩუქრად გადასცეს წყლის გამაცხელებელი " ARISTON". როგორც დევნილი მოსახლეობა აღნიშნავს ეს მათთვის აუცილებელი და საჭირო ნივთია და მადლობას უხდიან აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებს. ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით დევნილი მოსახლეობის დახმარება გაგრძელდება მომავალშიც. ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ,,ქართლის დღეები 2011“- გორში02:17 PM - 3 October 2011


გორში ,,ქართლის დღეები“ გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შიდა ქართლის რეგიონი თავისი ფოლკლორით და ტრადიციებით. ღონისძიებას ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციები ესწრებოდნენ. ღონისძიების ფარგლებში გორის სხვადასხვა ქუჩაზე წარმოდგენილი იყო რეგიონის მუნიციპალიტეტების ეთნოგრაფიული კუთხეები, შიდა ქართლის საწარმოთა სტენდები და წარმოებული პროდუქცია, მოეწყობა ოჯახური ღვინის ფესტივალი, ხილის და თაფლის ბაზრობა, სოფლების კუთხეები, გორელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა, სხვადასხვა სპორტული და ხალხური თამაშები ...
read more იხილეთ სრულად
news arrowგორის თეატრში სეზონი გაიხსნა11:26 PM - 1 October 2011


გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში სეზონი სპექტაკლით ,,მსხვერპლი” გაიხსნა. კლასიკოსი მწერლის, დავით კლდიაშვილის ნაწარმოები, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ დღევანდელობას დაუკავშირა. სპექტაკლში ერთი ჩვეულებრივი ქართული ადათ-წესების მიმდევარი ოჯახია ნაჩვენები, სადაც ის პრობლემებია გამოკვეთილი, რაც თავის დროზე დასვა მწერალმა. რძლის საქციელებით უკმაყოფილო დედამთილი ბიჭს არწმუნებს, რომ ცოლი ღალატობს, რის საპასუხოდაც რძლისგან სილას მიიღებს. კონფლიქტი სწორედ აქედან მწვავდება. ქართულ ოჯახში, უმამოდ გაზრდილი ვაჟი, დედის შეურაწყოფას ვერ აიტანს და ცოლს ამის შემდეგ უპირისპირდება. დედა-შვილის მუქარას გამოქცეული ქალბატონი თავს ბიძის ოჯახს აფარებს, მაგრამ მშობლების ...
read more იხილეთ სრულად
news arrowვერხვების დევნილთა ჩასახლებაში ძმები რომელაშვილების სახელობის სკვერი გაიხსნა12:02 AM - 28 September 2011

გორში, ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული ძმების გიორგი და გელა რომელაშვილების სახელობის სკვერი გაიხსნა. ღონისძიებას პარლამენტის წევრი ბადრი ბასიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი გიორგი ტატიშვილი, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია, თავდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ძმები რომელაშვილების ოჯახის წევრები და დევნილი მოსახლეობა დაესწრნენ.
2008 წლის აგვისტოს ომს სამაჩაბლოდან დევნილი რომელაშვილების ორივე ვაჟიშვილი შეეწირა. ჯავშანსატანკო ბატალიონის კაპრალი გელა რომელაშვილი გმირულად დაიღუპა, მისი ძმა ლეიტენანტი გიორგი რომელაშვილი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილებს მიწის ფართობები დაუმუშავდათ11:55 PM - 27 September 2011

2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტებიდან იძულებით გადაადგილებული 446 ოჯახისთვის, რომლებიც ამჟამად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობენ, დაუმუშავდათ 223 ჰ. მიწის ფართობი იმისთვის რომ, რომ დევნილმა მოსახლეობამ მოიყვანოს ხორბლის მოსავალი. ასევე დამუშავდა მარნეულის მუნიციპალიტეტის შაუმიანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 210 დევნილი ოჯახის კუთვნილი 45,5 ჰ. მიწის ფართობი.
სახელმწიფო დევნილებს ხორბლის თესლს უფასოდ გადასცემს და დათესვაშიც დაეხმარება.
მთლიანად ორივე დევნილთა დასახლებაში 268,5 ჰ. მიწის ფართობი დამუშავდა.
ქურთის მუნიციპალიტეტს აღნიშნული ღონისძიების დაფინანსება 48840 (ორმოცდა რვა ათას რვაას ორმოცი) ლარი ...
read more იხილეთ სრულად
news arrow"ჩვენ დავბრუნდებით"03:43 PM - 22 September 2011

შიდა ქართლის გუბერნატორის გიორგი ტატიშვილის, საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი ბასიშვილის, ქურთის, ერედვის და გორის მუნიციპალიტეტების ინიციატივით და ორგანიზებით გორის ახალგაზრდობისა და კულტურის სახლში გაიმართა გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტის 3-მე ნაწილი "ჩვენ დავბრუნდებით". კონცერტი მშვიდობის დღეს მიეძღვნა, სადაც ცხინვალის რეგიონიდან დევნილები ესწრებოდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ღვთისმშობლობის ბრწყინვალე დღესასწაული დევნილ მოსახლეობას პირადად მიულოცეს. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდნენ: ანსამბლი ქართული ხმები, მოძახილი, სამოდელო სტუდია "N-S", ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "ალგეთი", სამეჯლისო და სპორტული ცეკვების სტუდია "თელა", სამოდელო სტუდია "ისპირატორი" და ახალგაზრდა მომღერალი თორნიკე კვარაცხელია. დევნილი ახალგაზრდები კმაყოფილებას ...
read more იხილეთ სრულად
news arrow დევნილი სტუდენტი პრეზიდენტის სტიპენდიანტი გახდა11:53 PM - 19 September 2011

,,ყველაფერი დავკარგე, მაგრამ არ დამიკარგავს ღირსება და სწავლის სურვილი”

სოფელ ქემერტიდან დევნილი 17 წლის იზა კასრაძე ი.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. მან სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი აირჩია. მიღებული ქულების შედეგად 100%-იანი გრანტი მოიპოვა და სწავლისთვის, როგორც თავად ამბობს უფრო დიდი შემართება მიიღო. მანმადე კი საატესტატო გამოცდების ჩაბარებისას საუკეთესო ასეულში მოხვდა.
,,_ბავშვობის ოცნება ავიხდინე. ბევრ მნიშვნელოვან ხელშეწყობას მოკლებული ვარ, ამას მატერიალური რესურსებიც ემატება. ომის დროსაც დიდი სტრესი მივიღე. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ყოველთვის აღვნიშნავ და ახლაც ვიტყვი, ყველაფერი ...
read more იხილეთ სრულად
news arrow,,ხელმისაწვდომი დაზღვევა სტუდენტებისთვის”11:38 PM - 19 September 2011


არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ქართლ-ოსის” მხარდაჭერით, გორელ სტუდენტებთან შეხვედრა მოეწყო. აღნიშნული ორგანიზაციის საკონფერენციო დარბაზში შეკრებილებთან პროფკავშირების ახალგაზრდული კლუბის წარმომადგენლებმა იმ ინიციატივის პრეზენტაცია მოაწყეს, რომელიც 104 ათასი სტუდენტის ჯანმრთელობის პოლისით უზრუნველყოფას გულისხმობს.
ნათია სვანიძე: (ახალგაზრდული კლუბის წევრი) ამ იდეის განხორციელება 5 თვის წინ დავიწყეთ. მანმადე გვქონდა სტუდენტებთან სხვადასხვა სახის შეხვედრები, სადაც ისინი აქტიურად აყენებდნენ ჯანმრთელობის დაზღვევის საკითხს. აქედან გამომდინარე ჩავთვალეთ, რომ ამ საკითხის ხელისუფლებამდე მიტანა დროული და აუცილებელია. ეს იქნება უპრეცენდენტო შემთხვევა, როდესაც საქართველოში ახალგაზრდები კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივით გამოვლენ, მიიღებენ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowსაქართველოს პრეზიდენტმა გორში ეროვნული თავდაცვის აკადემია გახსნა 11:30 PM - 19 September 2011


მიხეილ სააკაშვილმა გორში დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია საზეიმო ვითარებაში გახსნა და სასწავლებლის მესვეურებსა და სტუდენტებს სიტყვით მიმართა.
განახლებული სასწავლებელი, რომლის მსგავსი მთელი რეგიონის მასშტაბით არ არსებობს, თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზითაა აღჭურვილი. კომპლექსში გაერთიანებულია ბიბლიოთეკა საკონფერენციო და სასპორტო დარბაზები, საცხოვრებელი კორპუსები, ღია და დახურული სპორტული მოედნები, ლაზარეთი და აუზი. აკადემიის სტუდენტებს ლექციებს წაუკითხავენ, როგორც ქართველი ისე უცხოელი პროფესორ-მასწავლებლები. აკადემიის კურსანტები ასევე უზრუნველყოფილი იქნებიან ბინებით, სამედიცინო მომსახურებით, კვებითა და შესამაბისი უნიფორმით, ხოლო მათ სწავლას სრულად დააფინანსებს ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ,,მოგზაურობა მოდის სამყაროში“01:00 PM - 17 September 2011

გორში “არტ კაფე”/READ KAFÉ-მ მოდის მოყვარულებს უმასპინძლა. საღამო სამოდელო სააგენტო „GEORGIAN NEW STAR” -ის ორგანიზებით მოეწყო.SHOW პროგრამის სახელწოდება “მოგზაურობა მოდის სამყაროში” იყო.
„GEORGIAN NEW STAR”-ის მოდელი გოგონებმა და ვაჟებმა ზაფხული-შემოდგომა-ზამთრის ტანსაცმლის კოლექციები წარმოადგინეს. თბილისელი დიზაინერების კოლექციები 70-იანი წლების სტილშია გადაწყვეტილი თანამედროვე შტრიხებით.
ნაჩვენები იქნა მოდის განვითარების ისტორიის ამსახველი სიუჟეტიც.
საღამო მუსიკალურმა ნომრებმა გაალამაზეს, რომელიც ჯეოსტარის, ნუცას სკოლის და საბავშო ევროვიზიის კონკურსანტების მიერ შესრულდა.„GEORGIAN NEW STAR”-ის ხელმძღვანელმა გიორგი ახალკაცმა აღნიშნა, რომ მსგავს შოუებს ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილები 100 ჰექტარზე ხორბალს მოიყვანენ12:52 PM - 17 September 2011


შიდა ქართლში, სოფელ შავშვებში მცხოვრებმა დევნილებმა საშემოდგომო მიწის სამუშაოები დაიწყეს. 168 დევნილი ოჯახი 100 ჰექტარ მიწის ნაკვეთს ამუშავებს, შემდეგ ხორბალს დათესავს. მოსავალი მთლიანად მათი იქნება.პროექტი "აგროკულტურის ანა-ბანა" პოლონური არასამთავრობო ორგანიზაცისა („ჟივეცის განვითარების ფონდი“) და საქართველოს ხელისუფლების დახმარებით ხორციელდება და მისი მიზანია დევნილებისთვის მაღალი ხარისხის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში ხელშეწყობა.სამუშაოების დაწყებას ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგულებულ პირთა, განსახლებისადა ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი, შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებული ზურაბ არსოშვილი და პოლონეთის ელჩი საქართველოში ურშულა დოროშევსკა დაესწრო.როგორც მინისტრმა კობა სუბელიანმა აღნიშნა, აღნიშნული ...
read more იხილეთ სრულად
news arrow,,ლიახვმა” ,,ლაგოდეხს” უმასპინძლა11:07 AM - 14 September 2011

გორში ქართლის სტადიონზე გამართულ საფეხბურთო მატჩზე ერთმანეთს აჩაბეთის ,,ლიახვი” და ლაგოდეხის ,,ლაგოდეხი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და
საინტერესო აღმოჩნდა, პირველი ნახევარი ,,ლიახველების” უპირატესობით წარიმართა და პირველი ტაიმი მათ სასარგებლოდ 2:0 დასრულდა. ვითარება საპირისპიროდ შეიცვალა თამაშის მეორე ნახევარში. ,,ლიახვის”ფეხბურთელებმა 3 გოლი გაუშვეს, თუმცა ბოლო მომენტამდე 2 –ვე გუნდი თავგანწირვით იბრძოდა მაგრამ ანგარიში ფრე 3:3 დასრულდა.
როგორც მწვრთნელები ამბობდნენ 2-ვე გუნდი ახლად ჩამოყალიბებულია და მათ კიდევ უფრო მეტი გამოცდილება სჭირდებათ.
მატჩს ლიახვის ხეობის დეპუტატი ბადრი ბასიშვილი და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ...
read more იხილეთ სრულად
news arrow მათ დაბრუნებას ყოველ დღე ელოდებიან..08:14 PM - 31 August 2011


გორში წელს პირველად (30 აგვისტოს) უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამ თარიღთან დაკავშირებით, წითელი ჯვრის კომიტეტმა ფართო შეხვედრა მოაწყო, სადაც დაკარგულთა ახლობლების გარდა, საერო და სასულიერო, არასამთავრობო სექტორის და იმ ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიწვიეს, რომლებიც ასეთ საკითხებზე ქვეყნის გარეთ თუ შიგნით არსებული შეიარაღებული დაპირისპირებების შემდეგ მუშაობენ. გორთან ერთად ეს დღე აღინიშნა თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და ცხინვალშიც კი. ღონისძიება უგზო-ულვლოდ დაკარგულთა ახლობებისთვის საკმაოდ ემოციური აღმოჩნდა. თითოეული მათგანისთვის საყვარელი ადამიანის მოლოდინში გასული ყოველი წუთი წლების შემდეგაც უდიდესი ტკივილია. გაურკვევლობა ახლობლების ბედის შესახებ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowგორის რაიონის სოფელ წითელუბანში 3 ქართველი მონადირე დააკავეს08:11 PM - 31 August 2011

შოთა, გიგა და ელიზბარ ბზარაშვილები ოსურმა მხარემ ოკუპირებულ სოფელ წინაგარის სიახლოვეს აიყვანეს. დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში არიან მოთავსებულები. არსებობს ვერსია, რომ ,,კოკოითის რეჟიმის წარმომადგენლები” ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდნენ,რადგან მინდორი სადაც ბზარაშვილები მწყერზე ნადირობნდნენ ქართულ სოფელში მდებარეობს. მსგავსმა ფაქტებმა 2008 წლის ომის შემეგ საზღვრისპირა სოფლებში მასიური ხასიათი მიიღო. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინერე ადგილობრივი მოსახლეობა გაურკვევლობასა და მუდმივ შიშში იმყოფება, რადგან არავინ იცის ვის სად და რა ვითარებაში აიყვანენ. ქართული პოლიცია მხოლოდ სოფლებში პატრულირებს და ე.წ. რუსულ-ოსურ საგუშაგოების სიახლოვეს მოძრაობას ერიდება. ...
read more იხილეთ სრულად
news arrow კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის პრობლემა გვარდება 08:03 PM - 31 August 2011


სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის პრობლემების მოგვარების სამუშაოები მიმდინარეობს.
ახალქალაქის ტერიტორიულ ორგანოში და სოფელ ზემო ჩოჩეთის სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაციის სამუშაოები უკვე დასრულდა.პროექტის ფარგლებში ძველი სისტემა შეიცვალა ახალი პოლიეთილენის მილით, მოეწყო გამანაწილებელი ჭა სოფლების მაცხოვრებლებს, რომელთაც დაზიანებული მაგისტრალის გამო წყლის პრობლემა წლების მანძილზე აწუხებდათ, სასმელი წყლით მომსახურების პირობები გაუმჯობესდათ.
დაწყებულია სოფლების ახალციხის, ნოსტის, ერთაწმინდის და დოესის სასმელი წყლის მაგისტრალის აღდგენითი სამუშაოებიც. წყალგაყვანილობის ქსელის გამოცვლასთან ერთად, საჭიროების მიხედვით ...
read more იხილეთ სრულად
news arrow გარდაბანში ჩასახლებულ დევნილებს ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ09:59 PM - 17 August 2011

ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტებმა ქ. გარდაბანში, კომპაქტურად ჩასახლებულ დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილ 115 ოჯახს, კომბინირებული გაზქურები გადასცეს. აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი, გარდაბნის, ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. დევნილი მოსახლეობა კმაყოფილებას ვერ მალავდა: ’’დიდ მადლობას ვუხდით ჩვენ მაჟორიტარ დეპუტატს და აქციის ორგანიზატორებს ასეთი ყურადღებისათვის.” აცხადებს სოფ. ძარწემიდან დევნილი ნინო ჭოველიძე. "ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ ჩვენი დევნილი მოსახლეობისათვის და მაქსიმალურად ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ხელისუფლების წარმომადგენლები საგურამოში ჩასახლებულ დევნილებს ესტუმრნენ12:35 PM - 9 August 2011


აგვისტოს ომის მესამე წლისთავთან დაკავშირებით,საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, ადგილნაცვალ პირთა მინისტრმა კობა სუბელიანმა, ლიავის ხეობის მაჟირიტარმა დეპუტატმა ბადრი ბასიშვილმა და მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა საგურამოში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილები მოინახულეს.
ისინი იმ 36 ოჯახის წევრებს შეხვდნენ, რომლებიც, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, დევნილებად იქცნენ. პარლამენტის თავმჯდომარე მათ სხვადასხვა საკითხის მოგვარებას დაჰპირდა.
ხელისუფლების წარმომადგენლები ჭოველიძეების ოჯახშიც მივიდნენ და გასული მძიმე დღეები მათთან ერთად გაიხსენეს.
"დევნილების უფლებები დაცვა უნდა იყოს ქართული პოლიტიკის, საქართველოს დიპლომატიის ძირითადი ელემენტი და ქვაკუთხედი. აუცილებელია ...
read more იხილეთ სრულად
news arrowრუსეთ-საქართველოს ომის სამი წლისთავთან დაკავშირებით გორში ღონისძიებები გაიმართა12:28 PM - 9 August 2011

2011 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის სამი წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებები გორში დილიდან დაიწყო. სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ გორის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღასრულა. შემდეგ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრნენ. გორის სასწავლო უნივერსიტეტის ინიციატივით სოფელ შინდისში გმირულად დაღუპული ქართველი მეომრების სახელზე ჯვრი აღიმართა. იქ შეკრებილები სამი წლის წინანდელი ტრაგიკული ამბის დეტალებს იხსენებდნენ. გორის რაიონის სოფელი შინდისი ქართველი ჯარისკაცების გმირული ბრძოლის კიდევ ერთი ადგილია. სწორედ შინდისში 11 აგვისტოს სენაკის ბრიგადის 17-მა ...
read more იხილეთ სრულად
news arrowქიმიური ექსპერიმენტის ჩატარებისას 15 წლის მოზარდი აფეთქდა04:20 PM - 6 August 2011


,,ამბობდა მეცნიერი უნდა გამოვიდეო”
ოჯახის წევრები დავითის ოთახში ძლიერი აფეთქების შემდეგ შევიდნენ. მათი განმარტებით მოზარდი ლაბორატორიულ ცდებს ატარებდა. ქიმიურ შენაერთებთან აფეთქება სავარაუდოდ წყალბადის რეაქციაში შესვლას მოყვა, რამაც დავითის დამწვრობა და შოკირება გამოიწვია.
თემურ თანიაშვილი(გორის ,,03”-ის მთავარი ექიმი): ჩვენ საპატრულო პოლიციამ და ორჯონიკიძეების მეზობლებმა შეგვატყობინეს. ჩვენი ბრიგადა გავიდა შემთხვევის ადგილზე და დაგვხვდა საშინელი სურათი. დაშავებულს სახე მთლიანად დამწვარი ჰქონდა, ვერ გაარჩევდი გოგო იყო თუ ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ცირკი ,,შაპიტო” დევნილი ბავშვების გახალისებას განაგრძობს10:15 PM - 2 August 2011


მოძრავი ცირკი ,,შაპიტო” ამჯერად შაუმიანის დევნილთა ჩასახლებას ეწვია. ზაფხულის სეზონზე საქველმოქმედო აქცია ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატისა და ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით ხორციელდება. მოძრავი ცირკის წარმოდგენები დრეს დევნილმა პატარებმა ჩასახლებაში უფასოდ ნახეს. ზაფხულის ცხელ დღეებს ,,შაპიტო” ხვალ კოდისა და ბაზალეთის ჩასახლებების ბავშვებსაც გაუხალისებს.
...
read more იხილეთ სრულად
news arrow გორის „დილა“ აზერბაიჯანში გამართული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული გახდა09:58 PM - 2 August 2011

გორის „დილა“ აზერბაიჯანში გამართული საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული გახდა. ტურნირს, რომელიც ორ დღეს გაგრძელდა ქალაქი გაბალა მასპინძლობდა. მასში აზერბაიჯანული და ქართული 4 საფეხბურთო გუნდი იღებდა მონაწილეობას: გორის „დილა“, გაბალას „გაბალა“, ცხინვალის „სპარტაკი“ და ქიაფაზის „განჯა“. წილის ყრის შედეგად ნახევარფინალურ შეხვედრებში ერთმანეთს მასპინძელი „გაბალა“ და გორის „დილა“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 3:1 დასრულდა. „განჯასა“ და „სპარტაკს“ შორის კი გამარჯვება „განჯამ“ მოიპოვა ანგარიშით 3:2. ჩემპიონატის მე–3 ადგილი ცხინვალის „სპარტაკმა“ დაიკავა, რომელმაც „გაბალას“ 1:0 სძლია. ტურნირის ...
read more იხილეთ სრულად
news arrow სამშვოდობო პროცესებში ჩართვა შიდა ქართლში მცხოვრებმა ქართველმა და ოსმა ახალგაზრდებმა დაიწყეს09:56 PM - 2 August 2011

სამშვოდობო პროცესებში ჩართვა შიდა ქართლში მცხოვრებმა ქართველმა და ოსმა ახალგაზრდებმა დაიწყეს
დღეს გორში ორგანიზაცია მეგობრობის ხიდი ,,ქართლოსის” პროექტის ,,შიდა ქართლში მცხოვრები ქართველი და ოსი ახალგაზრდების მხარდაჭერა” პრეზენტაცია გაიმართა. რომელსაც პროექტის წამომადგენლობასთან ერთად გორში მოქმედი არასამთავრობო სექტორი და მედია დაესწრო. ახალგაზრდებით დაკომპლექტებულმა ჯგუფის წევრებმა, რომელსაც ადმინისტრაციულ საზრვართან მდებარე სოფლებში მაცხოვრებლები შეადგენენ საკუთარი პროექტები წარმოადგინეს. მათ შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს ის ხედვები, რომლის განხორციელებაც ამეტაპზე რეგიონში აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს. ერთერთ მეტად მნიშვნელოვან ინიციატივად დასახელდა_ინციდენტების პრევინციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩამოყალიბებული ახალგაზრდული სამუშაო ...
read more იხილეთ სრულად
news arrowომიდან 3 წლის შემდეგ გორში სხვადასხვა ღონისძიებები მოეწყობა09:54 PM - 2 August 2011

გორი აგვისტოს ომის 3 წლისთავის აღსანიშნავად ემზადება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურმა 8 აგვისტოს განსახორციელებელი ღონისძიებები უკვე დაგეგმა: დილით 9 საათზე გორის საკათედრო ტაძარში 2008 წელს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვილი მოეწყობა. საღამოს 18 საათზე გორის თეატრში სპექტაკლი ,,ცხელი აგვისტო” ჩატარდება. 20:30-ზე გორის ცენტრალურ მოედანზე გამოფენა გაიმართება, სახელწოდებით ,,გვახსოვდეს აგვისტო” 21 საათისთვის კი გორის ცენტრში საქართველოს რუქის ფონზე 2000-მდე სანთელი აინთება. 8 აგვისტოს ღონისძიებებს რენი ჰარლინის ფილმი ,,აგვისტოს 5 დღე დაასრულებს” რომელიც გორის ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულ სპეციალურ მონიტორზ იქნება ნაჩვენები. ადგილობრივ ხელისფლებაში ...
read more იხილეთ სრულად
news arrowკინოთეატრ რუსთაველს 70 დევნილი ბავშვი ესტუმრა04:18 PM - 27 July 2011

რუსთაველის კინოთეატრს ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 70–მდე ბავშვი ესტუმრა და უფასოდ ნახა კომედიური ჟანრის ფილმი "მისტერ პოპერის პინგვინები". საქველმოქმედო აქცია ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის და კინოთეატრ რუსთაველის ხელმძღვანელობის ინიციატივით მოეწყო, ბავშვები აღფრთოვანებულები დარჩნენ ნანახით და დიდ მადლობას უხდიდნენ აქციის ორგანიზატორებს. მოგეხსენებათ, რომ ეს ის ბავშვები არიან, რომლებმაც 2008 წლის რუსული აგრესია საკუთარ თავზე გამოსცადეს და საკუთარი თვალით ნახეს ომის საშინელება. ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ცირკი ,,შაპიტო” ბაზალეთში ჩასახლებულ დევნილ ბავშვებს ესტუმრა 11:14 AM - 23 July 2011

ქურთის მუნიციპალიტეტი და ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატი განაგრძობს საქველმოქმედო აქციას, ამჯერად მოძრავი ცირკი "შაპიტო" დუშეთის რ–ონ სოფ. ბაზალეთში ჩასახლებულ ცხინვალის რეგიონიდან დევნილ პატარებს ესტუმრა. საცირკო წარმოდგენა 200 ბავშვმა უფასოდ ნახა. აღსანიშნავია ის რომ დევნილ პატარებს მეზობელ სოფლებიდანაც შეუერთდნენ თანატოლები. როგორც ლიახვის მაჟორიტარი ჟურნალ "ლიახვის ხეობასთან" აცხადებს, აღნიშნული ღონისძიებები ერთჯერადი არაა და მქსიმალურად ეცდება დევნილი პატარებისთვის საზაფხულო არდადეგიბი უფრო მეტად საინტერესო, გასართობი და ხალისიანი გახადოს. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილი ბავშვები აკვაპარკს ესტუმრნენ09:26 PM - 15 July 2011

დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან 80–მდე დევნილმა ბავშვმა აკვაპარკში უფასოდ დაისვენა, აქციის ინიციატორები და ორგანიზატორები არიან ქ. თბილისის სამოქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი მამია ფხაკაძე და ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი ბადრი ბასიშვილი, ორგანიზატორთა განცხადებით აღნიშნული ღონისძიება პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. ბავვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ,ამბობენ რომ ეს დღე მათთვის დაუვიწყარი იქნება. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowოსურმა მხარემ სოფელ კნოლევის მიმართულებით ცეცხლი გახსნა09:48 PM - 11 July 2011

ცხინვალიდან სოფელ კნოლევის მიმართულებით განხორციელებული სროლების შედეგად 23 წლის ნინო კობერიძე დაიჭრა.როგორც ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გია გელაშვილი განმარტავს, სოფელეში სროლის ხმები დღეს რამდენიმე წუთის განმავლობაში ისმოდა. ოჯახი, რომელიც ინციდენტის შედეგად დაზარალდა ამ სოფელში, ბოლო ქართულ საგუშაგოსთან ცხოვრობს. ნინო კობერიძეს სამედიცინო მკურნალობა ამ წუთებში გორის ჰოსპიტალში უტარდება. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowცირკი "შაპიტო" გორში დევნილი ბავშვების წინაშე წარსდგა12:35 AM - 10 July 2011

9-10 ივლისს სამაჩაბლოდან დევნილი 400 ბავშვი ქალაქ გორს ესტუმრა,მათთვის მოძრავმა ცირკმა “შაპიტომ” არნახული და დაუვიწყარი სანახაობა გამართა.არაჩვეულებრივი სანახაობით მოხიბლული ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და ლამაზი დღის ჩუქებისთვის მადლობას გამოხატავდნენ ორგანიზატორების მიმართ,შეგახსენებთ რომ აღნიშნული ღონისძიება ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით და ორგანიზებით, ასევე გორის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით მოეწყო. პატარებმა მაჟორიტარი დეპუტატისგან მსგავსი ღონისძიებების დაპირება მიიღეს. ...
read more იხილეთ სრულად
news arrow 20–მდე დევნილ ბავშვს “ბომბორას” პარკმა და “ბაო ბაბიმ” უმასპინძლა12:09 AM - 10 July 2011

8 ივლისს ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასისშვილის,სითი სპორტის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ჟურნალი “ნათლიას” და ჟურნალი "ლიახვის ხეობის" ხელმძღვანელობით კოდაში მცხოვრები 20 სკოლის მოსწავლე თბილისში იმყოფებოდა,დევნილ ბავშვებს შესაძლებლობა მიეცათ უფასოდ გართობილიყვნენ მთაწმინდის “ბომბორას” პარკში,ასევე ესტუმრნენ გასართობ ცენტრს “ბაო ბაბის”,ჩოგბურთი ითამაშეს საბურთალოს სასწავლო კორტებზე და დღის ბოლოს დაათვალიერეს “თავისუფალი უნივერსიტეტის” სასწავლო ბაზა. ბავშვებს სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ. მსგავსი ღონისძიება მრავალჯერადია, მაჟორიტარი დპუტატის და სხვა ორგანიზატორთა მხარდაჭერით ანალოგიური ღონისძიება ყოველ თვე გაიმართება და მათში მონაწილეობას სხვა დევნილი ბავშვებიც მიიღებენ. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowმოძრავი ცირკი ,,შაპიტო” დევნილ ბავშვებს ესტუმრება09:15 PM - 7 July 2011

ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის, ბადრი ბასიშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით შაბათს და კვირას,9 და 10 ივლისს 12 საათზე ცირკი ,,შაპიტო” რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ბავშვების წინაშე წარსდგება, 2 დღის განმავლობაში 400-მდე დევნილი ბავშვი წარმოდგენას უფასოდ ნახავს. ორგანიზატორთა განმარტებით, ღონისძიების მიზანია რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს ასეთი სახით ომის შედეგად მიღებული ფსიქოლოგიური სტრესი შეუმსუბუქონ და ცხოვრება უფრო გაუხალისონ. მშობლები ამბობენ,რომ ამ მხრივ პატარები განებივრებულები არ არიან და საკუთარი სახსრებითაც ვერ ახერხებენ ბავშვებს ასეთი ლამაზი დღეები აჩუქონ. ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ,,ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის” 09:32 PM - 3 July 2011


დევნილთა ჩასახლებებში საფოსტო ყუთები განთავსდება. იძულებით გადაადგილებული პირების წერილობით შეტყობინებებს ჟურნალი ,,ლიახვის ხეობა” ყუველთვიურად განიხილავს. დევნილ მოსახლეობას ნებისმიერ თემაზე შეეძლება დასვას კითხვა, გამოთქვას საკუთარი პრობლემა ან გამოხატოს საკუთარი აზრი ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. წერილის ავტორს შეუძლია ვინაობა არ გაამხილოს და ყუთში ანონიმური წერილი განათავსოს. ჟურნალის თანამშრომლები ყველა აქტუალურ საკითხსა თუ პრობლემას, რაც საფოსტო ყუთში აღმოჩნდება სიღრმისეულად შეისწავლიან და ხელისუფლებასთან შუამავლობის როლს კიდევ უფრო მეტად განახორციელებენ. ჟურნალისტები წერილებით მიღებული ინფორმაციების საფუძველზე საკითხებს კომპეტენტურ პირებთან დააყენებენ და მათგან მიღებულ პასუხებს ...
read more იხილეთ სრულად
news arrowვინ გვასახელებს 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე?12:10 AM - 28 June 2011


ის ხუთი მედლისა და შვიდი დიპლომის მფლობელია, თანაც სპორტის ამ სახეობაში, ნიჩბოსნობაში ყველაზე პატარაა, ნიჩბოსნობით სულ რაღაც სამი წლის წინ დაინტერესდა, მაგრამ დიდი მონდომებით მოეკიდა კაცურ სპორტს და 13-ჯერ გამართული ტურნირიდან არცერთხელ არ დაბრუნებულა მედლის ან დიპლომის გარეშე, უფრო დაწვრილებით საკუთარი წარმატებების შესახებ, თვითონ გიორგი ელბაქიძე გვიამბობს.
_ გიორგი მოგვიყევი შენი ოჯახის შესახებ და გვიამბე საიდან მოხვდი ნიჩბოსანთა სიაში?
_ ჩემი ოჯახი დევნილი 2008 წლის რუსულ–ქართული ომის შემდეგ გახდა, ჩვენ ბაზალეთის ტბაზე დევნილთა ჩასახლებაში დაგვასახლეს და დღემდე ჩემს ოჯახთან ...
read more იხილეთ სრულად
news arrowსტიქია საქართველოში - დაღუპულები, დაკარგულები და 10 მილიონზე მეტი ზარალი11:49 AM - 21 June 2011

 შაბათს საღამოს რიკოთის უღელტეხილზე მოვარდნილმა ღვარცოფმა და მეწყერმა 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 ადამიანი დაკარგულად ითვლება. მაშველები დაკარგულებს კვირას, მთელი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდნენ. დადგენილია, რომ დაღუპულები რესტორან "რიკოთის" თანამშრომლები იყვნენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან, გადაუღებელი წვიმისა და სეტყვის შემდეგ მთიდან მეწყერი და ნიაღვარი მოულოდნელად წამოვიდა.

რიკოთის გვირაბთან დაზიანდა ცენტრალური ავტომაგისტრალი, რამაც მოძრაობის შეწყვეტა გამოიწვია. მთელი ღამის განმავლობაში შესაბამისი სამსახურები სამაშველო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

ორი დღეა შემთხვევის ადგილზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები გეოლოგებთან ერთად მუშაობენ. სპეციალისტებმა უღელტეხილზე არსებული მდგომარეობა შეისწავლეს. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowლიახვის ხეობის მაჟორიტარმა დეპუტატმა უკიდურესად გაჭირვებულ კასრაძეებს სასურსათო პროდუქტი გაუგზავნა 10:16 PM - 12 June 2011


ხელისუფლება საქაშეთის ჩასხლებაში მცხოვრები კასრაძეების მიმართ დაპირებული ყურადრების განხორციელებას აქტიურად აგრძელებს, ამჯერად სოციალურად დაუცველმა ოჯახმა ხელისუფლებისგან სასურსათო პროდუქტი მიიღო. მარტოხელა მოხუცის განმარტებით, ყოფილა შემთხვევები, როდესაც ბავშვებს მშივრებსაც კი დაუძინიათ, რადგან ოჯახს პენსიის გარდა არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. უნარშეზღუდული მოხუცი შვილიშვილებისთვის სადილის მომზადებას დიდი სირთულეების შედეგად ახერხებს. გაჭირვებულ ოჯახს ხშირად მეზობლები ეხმარებიან.ხელისუფლების წარმომადგენლები კასრაძეების ვითარებას უმძიმესს უწოდებდნენ, და აღნიშნვადნენ, რომ მიუხედავად ოჯახის ზოგიერთი ნათესავის გულგრილობისა, მოხუც ქალბატონსა და ამ ეტაპზე უდედმამო ბავშვებს ყურადრებას ისინი არ მოაკლებენ. ქურთის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ...
read more იხილეთ სრულად
news arrowპრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის საჩუქარი გაჭირვებულ დევნილ ოჯახს10:03 PM - 12 June 2011


დავით ტყეშელაშვილის მიერ გამოგზავნილი ელექტრო ენერგიის ვაუჩერი ლიახვის ხეობის მაჟორიტარის გორის ბიურის ხელმძღვანელმა კასრაძეების ოჯახს, საქაშეთის ჩასახლებაში პირადად ჩაუტანა. რევაზ კახნიაშვილი მოხუც ქალბატონსაც გაესაუბრა და დაპირდა, რომ მათი მხრიდან ყურადღება არასოდეს მოაკლდებათ. ქემერტიდან დევნილი ელენე კასრაძე გამოჩენილი ყურადრებით კმაყოფილებას გამოთქვამდა. მარტოხელა მოხუცი აგვისტოს ომის შემდეგ 2 მცირეწლოვან შვილიშვილს ზრდის. მათ მდგომარეობას ელექტროენერგიის გარეშე ყოფნაც ართულებს, დავალიანების გამო მათ ამჟამად დენი არ მიეწოდებათ. ხელისუფლების მიერ გამოჩენილ ყურადღებას მეზობლებიც დადებითად აფასებდნენ, რადგან ბავშვების პირადობის მოწმობების გამოტანა ომის დროს სოფლიდან ვეღარ მოხერხდა ...
read more იხილეთ სრულად
news arrowსაფრანგეთის მრევლის დახმარებით დევნილ ბავშვებს ოპერაცია გაუკეთდებათ11:40 PM - 10 June 2011

დევნილმა ოჯახებმა საფრანგეთის მრევლისგან დახმარება მიიღეს. დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტის - მეუფე აბრაამის ლოცვა-კურთხევით პარიზში, წმინდა თამარ მეფის სახელობის ტაძრის სამრევლომ საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა. მრევლმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ შემოსული თანხით საქართველოში დევნილ და შეჭირვებულ მოსახლეობას დაეხმარონ.

აღნიშნული მისიით საქართველოში მამა ანტონ კანდელაკი ჩამობრძანდა, რომელიც თავადაც დევნილი გახლვათ. მამა ანტონმა, მეუფე აბრაამმა და დევნილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა დღეს აღნიშნული დახმარება 2 დევნილ ოჯახს გადასცეს.
დევნილ ბავშვებს და მათ მშობლებს მეუფე აბრაამი, მამა ანტონი და მინისტრი კობა სუბელიანი დღეს შეხვდნენ და ...
read more იხილეთ სრულად
news arrowგორში 22 წლის ახალგაზრდა ცივი იარაღით მოკლეს11:32 PM - 10 June 2011

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულია 1989 წელს დაბადებული დავით ქვლივიძე, რომელმაც 2011 წლის 9 ივნისს, გამთენიისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის გამოყენებით, გულ-მკერდისა და ყელის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 1989 წელს დაბადებულ სოფრომე ქინქლაძეს, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით. საქმეს იძიებს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowქართულ-ოსური მოლაპარაკების მაგიდა თურქეთში09:59 PM - 6 June 2011

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ , ცხინვალთან ჩაკეტილი
საკომუნიკაციო სივრცე თანდათან ირღვევა. პერმანენტულად
იზრდება ცხინვალში განსხვავებული აზრის
მქონე ადამიანების რიცხვი , რომლებიც საკუთარ პოზიციას
ღიად , სერიოზული რისკის ფასად აფიქსირებენ. სხვადასხვა
საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დახმარებით ქართველი
და ოსი აქტიური საზოგადოება დიალოგის მაგიდას
შემოუსხდა და ურთიერთობისა და ნდობის აღდგენის მიზნით
ერთმანეთს საკუთარ შეხედულებებს უზიარებს. საქართველოში
დღეს ამ კუთხით არაერთი პროექტი ხორციელდება.
ბოლო შეხვედრა თურქეთში ქართულ-ოსური სამოქალქო
ფორუმის წევრთა შორის გაიმართა. მეგი ბიბილური , რომელიც
გორში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაცია მეგობრობის
ხიდი - ...
read more იხილეთ სრულად
news arrow გორიდან ,,პატრიოტთა“ პირველი ნაკადი გაემგზავრა 11:02 PM - 31 May 2011

28 მაისს გორიდან ,,პატრიოტთა“ პირველი ნაკადი ანაკლიის საერთაშორისო საზაფხულო ბანაკისკენ გაემგზავრა. გორში არსებული კერძო სკოლების წარჩინებული მოსწავლეებისგან შემდგარი 10 კაციანი ჯგუფი ბანაკში ერთ კვირას დარჩება.
გორიდან წელს ,,პატრიოტის“ პროგრამით მხოლოდ კერძო სკოლების 14-დან 17 წლამდე ასაკის 25 წარჩინებული მოსწავლე ისარგებლებს. მათი გამგზავრება ორ ეტაპად განხორციელდება. ანაკლიაში ,,პატრიოტთა“ მეორე 15 კაციანი ჯგუფი ივნისის პირველ ნახევარში გაემგზავრება. ისინი ბანაკში 10 დღეს დარჩებიან. ,,პატრიოტთა” ტრანსპორტირების ხარჯებს ადგილობრივი ბიუჯეტი, ხოლო დასვენების ხარჯებს კი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო დაფარავს.

"პატრიოტის" მიზანია სოციალური ...
read more იხილეთ სრულად
news arrowძალადობა ჟურნალისტებზე09:23 PM - 25 May 2011

21 მაისს დედაქალაქსა და ბათუმში ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით დაწყებულ საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტებს აკავებენ, გადაღების საშუალებას არ აძლევენ, შეურაცხყოფენ და ჟურნალისტურ მასალებს ართმევენ.22 მაისს ნეტგაზეთის ჟურნალუსტს თამაზ კუპრეიშვილს „სახალხო კრების" ლიდერის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბუჯანაძის შვილმა ანზორ ბიწაძემ დროშის ტარი მუცელში უთავაზა იმ დროს, როცა ჟურნალისტი ბურჯანაძისგან კომენტარის აღებას ცდილობდა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.„ნინო ბურჯანაძემ მითხრა, წადი და კომენტარი პოლიციელებისგან აიღეო, ამ დროს მისმა შვილმა, რომელიც იქვე იმყოფებოდა დროშის ტარი ...
read more იხილეთ სრულად
news arrowჰუმანიტარული აქცია კოდის დევნილთა ჩასახლებაში09:50 PM - 18 May 2011

საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი ბასიშვილის, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და გერმანული კომპანია "ჰუმანა"-ს ინიციატივით თეთრიწყაროს რაიონ სოფელ კოდაში ჰუმანიტარული აქცია ჩატარდა.
გერმანული კომპანია "ჰუმანა"-ს საკვები საჩუქრად გადაეცა სოფელ კოდაში მცხოვრებ 0-3 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს.
საქართველოს პარლამენტის წევრმა ბადრი ბასიშვილმა, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად კომპანია "ჰუმანა"-ს საჩუქრები მშობლებს პირადად გადასცა.
...
read more იხილეთ სრულად
news arrowცხინვალის რეგიონიდან მიცვალებულის ნეშტი გადმოასვენეს07:20 PM - 18 May 2011

პირველი პრეცენდენტი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. წეროვანში მცხოვრებმა გაგნიძეებმა 3 წლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიიდან ოჯახის წევრის გადმოსვენება შეძლეს, რაშიც მათ "წითელი ჯვარი" დაეხმარა. თამარაშენიდან დევნილმა ელგუჯა გაგნიძემ მეუღლის გადმოსვენებული ნეშტი წეროვნის სასაფლაოზე დაკრძალა. 59 წლის თამარ ზაბახიძე იმ დროს დაიღუპა როდესაც მეუღლესთან ერთად თამარაშენიდან მდინარე ლიახვიზე გადმოსვლას ცდილობდა, ხელიდან ჩანთა გაუვარდა და მისი აღების მცდელობისას მდინარის დინებამ ცხინვალის მიმართულებით წაიღო, ელგუჯა გაგნიძე იძულებული გახდა საომარი მოქმედებების ფონზე საკუთარი თავი მაინც გადაერჩინა და მდ. ლიახვზე მეუღლის გარეშე გადავიდა. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowჩეხი დიპლომატის ვიზიტი კარალეთში10:33 PM - 14 May 2011


საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი და მინისტრი კობა სუბელიანი კარალეთის დევნილთა ჩასახლებას ესტუმრნენ.
საგარეო მინისტრმა ჩეხეთის მთავრობის დახმარებით გორის რეგიონში არსებული ოჯახური ზრუნვის სამსახური დაათვალიერა და დევნილ მოსახლეობას გაესაუბრა. ოჯახური ზრუნვა ეს არის სამედიცინო და სოციალური სერვისი როგორც დევნილი, ისე სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის.„მინისტრთან ერთად იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი სახლები მოვინახულეთ. მინდა ვთქვა, რომ საქართველოს მთავრობასთან ერთად, ჩვენ ამ ადამიანებისთვის ნორმალური პირობების შესაქმნელად ბევრი ვიშრომეთ. დღეს, მე ამ შრომის შედეგს ვუყურებ და კმაყოფილი ვარ. ამ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowცხინვალის დე-ფაქტო სამინისტროს განცხადება03:41 PM - 7 May 2011

ცხინვალის დეფაქტო რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტროს აზრით, დასავლეთის მხრიდან გაკეთებულმა განცხადებამ , საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ, შესაძლოა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის მისამართით ახალი სამხედრო აგრესია გამოიწვიოს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

დე-ფაქტო სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ქეთრინ ეშტონის განცხადება, რომელმაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ცხინვალში ვიზიტი გააკრიტიკა, "საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლებს ახალი აგრესიისკენ უბიძგებს" .

ცხინვალის რეჟიმის საგრეო უწყების აზრით, ევროკავშირის წარმომადგენლის ამგვარი განცხადებები "სამწუხარო და გასაკვირია". "დროა, დასავლეთმა არსებული რეალობიდან, რომელიც ოცი წლის შინ ...
read more იხილეთ სრულად
news arrow რუსმა ოკუპანტებმა 22 წლის ნიკა ჯონჯუა ცემით მოკლეს09:45 PM - 25 April 2011

რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონის სოფელ დიხაზურგაში 22 წლის ნიკა ჯონჯუა ცემით მოკლეს. ხუთი დღის წინ ჯონჯუასთან ერთად დაკავებული მისი ნათესავის ადგილსამყოფელი კი ამ დრომდე უცნობია. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა თორნიკე კილანავამ განაცხადა, ოკუპანტებმა ჯონჯუა ეანდენიმე დღის წინ სახლიდან წაიყვანეს, რუს ძალოვნებს გაყვნენ ჯონჯუას დედა და ნათესავი. რუსებმა დედა მალე გაათავისუფლეს, ხოლო 22 წლის ახალგაზრდის ცხედარი, რომელსაც ფიზიკური ძალადობის კვალი აღენიშნება, სახლში მიიტანეს. “ეს ადამიანი ცემითაა მოკლული ეს შეგვიძლია დანამდვილებით ვათქვათ. ჩვენთვის უცნობია მისი ნათესავის ბედი”, - ...
read more იხილეთ სრულად
news arrowკოკოითის მხარდამჭერი ე. წ. პარლამენტარები ბროვცევის მთავრობის გადაყენებას ითხოვენ09:41 PM - 25 April 2011

ე.წ. სამხრეთ ოსეთის საპარლამენტო კომისია დე-ფაქტო მთავრობის მუშაობას ნეგატიურად აფასებს და არ გამორიცხავს, რომ პარლამენტმა პრემიერ ვადიმ ბროვცევის მთავრობას უნდობლობა გამოაცხადოს.

ამის შესახებ ცხინვალში გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე კომისიის წევრებმა ამირან დიაკონოვმა და გენადი კოკოევმა განაცხადეს.

მათი განცხადებით, ბროვცევის მთავრობამ მოყოლებული გასული წლის მაისიდან, ვერ შეძლო იმ გამოწვევებთან გამკვლავება, რაც საფინანსო და სარეორგანიზაციო თვალსაზრისით არსებობდა.

“ჩვენი კომისია მიუკერძოებლად, შეფასებების გარეშე წარმოადგენს დოკუმენტებს. ახლა პარლამენტმა უნდა გადაწყვიტოს გვჭირდება თუ არა ასეთი მთავრობა”, - განაცხადა გენადი კოკოევმა და დასძინა, ...
read more იხილეთ სრულად
news arrowახალგორელებმა სააღდგომოდ ახალგორში შესვლა მოახერხეს09:33 PM - 25 April 2011

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით ახალგორელები რაიონში რუსულმა მხარემ, მხოლოდ რუსულად თარგმნილი და ნოტარიულად დამოწმებული პირადობის მოწმობების, ხოლო ქართულმა მხარემ გამგეობის მიერ გაცემული ცნობების საფუძველზე შეუშვა.

როგორც ახალგორის რაიონის ყოფილმა გამგებელმა ზურაბ ფეცხელაურმა განაცხადა, რაიონში შესვლასთან დაკავშირებით, პრობლემა არავის შექმანია, მათ შორის იმ ადამიანებსაც, ვინც ახალგორში ჩაწერილი არ არის.

ფიცხელაურის ინფორმაციით, დღესასწაულთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ საზღვარს უამრავი ადამიანი კვეთს.

“ვინც ჩაწერილები არიან იმ ადამიანების 90 პროცენტი ხომ ისედაც შევიდა რაიონში და პლუს კიდევ 2000-ზე მეტი ადამიანი, რომლებზეც დროებითი ცნობები გავეცით”, ...
read more იხილეთ სრულად
news arrowხვალ გორში ,,ოქონობის“ სახალხო დღესასწაული აღინიშნება09:30 PM - 25 April 2011

,,ოქონობის“ დღესასწაულზე ჩვეულებისამებრ მრავალფეროვანი ღონისძიებები ეწყობა. დღე ტრადიციულად ოქონის ნიშთან დაიწყება, სადაც 9:00 საათიდან სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა) სადღესასწაულო წირვა-ლოცვას ჩაატარებს. წირვის შემდეგ მრევლი სამლოცველო მსვლელობით ქალაქის ქუჩებს შემოივლის. შემდეგ კი მეუფე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქრისტეს 12 მოციქულის სახელზე 12 ნერგს დარგავს.ღონისძიებები გაგრძელდება გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახლმწიფო დრამატულ თეატრში კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ჯაზ-ჯგუფი „კანუდოსი“, მუსიკალურ პროექტ ,,ჯეოსტარი 2010“-ის გამარჯვებული ოთო ნემსაძე და ადგილობრივი შემსრულებლები. 15:00 საათზე შიდაქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი და ...
read more იხილეთ სრულად
news arrow სასწაული სვეტიცხოველში12:44 PM - 22 April 2011


21 აპრილს დაახლოებით ღამის პირველ საათზე, სვეტიცხოვლის აღმოსავლეთ კედელზე წმინდა ნიკოლოზის გამოსახვის თვითმხილველი უამრავი ადამიანი გახდა. მოვლენა, რომელიც უკვე მოინათლა სასწაულად და რომელზეც უკვე მთელი ქვეყანა ლაპარაკობს, მირონის ხარშვის დროს მოხდა. ასეულობით ღამისმთეველი მრევლის თვალწინ ტაძრის აღმოსავლეთ კედელზე უეცრად წმინდა ნიკოლოზის გამოსახულება გამოჩნდა.
– რა თქმა უნდა, დიდი მადლისა და წმინდა ნიკოლოზის მფარველობის ნიშანია ის, რაც მოხდა, მაგრამ გეტყვით, რომ სასულიერო სფეროში ასე თუ ისე, ღრმად ჩახედული პირისთვის მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ოჯახური ძალადობის თემაზე გამართული კონკურსის გამარჯვებულები ჯონ ბასმა დააჯილდოვა08:45 PM - 21 April 2011

ამერიკის ელჩი გორში იმყოფებოდა, ჯონ ბასი აშშ საელჩოს დაფინანსებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში გამართული კონკურსის შედეგებს გაეცნო და გამარჯვეულთა დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო. პროექტის ფარგლებში ჩატარდა 2 კონკურსი სადაც კანდიდატებს ნახატები და პიესები უნდა წარედგინათ ოჯახური ძალადობის თემაზე.
,,მოხარული ვარ რომ კვლავ შიდა ქართლის რეგიონში ვიმყოფები ეს პროექტი ძირითადად ადგილნაცვალ პირთა ჩასახლებებში განხორციელდა. ჩნობილია, რომ ამ რეგიონში ომის შემდეგ ოჯახური ძალადობის ფაქტები საკმაოდ გახშირდა. ასეთი პროექტების განხორციელებით ვცდილობთ ჩვენი წვლილი შევიტანოთ მოსახლეობის გაცნობიერებასა და მასზე საზოგადოების მიერ ყურადღების ...
read more იხილეთ სრულად
news arrowინციდენტი ცხინვალის ცენტრში12:35 AM - 20 April 2011

ცხინვალის ცენტრში გუშინ საღამოს სროლის ხმა ისმოდა. დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავების ინფორმაციით, ავტომობილის კორტეჟიდან, რომელშიც რუსი სპორტსმენები იმყოფებოდნენ, ადგილობრივ მილიციას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი ცეცხლი გაუხსნეს. ოსური საინფორმაციო სააგენტოების მტკიცებით, მანქანაში იმყოფებოდნენ რუსეთის მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯამბოლატ თედეევი (მეტსახელად დიკი), დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ანატოლი ბარანკევიჩი და რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ მამიაშვილი. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის შ.ს.ს –ს პრესსამსახურში განაცხადეს, რომ არა ცხინვალელი ძალოვანების თავშეკავება, სისხლისღვრის თავიდან აცილება შეუძლებელი იქნებოდა. ...
read more იხილეთ სრულად
news arrow,,ლიახვის ხეობა” ახალ ნომერში გორის უნივერსიტეტის რექტორის შესახებ გიამბობთ10:29 PM - 16 April 2011

ჟურნალის ახალი ნომრის ერთ-ერთი სტუმარი გორის უნვერსიტეტის რექტორი იქნება. მკითხველს საშუალება ექნება უკეთესად გაიცნოს გიორგი სოსიაშვილი და შეიტყოს იმ სიახლეების შესახებ, რომელიც გორის უმაღლეს სასწავლებელში სწორედ მისი ინიციატივით იქნა დანერგილი. რა აკავშირებს გიორგი სოსიაშვილს ლიახვის ხეობასთან და რა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს იგი დევნილი სტუდენტებისთვის. როგორ აფასებს საკუთარ თავს როგორც მამას და როგორც უნივერსიტეტის რექტორს. რას მოითხოვს საკუთარი თავისგან და თანამშრომელბისგან. გადატვირთული სამუშაო დღის რეჟიმი და განტვირთვისთვის აუცილებელი წერა პროზაში. ყოფილი ჟურნალისტის განვლილი მოღვაწეობის გზა რექტორის თანამდებობამდე. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowჩვენ ვეხმარებით რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ცხინვალის რეგიონის ინვალიდ ბავშვებს04:11 PM - 16 April 2011


ჩვენ ვეხმარებით რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ცხინვალის რეგიონის ინვალიდ ბავშვებს

პროექტში მონაწილეობენ:
ფოცხიშვილების ცეკვის აცადემია
ქართული ხმები
თეტრალური კვარტეტი
თბილისური კვარტეტი
სოსო ნარიმანიდძე

ჩვენ დავბრუნდებით!
მობრძანდით!
ერთად დავეხმაროთ დევნილ ინვალიდ ბავშვებს!

პროექტის ორგანიზატორები:
ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო,
ჟურნალები `ლიახვის ხეობა~ და მართლმადიდებლური ჟურნალი `ნათლია~
ღონისძიების მხარდამჭერები: შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის ადმინისტრაცია, ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო

შემოსული თანხა გადაერიცხებათ ცხინვალის რეგიონის უნარშეზღუდულ ბავშვებს

საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება ...
read more იხილეთ სრულად
news arrowაგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები დევნილებს ეხმარებიან11:56 PM - 13 April 2011

აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე შიდა ქართლის რეგიონს სტუმრობდა. უნივერსიტეტის ინიციატივით, სოფელ კარალეთში ჩასახლებულ ხაჭაპურიძეების ოჯახს,აგრონომიული ფაკულტეტის სტუდენტები საგაზაფხულო სამეურნეო საქმიანობებში დაეხმარნენ.
დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილმა ოჯახმა ორი შვილი საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაკარგა. უნივერსიტეტის სტუდენტები მსგავს აქციებს მომავალშიც განახორციელებენ.
ლაშა გოცირიძე: ,,აგრონომიული ფაკულტეტის სტუდენტებმა ქურთადან დევნილ გაჭირვებულ ოჯახს საგაზაფხულო სამუშაოების წარმოებაში დახმარება აღმოუჩინეს. ეს იყო ძალიან კარგი საქმე, თუ გავითვალისწინებთ ამ ოჯახის მძიმე მდგომარეობას.“ ...
read more იხილეთ სრულად
news arrow დევნილებმა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მიიღეს06:47 PM - 12 April 2011

"იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების პროექტის" ფარგლებში დევნილებს სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ.
სასოპლო სამეურნეო ტექნიკა საქაშეთისა და შავშვების დევნილი და ადგილობრივი თემის სერვის ჯგუფებმა მიიღეს.
აღნიშნული ღონისძიება სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის გადაცემის მესამე ეტაპია. "ქეა"–მ 2010 წელს ანალოგიური ტექნიკა სკრის, ბებრბუკის, ახალსოფლის, კოდას, შაუმიანისა და ხურვალეთის სერვის ჯგუფებს გადასცა. თითოეული ჯგუფისთვის მიწოდებული ტექნიკის ღირებულება 130 ათასი დოლარია. პროექტის ფარგლებში ხდება ჯგუფების მუდმივი ტრენინგი ბიზნეს გეგმის შედგენის, ბუღალტერიასა და მსგავს საკითხებზე. ჯამში, აღნიშნულმა ჯგუფებმა 70 682 ...
read more იხილეთ სრულად
news arrowუნარშეზღუდული ბავშვების დასახმარებლად09:47 PM - 11 April 2011



რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ, ცხინავლის რეგიონის უნარშეზღუდული ბავშვების დასახმარებლად, 16-17 აპრილს ქ. გორში და კოდაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. პროექტში მონაწილეობას იღებენ: ,,ფოცხიშვილების ცეკვის აკადემია”, ,,თეატრალური კვარტეტი”, ,,ქართული ხმები” ,,თბილისური კვარტეტი”. ღონისძიება ეწყობა: ლიახვის ხეობის მაჟორიტარის ბიუროს, ჟურნალების ,,ლიახვის ხოება”და ,,ნათლია”-ს, ასევე საეკლესიო მაღაზია ,,მადლის” ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია,ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო. საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება 16 აპრილს კოდის დევნილთა ჩასახლებაში, 17 აპრილს გორის კულტურის სახლში. დასაწყისი 17 საათზე. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო არასამთავრობო ორგანიზაციებმა დააჯილდოვეს08:39 PM - 11 April 2011


გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო აქტიური თანამშრომლობისათვის სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პრიზითა და სიგელით დააჯილდოვა. ჯილდო საკრებულოს გადაეცა პროექტ ,,ხალხის მანიფესტში“ მონაწილეობისათვის, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსდა.
პროექტი მიზნად ისახავდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის დონის ამაღლებას.
პროექტის ფარგლებში მოსახლეობა ესწრებოდა საკრებულოს სხდომებსა, სხვადასხვა შეხვედრებს და ითხოვდა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მათთვის საჭირბოროტო პრობლემების გადასაწყვეტად.
პროექტის ორგანიზატორთა რჩეული შიდა ქართლში ...
read more იხილეთ სრულად
news arrowომის შედეგად დაზარალებული-აქტიური საზოგადოება11:07 PM - 8 April 2011

გორში სათემო განვითარების კავშირის პრეზენტაცია მოეწყო. სასტუმრო ,,ვიქტორიის“ სააქტო დარბაზში გამართულ შეხვედრას, ადგილობრივებთან ერთად ახლად ჩამოყალიბებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებიც მუშაობას საკუთარ თემებში აწარმებენ. პრეზენტაციის ორგანიზატორტა განმარტებით ომის შემდეგ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულები განსაკუთრებულ დახმარებას და მხარდაჭერას საჭიროებენ. სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი მხარისთვის დამახასიათებელ პრობლემებზე ისაუბრეს და მათი გადაჭრის პრიორიტეტების ასახვა სხვადასხვა პროექტებში დაგეგმეს.ერთერთ მთავარ საკითხად საზღვრის პირა სოფლებში არსებული სარწყავი წყლის პრობლემა დასახელდა,ყურადღება გამახვილდა ასევე ახალგაზრდებისთვის დამახასიათებელ თემებზე. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მათი გააქტიურებისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი ღონისძიებებია განსახორციელებელი.დასახელებული საკითხების ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ქართულ-ოსური საინფორმაციო სივრცე10:47 PM - 8 April 2011

დედაქალაქში გაეროსა და ევროკავშირის მხარდაჭერით ერთობლივ საინფორმაციო სივრცეს შექმნიან. ამსტერდამში ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმი გაიმართა, სადაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ჰოლანდიელ პარტნიორებთან ერთად ერთობლივი საინფორმაციო სივრცის შექმნაზე შეთახმდნენ. პროექტის თანახმად, ქართული მხრიდან გაგზავნილ ინფორმაციას ოსური მხარე გაზეთის მეშვეობით გაავრცელებს მოსახლეობაში. უფრო დეტალურად აღნიშნული პროგრამის შესახებ ქართული დელეგაციის ხელმძრვანელი, კოალიცია ”დევნილთა უფლებებისთვის” პრეზიდენტი ზურაბ ბენდიანიშვილი გვესაუბრება:

“ასეთი საქმიანობის საჭიროება წამოვიდა იქედან, რომ განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ საინფორმაციო ნაკადი ერთ და მეორე მხარესაც არის ან პროვოკაციული ან აგრესიული,რაც ნამდვილად არ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowგორის ცენტრში შერჩეული მემორიალის დადმგა გადაიფიქრეს11:06 PM - 5 April 2011

ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული თამარ კვესიტაძის პროექტი „ამაოებას არ ამოება“ შესაძლოა გორის ცენტრში აღარ დაიდგას.  თამარ კვესიტაძის ქანდაკება გორის ცენტრალურ მოედანზე - იქ, სადაც სტალინის ძეგლი იდგა - მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა დადგმულიყო. მონუმენტი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა და სტალინური საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება. კვესიტაძის პროექტზე რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტმაც ისაუბრა. მისი შეფასებით, ეს არის ძეგლი არა უბრალოდ ომში დაღუპულთა და რეპრესიების მსხვერპლთა, არამედ "არის იდეა საქართველოსი". კულტურისა ...
read more იხილეთ სრულად
news arrowმინისტრმა ლიტვის დელეგაციას წეროვანში უმასპინძლა11:04 PM - 5 April 2011

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი წეროვანში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთოს თავმჯდომარეს - აუდრონიუს აჟუბალისის შეხვდა. ლიტვის დელეგაციამ დევნილთა ჩასახლება დაათვალიერა, წეროვანის სკოლას ესტუმრა და დევნილთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.
საგარეო მინისტრი დაინტერესდა დევნილთა დასაქმებით, აქვთ თუ არა მიწები და არიან თუ არა ჩართულები სოფლის მეურნეობაში, რა პროგრამები და პროექტები ხორციელდება მათთვის. დაინტერესდა, რა გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე დგას დევნილი მოსახლეობა. პასუხად კი მიიღო, რომ დევნილი მოსახლეობის უმთავრესი გამოწვევა თავიანთ სახლებში დაბრუნებაა.
სტუმარმა ოპოზიციის მიერ მიწოდებული ინფორმაციაც ...
read more იხილეთ სრულად
news arrow„ერთად ჩვენ შევძლებთ“11:04 PM - 5 April 2011


სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ პროექტის - „ერთად ჩვენ შევძლებთ“ შედეგებისა და მიღწევების პრეზენტაცია გაიმართა. პროექტი დევნილი მოსახლეობის სოციო-ეკონომიკურ ინტერგრაციასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურ მონაწილეობას ეხება. პროექტის ფარგლებში დევნილებმა სხვადასხვა სახის მცირე ბიზნესი წამოიწყეს და თვითდასაქმებულები არიან.
შემაჯამებელი შედეგების პრეზენტაციაზე პროექტის შედეგები და მიღწევები განიხილეს. პროქტი „ერთად ჩვენ შევძლებთ“ მიზნად ისახავს დევნილთა ინტეგრაციისა და თვითრეალიზაციის ხელშეწყობას.
პროექტი ევროკავშირმა დააფინანსა და მისი ბენეფიციარი 35 000 დევნილია. 100-მდე დევნილმა მიიღო გრანტი მცირე ბიზნესის დასაწყებად და საკუთარი მეურნეობის განსავითარებლად. 2 200-ზე მეტმა დევნილმა კი გაირა უფასო ...
read more იხილეთ სრულად
news arrowზურაბ არსოშვილმა და ბადრი ბასიშვილმა დევნილები შეშით მოამარაგეს 01:38 PM - 26 March 2011

შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა ბადრი ბასიშვილმა ხურვალეთის ჩასახლების დევნილებს შეშა მიუტანეს. ხურვალეთის გარდა შეშას მიიღებენ სკრის და საქაშეთის ჩასახლებებში მცხოვრები იძულებით გადააადგილებული პირები. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეს ის ჩასახლებებია, რომლებიც ბუნებრივი აირით არ მარაგდება. არსოშვილი და ბასიშვილი ხურვალეთში მცხოვრებ დევნილებს უახლოეს ხანში საკარმიდამო ნაკვეთების უფასოდ დამუშავებას და სიმინდის დათესვასაც დაპირდნენ. მათი განცხადებით ამ დახმარებას შიდა ქართლის რეგიონის ყველა ჩასახლება მიიღებს ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ქართლოსის ახალი პროექტი “შიდა ქართლში მცხოვრები ქართველი და ოსი ახალგაზრდების მხარდაჭერა”03:17 PM - 25 March 2011

ქართლოსმა ახალი პროექტის ფარგლებში საქართველოში მცხოვრებ ოსებთან და შერეული ოჯახის წარმომადგენლებთან აქტიური მუშაობა დაიწყო.
პროექტის მიზანია: შიდა ქართლში მცხოვრები ოსების და შერეული ოჯახის წარმომადგენლების თემთა მობილიზაცია, მათი სამშვიდობო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობა და არსებული პოტენციალის გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონში მშვიდობის მშენებლობის პროცესსა და ქართულ-ოსურ თემთა შორის დიალოგის განვითარებას.
პროექტი ხორციელდება გორის , კასპის და ქარელის რაიონის შემდეგ სოფლებში: (ქვემო შავშვები, წითელუბანი, დიდი ხურვალეთი, ნაწრეტი, გამდლისწყარო, ზადიაანთკარი, ზემო რენე, ნიგოზა, ქვემო რენე, ყარაფილა, თვაურები, ხვითი, გორაკა, ვაკე, პანტიანი, ელბაკიაანთ კარი, ...
read more იხილეთ სრულად
news arrowახაგაზრდების როლი კონფლიქტების დარეგულირებასა და ურთიერთობების დამყარებაში 03:15 PM - 25 March 2011


ქართველ და ოს ახალგაზრდებს ურთიერთ დაახლოებისა და კავშირების დამყარებისკენ პოლიტოლოგმა გია ჯორჯოლიანმა სპეციალურად ჟურნალ ,,ლიახვის ხეობიდან” მოუწოდა. მისი აზრით ახალგაზრდები დღეს უკვე მზად არიან, რომ არა პოლიტიკაზე, არამედ სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხებზე საეთო ენა გამონახონ და ერთად იმსჯელონ ამა თუ იმ სფეროში არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე.
,,_მე ვფიქრობ უფრო თამამად უნდა აიღონ თავიაანთ თავზე პასუხისმგებლობა, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ყველა საკითხის მყისიერი გადაწყვეტა რათქმა უნდა შეუძლებელია, მაგრამ მათ უნდა დაიწყონ მცდელობა ნაბიჯ-ნაბიჯ გადაწყვიტონ უმწვავესი პრობლემები და უპასუხონ იმ ...
read more იხილეთ სრულად
news arrow,,ლიახვის ხეობის“ ახალი ნომრის ერთერთი სტუმარი ზურაბ არსოშვილი იქნება10:21 PM - 17 March 2011

ჟურნალ ,,ლიახვის ხოების“ შეკითხვებს შიდა ქართლის რეგიონის პირველმა პირმა უპასუხა. ზურაბ არსოშვილს დღეს ჟურნალისტი ნინო ჩიბჩიური გაესაუბრა. საუბრის მთავარი თემა დევნილებსა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას ეხებოდა. გუბრენატორმა ინტერვიუში ომის შემდეგ ადგილნაცვალი პირებში არსებული ვითარება შეაფასა და იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც მათ მიმართ ხელისუფლებამ განახორციელა. მან ერთერთ სიახლეზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც დევნილთა და განსახლების სამინისტროს გორში გადატანას უკავშირდება. არსოშვილის შეფასებით, აღნიშნული იდეის მთავარ მიზანს სწორედ დევნილებისთვის დამახასიათებელი პრობლემების ადგილზე შესწავლა და მათი დროული აღმოფხვრა წარმოადგენს.რეგიონის პირველ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowგარდაბნის დევნილთა ჩასახლებას ბადრი ბასიშვილი და დავით კირკიტაძე ესტუმრნენ09:00 PM - 16 March 2011

დიდი და პატარა ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის თანადგომით და ქვემო ქართლის გუბერნატორის დავით კირკიტაძის დახმარებით, გარდაბანში ჩასახლებულმა დევნილებმა საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა დაიწყეს. მოყვანილმა ტრაქტორებმა ის ტერიტორიები მოხნეს, რომლებიც დევნილებს საკუთრებაში აქვთ გადაცემული. მათ უფასოდ გადაეცათ სიმინდის თესლი. როგორც დავით კირკიტაძემ აღნიშნა მოსახლეობასთან შეხვედრისას, დევნილებს დაეხმარებიან არა მხოლოდ პირველადი სასოფლო სამეურნეო სამუშაოების ჩატარებაში, არამედ მათ მოამარაგებენ მინერალური სასუქი გვარჯილის სახით, რაც ხელს შეუწყობს უფრო ჯანსაღი და ნაყოფიერი მოსავლის მოყვანას. თითეულ ოჯახს 24-25 მიასედი მიწის ნაკვეთი აქვს საკუთრებაში გადაცემული.
საქართველოს ...
read more იხილეთ სრულად
news arrow გიორგი ელბაქიძე ტყვეობიდან თავისუფალია11:04 PM - 11 March 2011

დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილი გიორგი ელბაქიძე, რომელიც 2010 წლის 6 ოქტომბერს ოსურმა მხარემ დააკავა, ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია.
გიორგის დაპატიმრების მთავარი მიზეზი დე-ფაქტო საზღვრის უკანონო გადაკვეთა გახდა. იგი ცდილობდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოს-ფრისის მხრიდან შესულიყო. გიორგის თქმით, მთავარი მიზეზი, რამაც მას ამ სახიფათო ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგა, საკუთარი სახლისა და სოფლის ნახვის სურვილი იყო.
დაპატიმრების შემდეგ გიორგი დე-ფაქტო რეჟიმის საპყრობილეში გადაიყვანეს, სადაც 15 თებერვლამდე იმყოფებოდა. როგორც გიორგის მშობლები აღნიშნავენ მათ უწყვეტი სატელეფონო კონტაქტი ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ზურაბ არსოშვილი სიმონე ვოლკენს შეხვდა10:59 PM - 11 March 2011

შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენელს საქართველოში სიმონე ვოლკენს შეხვდა. შეხვედრა გაცნობითი ხასიათისა იყო. საუბარი შეეხო განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო ურთიერთობებს. გუბერნატორის თხოვნით UNHCR საქაშეთის დევნილთა ჩასახლებაში კოლექტიურ ცენტრის აშენებას დააფინანსებს. ადგილობრივი ხელისუფლება კი ცენტრის კომუნიკაციებით უზრუნველყოფას იღებს საკუთარ თავზე. გარდა ამისა, უახლოეს ხანში გორში 3 კოლექტიურ ცენტრის (4 შენობა) გაზიფიცირება მოხდება UNHCR–ის და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი სახსრებით. ადგილობრივი ხელისუფლება შენობებამდე ბუნებრივი აირის მიყვანას უზრუნველყოფს, UNHCR კი მოსახლეობის ...
read more იხილეთ სრულად
news arrowქართულ–ოსური შეხვედრა სოფელ ერგნეთში10:56 PM - 11 March 2011

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 4 საათს გაგრძელდა.ქართულ მხარეს სამხარეო პოლიციის უფროსი შალვა ტრამაკიძე წარმოადგენდა. ოსური მხრიდან შეხვედრას დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოადგილე მერაბ ჩიგოევი ესწრებოდა. ერგნეთის შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით ტარდება. ქართული მხარე 14 დაკავებული მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვდა. ოფიციალურად მათი ვინაობა არ სახელდება. მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ისინი ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართული სოფლების მცხოვრებლები არიან. კომპეტენტური წყაროს ინფორმაციით, 24 თებერვალს დემეტრაშვილი, 2 მარტს სოფელ კოდასთან სხირტლაძე, ხოლო 8 მარტს სოფელ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowმანდატურებმა ომში დაღუპულთა ოჯახებს 8 მარტი მიულოცეს07:46 PM - 9 March 2011

გორში მცხოვრებ 15 ოჯახს მანდატურებმა 8 მარტი მიულოცეს და საჩუქრად საკვები პროდუქტი და ტკბილეულობა გადასცეს. სკოლის მანდატურებმა პირველად ნათელა გოგიძის ოჯახი მოინახულეს, სადაც მათ დედა და 3 არასრულწლოვანი დახვდათ. გოგიძეების ოჯახი ერთ-ერთი მათგანია, რომელმაც აგვისტოს ომში ოჯახის წევრი, ქართველი ჯარისკაცი დაკარგა. მანდატურები მსგავს აქციებში მონაწილეობას მომავალშიც მიიღებენ, როგორც თავად განმარტავდნენ, ისინი მზად არიან ნებისმიერ დროს მხარში დაუდგნენ იმ ოჯახებს, რომლებსაც დახმარება ესაჭიროებათ. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowგორში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა07:43 PM - 9 March 2011

8 მარტს გორში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართა. საზეიმო ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის და მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.
კონცერტი გორის მოსწავლე ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას ადგილობრივი და მოწვეული შემოქმედებითი ჯგუფები იღებდნენ. დარბაზში შეკრებილ ქალბატონებს 8 მარტი შიდა ქართლის გუბენრატორმა ზურაბ არსოშვილმა და სამხრეთ-ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა მიულოცეს.
კონცერტს 600 ქალბატონი დაესწრო, რომელთა შორის იყვნენ დევნილი მანდილოსანებიც. ყველა მათგანს გადაეცა ფასიანი საჩუქარი და ყვავილების თაიგული. აღნიშნული ...
read more იხილეთ სრულად
news arrowძვირფასო ქალბატონებო!11:23 AM - 8 March 2011

ჟურნალი `ლიახვის ხეობა~ გილოცავთ, ქალთა საერთაშორისო დღეს 8 მარტს. მთელი ცხოვრება ყოფილიყავით გაზაფხულივით ლამაზები, და იასავეთ ნორჩები. გისურვებთ სულიერ სიმტკიცეს, ქალურ ბედნიერებას და მალე საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნებას. უფალს ვებარებოდეთ ამინ!!! ...
read more იხილეთ სრულად
news arrowზურაბ არსოშვილმა საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გამართა05:18 PM - 3 March 2011

საკოორდიანციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გამართა გორში შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა. შეხვედრას 20–მდე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომდგენელი ესწრებოდა. მათ იმ პროექტების პრეზენტაცია მოაწყეს , რომლებიც მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს შიდა ქართლის რეგიონში. პროექტები სხვადასხვა მიმართულებისაა და მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის განვითარებას, სახელობო პროფესიების დაუფლებას, მცირე ბიზნესის წამოწყებასა და ხელშეწყობას და სხვა. პროექტები გათვლილია როგორც სოფლის მოსახლეობის დასაქმებაზე, ასევე დევნილთათვის შემოსავლების გაზრდაზე. საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრები პერიოდულად იმართება შიდა ქართლის გუბერნატორის ინიციატივით და მიზნად ისახავს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების კოორდინირებულ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowვიზიტი პოლონეთის პარლამენტში07:59 PM - 21 February 2011

ჟურნალისტმა ნინო ჩიბჩიურმა ინტერვიუ პოლონეთის პარლამენტში ჩაწერა. ის დეპუტატ კრიშტოვ ტისიევიჩს გაესაუბრა და საქართველო-პოლონეთის ურთიერთობის შესახებ ისტორიას დეტალურად გაეცნო.

კრიშტოვ ტისიევიჩი: საქართველო და პოლონეთი მეგობარი ქვეყნები არიან. ორი ქვეყნის პარტნიორული თანამშრომლობის გაღრმავებას ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი და ასეც გრძელდება.

საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასაც.

პოლონეთის პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, ვარშავა არასოდეს აღიარებს სეპარატისტულ რეგიონებს. 2008 წლის აგვისტოს შემდეგ პოლონეთი ერთერთი ის ქვეყანა იყო,რომელმაც ნაომარ ქალაქს სერიოზული დახმარება გაუწია, როგორც ჰუმანიტრული , ისე სხვადასხვა პროექტის განხორცილელების მხარდაჭერის ...
read more იხილეთ სრულად
news arrowგორში ვერხვების ჩასახლებაში ინგლისური ენის და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები გაიხსნა 08:31 PM - 26 January 2011

შიდა ქართლის გუბერნატორის ინიციატივით გორში ვერხვების დევნილთა დასახლებაში ინგლისური ენის და კომპიუტერის შემსწავლელი უფასო კურსები გაიხსნა. პროექტის პრეზენტაცია დღეს ზურაბ არსოშვილმა თავად გააკეთა. პროექტი გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ხელშეწყობით ხორციელდება. პროექტი ერთწლიანია და ამ ხნის მანძილზე ორივე სპეციალობაში იძულებით გადაადგილებული პირების გადამზადება მოხდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. ოფისის ტექნიკური აღჭურვა გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოებამ და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უზრუნველყო. გამგეობა დააფინანსებს პედაგოგების ხელფასებსაც. ...
read more იხილეთ სრულად
news arrow 2010 წელი კონფლიქტის ზონის სოფლებისათვის 12:56 AM - 18 January 2011

2010 წელი ყველაზე მძიმე ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე ქართული სოფლებისთვის იყო. ამას აღიარებს როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია. ცხინვალის მოსაზღვრე სოფლებში პრობლემა კოკოითის ხელისუფლების მიერ გადაკეტილმა სარწყავმა არხებმა შექმნა. გვალვიან ზაფხულში ათასობით ჰექტარი მიწა მოურწყავი, ადგილობრივი მოსახლეობა კი უმოსავლოდ დარჩა. ამის გამო მათი სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ხელისუფლებამ სოფელ ზემო ნიქოზთან ალტერნატიული წყალსაცავი გააკეთა, მაგრამ ამან პრობლემა ბოლომდე ვერ მოაგვარა. წყალსაცავის ზემოთ დარჩენილმა სოფლებმა წყალი მაინც ვერ მიიღეს. ერგნეთის მცხოვრებ ლია ჩლაჩიძის თქმით, მისმა თანასოფლელებმა უმძიმესი წელი გადაიტანეს. შემოდგომით ხელისუფლებამ დაზარალებულ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმი სტამბოლში12:48 AM - 18 January 2011


სტამბოლში 4 დღის განმავლობაში ქართულ-ოსური სამოქალაქო ფორუმის წარმომადგენლების შეხვედრა მიმდინარეობდა. შეხვედრა ლამის ჩაიშალა, რადგან ოსური მხარის პოზიცია მონაწილეობის თაობაზე ბოლო წუთამდე გაურკვეველი იყო. ფორუმის ორი წარმომადგენელი ცხინვალიდან სტამბოლში სხვადასხვა მიზეზის გამო არ ჩავიდა, არადა, ოსურ მხარეს რომ საერთოდ უარი ეთქვა მონაწილეობაზე, ფორუმის იდეა საერთოდ აზრს კარგავდა. მაგრამ ბოლო წუთებში გაზეთ „21-ე საუკუნის“ რედაქტორმა თემურ ცხოვრებოვმა ახალი წევრების შეკრება და თურქეთში ჩაყვანა შეძლო. როგორც ცნობილია, წინა შეხვედრის შემდეგ, რომელიც ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენში გაიმართა, ცხინვალში ფორუმის ოსი ეროვნების წარმომადგენლების დევნა დაიწყო. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowბადრი ბასიშვილი და ზურაბ არსოშვილი ძველით ახალ წელს დევნილ მოსახლეობასთან ერთად შეხვდნენ 01:36 PM - 14 January 2011

გორში მთავარი კონცერტი ძველით ახალ წელს დევნლითა ჩასახლებაში ღია ცის ქვეშ 22 საათზე დაიწყო. შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი ბადრი ბასიშვილი ძველით ახალ წელს დევნილთა ჩასახლებაში შეხვდნენ, კონკრეტულად კი ისინი მურაზ რომელაშვილის ოჯახს ესტუმრნენ და დღესასწაული მიულოცეს. 2008 წლის აგვისტოს ომს სამაჩაბლოდან დევნილი რომელაშვილების ორივე ვაჟიშვილი შეეწირა. ჯავშანსატანკო ბატალიონის კაპრალი გელა რომელაშვილი გმირულად დაიღუპა, მისი ძმა ლეიტენანტი გიორგი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ხელისუფლების წარმომადგენლები, სამთავისისა და გორის მიტროპოლიტი ანდრია და ნიქოზისა და ...
read more იხილეთ სრულად
news arrowსაქართველოს პრეზიდენტი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს უშგულში შეხვდა 10:40 PM - 11 January 2011

          საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს უშგულში, ლამარიის სახელობის ეკლესიაში, უშგულის მოსახლეობასთან ერთად შეხვდა.
მიხეილ სააკაშვილთან ერთად, უშგულში საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე წარმომადგენელიც იმყოფებოდა: განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მელაძე, დიდი და პატარა ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი გოჩა კუპრავა, ...
read more იხილეთ სრულად
news arrow იკორთისა და თირის მონასტრები დანგრევის საფრთხის წინაშე08:34 PM - 10 January 2011

ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი ისტორიული ძეგლები საგანგაშო მდგომარეობაშია. ამის გამო ოსმა ისტორიკოსებმა ხმაური არაერთხელ ატეხეს, მაგრამ მათ ყურადღებას არავინ აქცევს. დე ფაქტო რესპუბლიკის გასული წლის ბიუჯეტში ერთი ტაძრის რესტავრაციაც კი არ ყოფილა გათვალისწინებული. არც 2011 წელს იგეგმება რომელიმე ტაძრის აღდგენა. ისტორიკოსები რესტავრაციას აღარც ითხოვენ, ისინი ახლა დე ფაქტო ხელისუფლებას დაზიანებული ძეგლების კონსერვაციისთვის სთხოვენ თანხის გამოყოფას. საგანგაშო მდგომარეობაში ქართული ხუროთმოძღვრების ცნობილი ძეგლები იკორთისა და თირის მონასტრებია. დე ფაქტო რესპუბლიკის ძეგლთა დაცვის განყოფილების უფროსი, ნელი თაბუევა, ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ იკორთის ეკლესიას ...
read more იხილეთ სრულად
news arrow,,ხსნა არის ღმერთში”08:18 PM - 10 January 2011


უკვე მეორე წელია დევნილები შობის დღესასწაულს მშობლიურ მხარეში ვერ ზეიმობენ. ისტორიულ ეკლესია-მონასტრებს რუსი ოკუპანტები დაეპატრონენ,თუმცა კონკრეტულად რა მდგომარეობაშია მიტოვებული ტაძრები ადგილნაცვალი პირებისთვის ამ დრომდე უცნობი რჩება. დევნილი მრევლი ქრისტიანულ დღესასწაულებს კომპაქტურ ობიექტებში ან ადგილობრივ ტაძრებში ხვდებიან. ისტორიკოსებიც და სასულიერო პირებიც ლიახვის ხეობას ისტორიული ძეგლებით ერთერთ გამორჩეულ მხარედ იხსენიებენ. 2008 წლის აგვისტოს ომმა კი იძულებით გადაადგილებული პირების გარკვეული ნაწილი სამლოცველო კერას დააშორა. საშობაოდ იძულებით გადაადგილებული მრევლი გორის ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა ღვთისომ (სეხნიაშვილი) და დიაკონმა გიორგი კარელიძემ) დალოცეს:
მამა ...
read more იხილეთ სრულად
news arrowთასის მიღმა და ლიგაში დასარჩენად07:59 PM - 10 January 2011

თებერვლამდე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში შესვენებაა, გუნდები არდადეგებზე წავიდნენ, თუმცა ეს ტაიმ-აუტი მწვრთნელ-ფეხბურთელთათვის მხოლოდ ორიოდ კვირა გაგრძელდება. ისინი მალევე შეიკრიბებიან სეზონის განახლებისათვის რიგიანად მოსამზადებლად. შესვენებაზეა უმაღლეს ლიგის ბინადარი ცხინვალის სპარტაკიც, რომლის გამოსვლის შეფასებასაც ჩემპიონატის პირველ ეტაპის მიხედვით ქვემოთ შემოგთავაზებთ.
გასული სეზონის არცთუ ურიგოდ ჩატარების შემდეგ, როდესაც ცხინვალელებმა ლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავეს, ქვეყნის თასზე კი ნახევარფინალში გავიდნენ მიმდინარე სეზონში გულშემატკივარი სპარტაკისგან უკვე უფრო დიდ მიღწევებს ელოდა. თუმცა ჩემპიონატის სტარტი გუნდმა მეტად არასახარბიელო აიღო. სპარტაკი პირველივე ტურებიდან სატურნირო ...
read more იხილეთ სრულად
news arrowკობა სუბელიანმა მედიას 2010 წლის ანგარიში წარუდგინა07:42 PM - 10 January 2011

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა კობა სუბელიანმა მედიას 2010 წლის ანგარიში წარუდგინა. მინისტრმა დევნილთა მიმართ სამოქმედო გეგმის შესაბამისად დევნილთა გრძელვადიან განსახლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 22 000–მა დევნილმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში მიიღო.
მინისტრმა ერთ–ერთ მთავარ მიღწევად სწორედ პრეზიდენტის პირობის შესრულება და დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემა დაასახელა: „მთავარი მიღწევა და მთავარი შედეგი ის არის, რომ პრეზიდენტის პირობა შესრულდა. 22 000–მდე დევნილმა ოჯახმა საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში მიიღო. ეს არის 10 000 ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილი ბავშვები პარლამენტში გამართულ საახალწლო ნაძვის ხის ზეიმს დაესწრნენ09:23 PM - 4 January 2011


საახალწლო დღეებში საქართველოს პარლამენტი ნაძვის ხის ზეიმს მასპინძლობს. ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის, ბადრი ბასიშვილის ინიციატივით, ღონისძიებას, რომელიც 4 იანვარს გაიმართა, დევნილი ოჯახების ბავშვების დაესწრნენ. ზეიმზე მოსულ პატარებს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე მიესალმა და ახალი წლის დადგომა მიულოცა:"მოხარული ვარ, რომ პარლამენტი კვლავაც მასპინძლობს საბავშვო დღესასწაულს, რომელიც განსხვავებულად მომზადდა. მინდა მოგილოცოთ ახალი, 2011 წლის დადგომა და გისურვოთ სიკეთე, ჯანმრთელობა და სურვილების ასრულება. გიყვარდეთ მშობლები, მეგობრები და თქვენი ქვეყანა", - განაცხადა ზეიმის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ. საახალწლო ზეიმზე პატარა მონაწილეებმა საბავშვო სპექტაკლი ...
read more იხილეთ სრულად
news arrow,,სოციალური დახმარების პროგრამა” საახალწლოდ09:15 PM - 4 January 2011


საკრებულოს გადაწყვეტილების შედეგად ქურთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის სამსახურმა წინა საახალწლოდ სოციალური დახმარებების შესახებ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვით 100 ლარიან დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიები: მრავალშვილიანები, 80 წელს გადაცილებულები, უნარშეზღუდულები, დედმამით ობოლი არასრულწლოვანები, უსინათლოები, ტერიტორიული მთლიანობის ბრძოლის დროს დაინვალიდებულები და დაღუპულთა ოჯახები, ასევე გარდაცვალებულთა და ახალშობილთა ოჯახები.ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციის უფრისის ბადრი გოჩაშვილის ინფორმაციით, 2010 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა ლიახვის ხეობიდან დევნილებში 80-ით განისაზღვრა, ხოლო ახალშობილების რიცვმა 160-ს მიაღწია. მისივე განმარტებით, სოციალური დახმარების პროგრამასთან დაკავშირებით შესაბამის სამსახურში ამ დროისათვის 444 განცხადებაა შესული ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ცხინვალის თეატრი დევნილი პატარების წინაშე08:48 PM - 4 January 2011


ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის ინიციატივითა და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ერთობლივი ორგანიზებით, გორის კულტურის ცენტრში დევნილ პატარებს ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობებმა საახალწლო ზღაპარი ,,პეპი-გრძელწინდა” წარუდგინეს. ზღაპრის გმირებმა ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და ის დღე გაულამაზეს. პატარებიც აქტიურად ჩაერთვნენ ზღაპარში და მსახიობების მიერ ნათქვამ გამოცანებს სწრაფად პასუხობდენენ. როგორც თეატრის მმართველმა ზაალ თედიაშვილმა ,,ხეობის მაცნესთან” საუბარში აღნიშნა, ღონისძიების მიზანი იძულებით გადაადგილებული ბავშვების გახალისება და საახალწლო განწყობის შექმნაა. 28 მსახიობი მონაცვლეობით ცდილობს საკუთარი მისია პატარა მაყურებელთან ...
read more იხილეთ სრულად
news arrow WWW.kheoba.ge 1 წლისაა 02:24 PM - 31 December 2010

უკვე ერთი წელია გაზეთ ,,ხეობის მაცნეს” მკითხველი ელექტრონული ვერსიითაც ეცნობა ,ინტერნეტ-მისამართზე www.kheoba.ge გარდა ამისა ერთი წლის განმავლობაში ვებგვერდი ოპერატიულად ავრცელებს იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ სიახლეებს და კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებს. ხელისუფლების მიერ ჩასახლებებში დაგეგმილ თუ განხორციელებულ საქმეებს დევნილები ძირითადად აღნიშნული ვებგვერდიდან  იგებენ. ,,ჩასახლებებში არსებულ სათემო ცენტრებში გვაქვს ინტერნეტით სარგებლობის საშუალება, ბევრ მათგანს კომპიუტერი კოტეჯშიც აქვს. გაზეთის გამოსვლამდე ჩვენთან დაკავშირებულ ინფორმაციებს ხეობის ვებგვერდიდან ვეცნობით. გარდა ამისა, www.kheoba.ge-ზე ჩვენი ხეობის სალოცავების ფოტოებსაც ვათვალიერებთ. სალოცავების გარდა, გალერეაში მონატრებული ადგილებსაც ვხვდებით.” აღნიშნავენ ,,ხეობის ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირულად დაღუპულ რომელაშვილების ოჯახს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს08:18 PM - 29 December 2010

რუსული აგრესიის შედეგად დევნილი რომელაშვილების ოჯახი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოინახულეს. პარლამენტის წევრები ნუგზარ წიკლაური, გოჩა კუპრავა, დავით კირთაძე,ბადრი ბასიშვილი ლტოლვილთა და გასნსახლების მინისტრის მოადგილე ანდრია ჭულუხაძე და ლიახვის ხეობის გორის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ კახნიაშვილი უშუალოდ გაესაუბრნენ გმირულად დაღუპულთა ოჯახის წევრებს, დამდეგი დღესასწაული მიულოცეს და საახახლწლოდ საჩუქრები გადასცეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახის წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს ლევან და გიორგი რომელაშვილების გმირულად დაღუპვის ისტორია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და აღნიშნეს, რომ ესენი იყვნენ ის პიროვენბები, რომლებითაც ქვეყანა მუდამ იამაყებს. ,,სამშობლოს გაერთიანებისა ...

read more იხილეთ სრულად
news arrowსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება08:10 PM - 29 December 2010

ცხინვალიდან ახალგორში 40 ერთეული ჯავშანტექნიკის შემადგენლობით რუსეთის საოკუპაციო ძალების სამხედრო კოლონა შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გრიგოლ ვაშაძის უწყების ინფორმაციით, აქედან 8 ერთეული ჯავშანტექნიკა სოფელ ახმაჯისთან, ქართული პოლიციის საგუშაგოს სიახლოვეს განლაგდა. "მათ გააკეთეს ე. წ. "კვამლის ფარდა" და ჩაატარეს სამხედრო წრთვნები, რის შემდეგაც დაბრუნდნენ ახალგორში, სადაც ამჟამადაც არიან დისლოცირებულები", - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ოფიციალური თბილისი რუსეთის მხარის აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს და მას საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების, ცეცხლის შეწყვეტის ...
read more იხილეთ სრულად
news arrowრუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს07:36 PM - 29 December 2010

25 წლის ნიკოლოზ ხუროშვილი და 53 წლის თენგიზ კაძილოვი ამ დროისთვის ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. ისინი ოსურ სოფელ წინაგარაში გუშინ აიყვანეს. ეს ინფორმაცია თავდაპირველად დე-ფაქტო მთავრობის ინფორმაციის კომიტეტმა გაავრცელა. რომლის მიხედვით დაკავებულებს არ აღმოაჩნდათ პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი და ისინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მყოფმა რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. ხუროშვილი და კაძილოვი გორის რაიონის სოფელ წითელუბნის მაცხოვრებლები არიან და როგორც თავად ცხინვალის რეჟიმის უშიშროების კომიტეტს განუმარტეს ახალგორის რაიონში სატვირთო ავტომობილით ბოსტნეულის გასაყიდად მიდიოდნენ. სოფელ წითელუბნის წარმომადგენლობა ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილების პროტესტი ცხინვალში11:05 PM - 20 December 2010

გაუსაძლისი სოციალური მდგომარეობის გამო დევნილებმა ცხინვალის ადმინისტრაციას პროტესტით მიმართეს.მათ ცხინვალის მერი, რევაზ ხუგაევი, შეხვდა. ეს შეხვედრა დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერით გადაიცა. 90-იანი წლების ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად დევნილი ადამიანები ცხინვალში აუტანელ პირობებში ცხოვრობენ და კოკოითის ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამენ. პირველი კონფლიქტის დროს არაერთი ოსი ეროვნების მოქალაქე საქართველოდან წავიდა. ნაწილი საცხოვრებლად ვლადიკავკაზში გადავიდა და იქ მიიღო დევნილის სტატუსი, ნაწილმა კი ცხინვალს მიაშურა. მიუხედავად იმისა რომ უკვე 20 წელი გავიდა მათი საცხოვრებელი პირობები ოდნავადაც არ გაუმჯობესებულა. ეს ადამიანები ნახევრად დანგრეულ საერთო ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილების საცხორებელი პირობების გაუმჯობესება გრძელდება05:41 PM - 13 December 2010

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ევროკავშირი და მსოფლიო ბანკი 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ერთობლივი პროექტის განხორციელებას იწყებს. აღნიშნული პროგრამა ითავლისწინებს გორის, ქარელის, კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში იძულებით ჩასახლებული 3964 ოჯახისთვის საყოფაცხოვრებო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას: წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას, 1263 საცხოვრებელი სახლის ჭერისა და კედლების შეკეთებას, 133 სანაგვე კონტეინერის მოწყობას და მდინარე მტკვარზე არსებული ახალსოფლისკენ მიმავალი ხიდის რეაბილიტაციას.

პროექტი ევროკავშირის გრანტითა და მსოფლიო ბანკის თანადაფინასებით განხორციელდება, მონიტორინგს კი საქართველოს მთავრობის ინიციატივით შექმნილი საკოორდინაციო საბჭო გაუწევს. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowოსური მხარე ჟენევის მე-14 რაუნდისთვის ემზადება05:35 PM - 13 December 2010


ჟენევის დისკუსიის მე–14 რაუნდის დღის წესრიგის შესათანხმებლად თანათავმჯდომარეები ცხინვალში ჩავიდნენ და დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს პოსტკონფლიქტურ საკითხებში, ბორის ჩოჩიევს, შეხვდნენ.

ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს სპეციალურ წარმომადგენლებს პიერ მორელს, ბოლათ ნურგალიევს და ანტი ტურუნენს ჩოჩიევმა ის საკითხები გააცნო, რომელთა დაყენებას ოსური მხარე ჟენევის დისკუსიაზე გეგმავს.

როგორც ოსური მედია იუწყება, შეხვედრის დასაწყისში ბორის ჩოჩიევმა აღნიშნა, რომ ოსური მხარე, განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, დისკუსიის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. მისი თქმით, ოსური მხარისთვის მთავარ საკითხად ძალის გამოუყენებლობის შესახებ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილი ახალგაზრდები ახალ პროფესიებს ეუფლებიან 05:30 PM - 13 December 2010


დევნილებისთვის მთავარ პრობლემად უმუშევრობა რჩება. მეორე წელია არაერთი იძულებით გადაადგილებული პირი სამსახურს უშედეგოდ ეძებს. დევნილების ერთი ნაწილი გარკვეულ პროექტებში მხოლოდ დროებით სამსახურს თუ შოულობს. სტაბილური სამუშაო ადგილის მოძებნა თითქმის შეუძლებელია. ნინო ბასიშვილმა უმაღლესი სასწავლებელი ერთი წლის წინ დაამთავრა. ამ დრომდე იგი სამსახურს უშედეგოდ ეძებს, საკუთარი მონაცემები კი არაერთ ოფისში დატოვა, მაგრამ გამოხმაურება არ ყოფილა. უმუშევრობა განსაკუთრებით ახალგაზრდებს აწუხებთ, ამიტომ დევნილი ახალგაზრდების ნაწილმა ახალი პროფესიების ათვისება დაიწყო, რადგან ეს მომავალში დასაქმების მეტ შანსს იძლევა. ერედვიდან დევნილი ნანა ბერუაშვილი ხიდისთავის პროფესიულ ...
read more იხილეთ სრულად
news arrow"2 წელიწადში უბინაო დევნილი არ უნდა არსებობდეს"05:14 PM - 13 December 2010

დევნილთა მიმართ სამოქმედო გეგმის მიღწევები და საჭიროებები განიხილეს დღეს სასტუმრო „შერატონ–ში“. დოკუმენტი – „დევნილთა მიმართ სამოქმედო გეგმის განხორციელებაში მიღწევებისა და საჭიროებების შესახებ“, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ დონორებს, დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს წარუდგინა.
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებისთვის 2010 წლის დასაწყისში შეიქმნა დევნილთა განსახლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. აღნიშნული დოკუმენტი შემუშავდა სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლობით და მოიცავს ინფორმაციას 2008 წლიდან დღემდე მიღწეული შედეგების; განსახლების სფეროში არსებული საჭიროებების; პასუხისმგებელი მხარეების; ...
read more იხილეთ სრულად
news arrow,,მის-ხეობა 2010” 16 წლის მარიამ საძაგლიშვილი გახდა03:02 PM - 7 December 2010


6 დეკემბერს, გორის კულტურისა და ტურიზმის ცენტრში ლიახვის ხეობის მაჟორიტარის, ბადრი ბსიშვილის ინიციატივით და ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით, გრანდიოზული სილამაზის კონკურსი ჩატარდა. მაყურებლის წინაშე 14 ულამაზესი დევნილი გოგონა წარსდგა. კონკურსანტებმა დარბაზში შეკრებილებს თავი სხვადასხვა ფორმაში წარუდგინეს. დამსწრეთა შორის იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, მისი მოადგილე ანდრია ჭულუხაძე, ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპიტატი ბადრი ბასიშვილი, შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი და ქურთისა და ერედვის ...
read more იხილეთ სრულად
news arrow,,მის ხეობა 2010” 6 დეკემბერს გამოვლინდება09:49 PM - 5 December 2010

6 დეკემბერს 18 საათზე ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით და ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების ორგანიზებით გრანდიოზული სილამაზის კონკურსში-,,მის ხეობა 2010” გამოვლინდება. მთავარი პრიზისთვის 14 ლამაზმანი იბრძოლებს. ყველაზე ულამაზესი დევნილი გოგონა კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით დასახელდება... 8 ფინალისტიდან სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული კონკურსანტები გამოვლინდებიან. ,,მის ელეგანტურობა”
,,მის ეკსტრავაგანტულობა”,,მის მოდელი”,,მის მეგობრობა”, ,,1 ვიცე მისი”
,,2 ვიცე მისი” .,,მის ხეობა-2010” კონკურსში მონაწილე 14 –ვე გოგონას ხვალ დაუვიწყარი საღამო და ბევრი სიურპრიზი ელით. ...
read more იხილეთ სრულად
news arrow შეხვედრა დევნილ ქალბატონებთან12:11 AM - 3 December 2010

ვერხვების ჩასახლებაში ქალთა საკონსულტაციო ცენტრ ,,სახლმა” გორის გენდერულ რესურსცენტრთან და გორის კრიზისულ ცენტრთან ერთად მოაწყო შეხვედრა იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობასთან. შეხვედრა ჩატარდა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში და მიეძღვნა გენდერული ძალადობის პრობლემისა და აქციის მნიშვნელობის გაშუქებას. შეხვედრაზე მოეწყო ფილმის ,,ოჯახური ძალადობა დანაშაულია”.გაიმართა ასევე დისკუსია აღნიშნულ პრობლემაზე. შეხვედრა ჩატარდა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის ,,გენდერული და სექსუალური ძალადობის დაძლევა საქართველოში” ფარგლებში. ქალთა საკონსულტაციო ცენტრი ,,სახლი” ოჯახური ძალადობის პრობლემებზე 1997 წლიდან მუშაობს. 2007 წლიდან ორგანიზაციამ ფოკუსირება ...
read more იხილეთ სრულად
news arrowოკუპირებული ცხინვალის რეგიონი - ისტორია, კონფლიქტის მიზეზები, მოგვარების პროცესები და ოკუპაცია - ნაწილი I 10:34 PM - 25 November 2010


2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესია, რის შედეგად ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი, მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების ერთმნიშვნელოვნად ნეგატიური დამოკიდებულებისა, რუსი სამხედროების მიერ დღემდე ოკუპირებული რჩება, თავის აქტუალობას არ კარგავს.

მიუხედავად რუსეთის მიერ გაშლილი ფართო საინფორმაციო ფრონტისა, რაც საკუთარი ქმედებების ლეგალიზებას და საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცევას ისახავს მიზნად, საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე როგორც იქნა მყარად მკვიდრდება ტერმინი - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

"ექსპერტთა კლუბი", დაარსების დღიდან თავისი პუბლიკაციებით ამკვიდრებდა აზრს იმის შესახებ, რომ 2008 ...
read more იხილეთ სრულად
news arrow პატარა ერედველებმა მუშტი მოიღერეს08:52 PM - 15 November 2010

დიდი და პატარა ლიახვის ხეობაში მცხოვრებთ ცნობილ მიზეზთა გამო უკანასკნელი ორი ათეული წლის მანძილზე არათუ სპორტის, ხშირად საკუთარი სიცოცხლის გადარჩენისათვისაც უწევდათ ბრძოლა. ამიტომ აქ სპორტის რომელიმე სახეობის არსებობა და განვითარება გარკვეულწილად გმირობასთანაც იყო გაიგივებული. მიუხედავად სიძნელეებისა შიდა ქართლელები მაინც ცდილობდნენ გაეზარდათ მოჭიდავეები, ფეხბურთელები მოკრივეები. 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებამდე სოფელ ერედვში რამდენიმე წელი ფუნქციონირებდა კრივის სექცია, რომელსაც ცხინვალიდან 90-იანი წლების დასაწყისში დევნილმა მოკრივემ მერაბ მაისურაძემ ჯერ კიდევ 1997 წელს დააარსა. ოდენ ენთუზიაზმით მომუშავე, კრივზე შეყვარებული ახალგაზრდა მწვრთნელი ოცამდე პატარა ...
read more იხილეთ სრულად
news arrowსად მარადონა და ...08:46 PM - 15 November 2010

აქედანვე აღვნიშნოთ, რომ ცოტა არ იყოს უხერხულია ამ ორი ადამიანის ერთმანეთის გვერდით მოხსენიება. სად ფეხბურთის მეფე და სად ცხინვალელ სეპარატისტთა ლიდერიო – იკითხავს მავანი, მაგრამ არგენტინელის არაორდინარული ხასიათის თაობაზე ყველას კარგად მოგეხსენებათ და სწორედ მან გვიბიძგა ყურადღება გაგვემახვილებინა მოცემულ თემაზე. ივლისის ბოლოს კარაკასში, სტუმრად მყოფი ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ლიდერი ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესს შეხვდა. იმ ხანად ჩავესთან მისი მეგობარი არაორდინალური და ჭირვეული ხასიათით გამორჩეული დიეგო მარადონაც იმყოფებოდა. იმავე საღამოს ოსურმა და რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა მარადონასა და ოსი სეპარატისტის ...
read more იხილეთ სრულად
news arrowოსურმა მხარემ ქართველი მეხანძრეები ახალგორში არ შეუშვა 08:38 PM - 15 November 2010

ოსურმა მხარემ ქართველი მეხანძრეების დახმარების მიღებაზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ახალგორის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ ავთანდილ ყოჩიშვილმა განაცხადა."ჩვენ შევთავაზეთ ოსურ მხარეს, რომ დავეხმარებოდით რაიონის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში, მაგრამ მათ უარი განაცხადეს", - განაცხადა ავთანდილ ყოჩიშვილმა.მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე ვერ ხერხდება ახალგორის რაიონში არსებული ხანძრის კერების ლოკალიზება.ყოჩიშვილის თქმით, ერთ-ერთი კერა მდებარეობს სოფელ ყანჩავეთთან და სოფელ ქურთასთან ახლოს, ხოლო "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, მეორე კერა მდებარეობს სოფელ ნახიდის სიახლოვეს, რომელიც ოსური სოფელია."როგორც მოსახლეობა გვეუბნება, ისინი ცდილობენ, რომ საკუთარი ძალებით ჩააქრონ ხანძარი. ასევე ცეცხლის ჩაქრობას ...
read more იხილეთ სრულად
news arrowოსურმა მხარემ ლიახვის ხეობიდან დევნილი დააკავა08:24 PM - 15 November 2010

ოკუპირებული ტერიტორიის საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული გიორგი ელბაქიძის ნათესავები სახალხო დამცველს და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას სთხოვენ , ცხინვალის რეჟიმმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის საზღვრის დარღვევისთვის საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ დე-ფაქტო გენერალურმა პროკურორმა თეიმურაზ ხუგაევმა განაცხადა. დაკავებულიდან ერთ-ერთი კოდაში მცხოვრები ლიახვის ხეობიდან დევნილი გიორგი ელბაქიძეა რომელიც ცხინვალთან ახლოს, 6 ნოემბერს დააკავეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. 26 ოქტომბერს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალში სისხლის სამართლის საქმე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის - ნიკოლოზ რაზმაძის წინააღმდეგ აღძრეს. ...
read more იხილეთ სრულად
news arrowკოდაში კულტურის სახლი გაიხსნა10:04 PM - 9 November 2010

ევროკავშირის მხარდაჭერით ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტებმა კოდაში კულტურის ცენტრი გახსნეს.ყოფილი სამხედრო ბაზების შენობიდან ახლა უკვე მუსიკის ხმა ისმის.სიმღერისა და ცეკვის წრეებმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო, პარალელურად გაიხსნა საჭიდაო დარბაზიც. ოფიციალური გახსნის ცერემონიალს, რომელსაც ქურთის, ერედვის მუნიციპალიტეტების თანამშრომლები და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ სპეციალური ღონისძიება მიეძღვნა ...
read more იხილეთ სრულად
news arrow31.10.2010 საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებში შეშის და ფქვილის დარიგების პროცესს დაესწრნენ 09:54 PM - 9 November 2010


დღეს შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე გორის რაიონის სოფელ დიცში ჩავიდნენ და შეშისა და ფქვილის დარიგების პროცესს დაესწრნენ. საქართველოს მთავრობის დახმარების პროგრამა ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფლებში ხორციელდება, რომლებიც მიმდინარე წელს სარწყავი წყლის არქონის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. ეს პროცესი გორის, ქარელის და კასპის რაიონის სოფლებში გასულ კვირას დაიწყო. პროგრამის ფარგლებში თითოეული ოჯახი 1 ტომარა ფქვილს და 2 კუბურ მეტრ შეშას მიიღებს. ,, ...
read more იხილეთ სრულად
news arrowკნუტ ვოლებეკი ცხინვალსა და ახალგორში ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეხვდა09:49 PM - 9 November 2010


ეუთოს უმაღლესი კომისარი ეროვნული უმცირესობების საკითხებში კნუტ ვოლებეკი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვოლებეკს ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ეროვნული უმცირესობების მდგომარეობა და მათი უფლებები აინტერესებდა. ოსური მედიის ინფორმაციით, იგი ცხინვალში კოკოითის ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც ცნობილია, დე ფაქტო ხელისუფლება ამ ორგანიზაციის მიმართ აგვისტოს მოვლენების შემდეგ ნეგატიურად არის განწყობილი. ომის შემდგომ ეუთო დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღარ მუშაობს. კოკოითის ხელისუფლებამ ის არაერთხელ დაადანაშაულა ტენდენციურობასა და ომის შესახებ არაობიექტური ინფორმაციის გავრცელებაში. როგორც დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურად ჯიოევმა ...
read more იხილეთ სრულად
news arrowსაკანონმდებლო ცვლილება დევნილებისთვის09:42 PM - 9 November 2010


საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილებებით, დევნილებისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების თავდაპირველი რეალიზაციის შედეგად მიღებული ღირებულება საშემოსავლო და ქონების გადახდისგან გათავისუფლდება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს ოკუპირებული ტეტრიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ პარლამენტის წევრებთან – ლაშა თორდიასთან, ზვიად კუკავასთან და კახაბერ ანჯაფარიძესთან ერთად მოამზადა.ინიციატივა "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში" ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე" ითვალისწინებს ცვლილებების შეტანას როგორც მოქმედ საგადასახადო კოდექსში, ისე 2011 წლის 1 იანვრიდან ასამოქმედებელ საგადასახადო ნორმებში.
...
read more იხილეთ სრულად
news arrowნატოს ცენტრი კონფლიქტის ზონაში მუშაობას გააქტიურებს 09:40 PM - 9 November 2010



გორში ნატოს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები მოსწავლეებს შეხვდნენ. ბავშვებს საქართველოს ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა აინტერესებდათ. სტუმრები მოსწავლეების ინფორმირებულობით გაკვირვებულნი დარჩნენ. ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი თენგიზ გოგოტიშვილი ხშირად იმეორებდა ფრაზას – საშინაო დავალება, რაც საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას გულისხმობს. ამ დავალების მიხედვით, ქვეყანამ დემოკრატიული განვითარების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები უნდა გადადგას. ცენტრის წარმომადგენლებსა და მოსწავლეებს შორის დისკუსია სწორედ ამ საკითხებზე გაიმართა. მოსწავლეების აზრით, მედიის თავისუფლების დეფიციტი, სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს არარსებობა საქართველოს ნატოსკენ მიმავალ გზაზე მნიშვნელოვნად აფერხებს. ბავშვებს თენგიზ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowერთწლიანი პაუზის შემდეგ ერგნეთის შეხვედრები განახლდა09:33 PM - 29 October 2010

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ხუმრობით დაიწყო. რუსულ და ქართულ საგუშაგოებს შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწყობილ კარავში ოსურმა დელეგაციამ დაჯდომა მოისურვა ჩრდილოეთის მხარეს, სადაც ეუთოს ემბლემა იყო გამოსახული. მერაბ ჩიგოევსა და ბოლათ ნურგალიევს შორის საუბარი სწორედ ამ საკითხზე გაიმართა. ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირებისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ერგნეთში ერთწლიანი პაუზის შემდეგ განახლდა. ბოლო შეხვედრა გასული წლის 22 ოქტომბერს გაიმართა, ამის შემდეგ ოსურმა მხარემ შეხვედრებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ვიდრე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხი არ გაირკვეოდა. ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ,,ბავშვი და მომავალი ცხოვრება"09:24 PM - 29 October 2010

სასტუმრო ვიქტორიაში დღეს 2 წლიანი პროექტის დახურვა მოეწყო.6-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც  ,,რისკის ჯგუფის"წევრებიც იყვნენ, პროექტის ფარგლებში არაერთ ინტელექტუალურ-შემეცნებით, სპორტულ თუ გასართობ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა. ,,საზოგადოება ბილიკის" აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიკა მღებრიშვილმა რომელიც დახურვის ცერემონიალს უძრვებოდა, დამსწრე საზოგადოებას 2 წლიანი პროგრამის შედეგები გააცნო.მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შემადგენლობაში მედიის, არასამთავრობო სექტორის, სკოლების წარმომადგენლები და მშობლები იყვნენ საშუალება ჰქონდათ განხორციელებული ღონისძიებების უკეთ წარმოჩენის მიზნით, თვალი სლაიდებისთვის ედევნებინათ.საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სოციოლოგიური მუშაკისა და ფსიქოლოგის მიერ მოყოლილმა ამბებმა, რომლებიც კონკრეტული ბენეფიციარების ისტორიებს ასახავდა.შეხვედრას თან ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილმა ახალგაზრდებმა დავით გერეჯი მოინახულეს05:30 PM - 26 October 2010

9 ოქტომბერს წეროვანში ჩასახლებულმა დევნილებმა დავით გარეჯი მოინახულეს, ექსკურსია ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილისა და ქურთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების ხელშეწყობით მოეწყო. დევნილებმა მოილოცეს წმინდა დავით გარეჯელის საფლავი, დაათვალიერეს გამოქვაბულებში არსებული Uუძველესი და ულამაზესი ფრესკები. დავით გარეჯიდან ისინი ბოდბის დედათა მონასტერში გაემგზავრნენ, სადაც წმინდა ნინოს საფლავი მოინახულეს, ბოდბიდან სიღნაღის ულამაზესი სიყვარულის ქალაქში გაისეირნეს და სულიერად დამშვიდებულები და ამაღლებულები დაბრუნდნენ წეროვანში. მათი თქმით, ეს ექსკურსია ძალზედ მნიშვნელოვანი იყო მათთვის, რადგან ისინი დროებით მოსწყდნენ თვიანთ სადარდელს და საქართველოს ულამაზესი კუთხე, კახეთი, მოინახულეს, ...
read more იხილეთ სრულად
news arrowოფიციალური თბილისი ცხინვალის რეგიონში ქართული ტოპონიმებისთვის სახელების შეცვლას ეთნიკური წმენდის გაგრძელებად აფასებს08:26 PM - 20 October 2010

ოფიციალური თბილისის შეფასებით, ქართული ტოპონიმებისთვის სახელების შეცვლა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მრავალჯერ განხორციელებული ეთნიკური წმენდის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს.ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცხინვალის რეგიონში ისტორიული ქართული ტოპონიმების შეცვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი."რუსი ოკუპანტები და სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები აცხადებენ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა ყოფნის კვალის წასაშლელად ისტორიული ქართული ტოპონიმების ოდესღაც თითქოსდა არსებული არაქართული ე.წ. ძირძველი სახელწოდებებით შეცვლა აქვთ განზრახული. კერძოდ, ცხინვალის რეგიონში ადმინისტრაციული რუკიდან 200 ქართული დასახელების გაქრობა და მათ ნაცვლად ოსური და რუსული ...
read more იხილეთ სრულად
news arrowცხინვალში ისევ ისვრიან 08:25 PM - 20 October 2010

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ქორწილებში და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებებზე იარაღიდან სროლის აკრძალვას მოითხოვს. მან ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელები ოპერატიულ თათბირზე შეკრიბა და მათი მუშაობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა. მისი თქმით, დიდ პრობლემად რჩება მოსახლეობაში დაურეგისტრირებელი უკანონო იარაღის არსებობა. ხშირად კი სწორედ ძალოვანი უწყებების თანამშრომლები იწყებენ ხოლმე უმისამართო სროლას. მან შენიშვნა მისცა უშიშროების მინისტრს ბორის ატოევს, რომლის თანამშრომლებიც ერთ-ერთი ქორწილის დროს ჰაერში დიდხანს ისროდნენ. კოკოითის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა სროლებისგან გადაიღალა და მან შეიარაღებულ პირებს უკანონო იარაღის ჩაბარებისკენ კიდევ ერთხელ ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ქართველი და ოსი ახალგაზრდები ურთიერთ-ნდობის შენებას კოსოვოში განაგრძობენ08:19 PM - 20 October 2010

ქართველი და ოსი ახალგაზრდები ერთმანეთს კოსოვოს ქალაქ პრიშტინაში შეხვდნენ. ომგამოვლილ ქვეყანაში ახალი თაობის წარმომადგენლები დაკარგული ნდობის აღდგენას ცდილობდნენ. ორივე მხარის წარმომადგენლობა აღიარებდა, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობას ურთიერთობის დამყარების მიზნით დათანხმდა. ამდრომდე უცნობი დეტალები ქართველმა და ოსმა ახალგაზრდებმა სწოროდ კოსოვოში შემდგარ შეხვედრაზე გაახმაურეს, კერძოდ საუბარი შეეხო სიტუაციას, თუ რა ვითარებაა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც საომარი მოქმედებები შეეხო.შეხვედრაში მონაწილეობა ,,ხეობის მაცნეს” ჟურნალისტმა ნინო ჩიბჩიურმა მიიღო. პირველმა დღემ ყველაზე დაძაბულად ჩაიარა. ცხინვალის რეგიონის  წარმომადგენლობა თვლიდა, რომ დიალოგი მხოლოდ სტატუსის შესახებ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილებმა სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა მიიღეს 08:02 PM - 20 October 2010

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი მარნეულში დევნილებისთვის სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის გადაცემას დაესწრო. „იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების პროექტის“ ფარგლებში 3 ტრაქტორი და 15 დამხმარე ტექნიკა კოდაში, შაუმიანსა და ხურვალეთში მცხოვრებმა დევნილმა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებმა მიიღეს.პროექტი 2009 წელს დაიწყო და 2012 წლამდე გაგრძელდება. მისი ღირებულება 3 მილიონი დოლარია და ნორვეგიის მთავრობა აფინანსებს. პროექტს ახორციელებენ „ქეა ნორვეგია“ და „ქეა საერთაშორისო კავკასია“. პირველ ეტაპზე კი ანალოგიური ტექნიკა სკრაში, ბერბუკსა და ახალსოფელში მცხოვრებმა დევნილებმაც მიიღეს. კობა სუბელიანის განცხადებით, მსგავსი ...
read more იხილეთ სრულად
news arrow გორში დევნილთა საცხოვრებელი შენობების სარემონტო სამუშოები მიმდინარეობს11:20 AM - 8 October 2010

გორში ახლადგარემონტებული დევნილთა საცხოვრებელი შენობები დაათვალიერეს  რუმინეთის ელჩმა  საქართველოში დან მიჰაი ბარლიბამ,  ვორლდ ვიჟენ საქართველოს დირექტორმა საქართველოში პაოლო ფერარისიმ, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის პროგრამების ხელმძღვანელი რიტა რიხტერმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ არსოშვილმა. 1990-იანი წლების კონფლიქტების შედეგად დაზარალებული დევნილების საცხოვრებელი 4 შენობის  განახლება რუმინეთის საელჩოს, ვორლდ ვიჟენ საქართველოს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.  პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა საკანალიზაციო, წყალგაყვანილობის და ელექტროსისტემები, რის შედეგადაც 30 ოჯახს ...

read more იხილეთ სრულად
news arrowზურაბ არსოშვილი დევნილ პედაგოგებს შეხვდა11:11 AM - 8 October 2010

შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ არსოშვილის ინიციატივით გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლემ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩასახლებულ დევნილ პედაგოგებს შეხვედრა მოუწყო. ღონისძიება სახელწოდებით ,,საქართველოს სიყვარულის გაკვეთილი“  მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და  მასზე მოწვეულნი იყვნენ  ცხინვალის რეგიონიდან დევნილი  პედაგოგები.  წარმოდგენილი იყო   ინსცენირებული გაკვეთილი პატრიოტულ თემაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სასახლის თანამშრომლებმა, მასწავლებლებმა  და აღსაზრდელებმა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების და  სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის   წარმომადგენლებთან ერთად ცხინვალის და ნიქოზის ეპარქიის მიტროპოლიტი ისაიაც  ესწრებოდა.


 

...
read more იხილეთ სრულად
news arrowოსი სეპარატისტები "სახელმწიფო" საზღვრის გადაკვეთისთვის ბაჟს აწესებენ 08:23 PM - 27 September 2010

ოსი სეპარატისტები საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის გადალახვისათვის ე. წ. სახელმწიფო ბაჟის დასაწესებლად ემზადებიან. მათი განცხადებით, ყველა ადამიანი, რომელიც არ იქნება ე. წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქე, უცხო ქვეყნის მოქალაქედ ჩაითვლება და საზღვრის გადაკვეთისას ბაჟს გადაიხდის. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. "სამხრეთ ოსეთის ე. წ. შს სამინისტროს საიმიგრაციო სამსახური საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის არსებული სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისთვის უცხოელი მოქალაქეებისთვის სახელმწიფო გადასახადის დაწესებისთვის ემზადება", _ განცხადება ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ...

read more იხილეთ სრულად
news arrowგაბრაზებული კოკოითი ისევ საკადრო ცვლილებებს გეგმავს08:13 PM - 27 September 2010

დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი, მთავრობაში შემცირებებს და საკადრო ცვლილებებს ორ თვეში გეგმავს. დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების შემდეგ კოკოითი მინისტრებს, სამსახურების ხელმძღვანელებს და რიგით მოხელეებს შეხვდა და ბევრი მათგანი საჯაროდ გააკრიტიკა. თვითაღიარებილი რესპუბლიკის ლიდერი აღშფოთებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ დღესასწაულის დღეებში, როცა ცხინვალში მრავალი სტუმარი იმყოფებოდა, ქალაქი სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნაგავით იყო სავსე. მან ეკონომიკური უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ყველა უწყების ფინანსური ანგარიშების შემოწმება მოსთხოვა. კოკოითის აზრით, მეტის მოთმენა უკვე შეუძლებელია და ყველა უსაქმურმა და უპასუხისმგებლო პირმა ...

read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილთა ნამუშევრების გამოფენას "ქარვასლამ" უმასპინძლა04:31 PM - 25 September 2010

ხალხმრავლობა იყო 24 სექტემბერს თბილისში, საგამოფენო დარბაზ `ქარვასლაში~. ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის ინიციატივით მოწყობილ გამოფენა-გაყიდვას უცხოელი სტუმრები, მთავრობის წარმომადგენლები, მეუფე ისაია და დევნილები ესწრებოდნენ. ღონისძიება სწორედ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან დევნილთა შემოქმედებას მიეძღვნა. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დამთვარიელებელს საკუთარი ნამუშევრები შესთავაზეს.
როგორც სამაჩაბლოდან დევნილი, სალომე ქალიაშვილი აღნიშნავს, ამ გამოფენაზე მნახველს მან ნახატები წარუდგინა. სოფ. აჩაბეთიდან დევნილი ახალგაზრდა დედა აქციის ინიციატორთა მიმართ მადლობას გამოთქვამს, მასთან ერთად ამ გამოფენაზე საკუთარი შემოქმედებითი ნიმუშებით მისი მეგობარიც იმყოფებოდა.
`ამ საქმეს ბევრი მათგანი დევნილობამდეც ემსახურებოდა, მაგრამ გაჭირვება ხომ მათი ნიჭის ...
read more იხილეთ სრულად
news arrowკოსოვოში დაგეგმილ შეხვედრაზე მონაწილეობას ,,ხეობის მაცნეს” ჟურნალისტიც მიიღებს06:05 PM - 23 September 2010

კოსოვოში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც ოქტომბრის პირველ ნახევარში, ერთი კვირის განმავობაში გაგეძელდება ,,ხეობის მაცნეს” ჟურნალისტი ნინო ჩიბჩიურიც მიიწვიეს. ,,_შეხვედრას დატვირთული განრიგი ექნება. მონაწილეები შეხვედრის მომენტიდან დაიწყებენ მუშაობას. მისი მიზანია – ნდობისა და ურთიერთობის შენება, შექმნილი პრობლემებისა და გამოსავლის ირგვლივ მაღალპროფესიულ დონეზე საუბარი, კონფლიქტური ქვეყნების გამოცდილების გაცნობა და გაანალიზება. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები, რომლითაც ხდება მონაწილეთა შერჩევა, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ ერთმანეთს ახალგაზრდა პროფესიონალები ხვდებიან.”_ აცხადებს პროექტის კოორდინატორი თინათინ ასათიანი.
პტროექტი 2008 წლის საომარი მოვლენების შემდეგ დაიწყო. ეს არის კომპლექსური პროცესი – ...

read more იხილეთ სრულად
news arrow ომის დროს დაზიანებული ძევერის საჯარო სკოლა აშშ-ს ელჩმა, განათლების მინისტრმა და მხარის გუბერნატორმა გახსნეს11:04 PM - 21 September 2010

ძევერელები სტუმრებს მომზადებულები დახვდნენ. სკოლის ეზოში შემოდგომის კუთხე მოაწყვეს და მათ საუკეთესო ხილის დაგემოვნებას სთავაზობდნენ. პირველი ჩურჩხელის ამოვლების უფლება კი ჯონ ბასს მისცეს. ორი წლის განმავლობაში ძევერელი მოსწავლეები და პედაგოგები სკოლაში მხოლოდ კოსმეტიკურ რემონტს აკეთებდნენ. შენობის სრულფასოვანი რეაბილიტაცია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელდა. დღევანდელი ღონისძიებით, USAID-მა  სკოლების რეაბილიტაციის პროექტი დაასრულა. ეს პროექტი ნაწილობრივ ამერიკის მთავრობის მიერ გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარით დაფინანსდა. ამ თანხით გორისა და ქარელის რაიონში 16 სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა. ამერიკის ელჩის ჯონ ბასის თქმით, მომავალი ...

read more იხილეთ სრულად
news arrowაშშ-ს ელჩი შიდა ქართლის გუბერნატორს შეხვდა10:54 PM - 21 September 2010

 


აშშ-ს ელჩი ჯონ ბასი შიდა ქართლის გუბერნატორს ზურაბ არსოშვილს შეხვდა.  შეხვედრა გაცნობითი ხასიათისა იყო და საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, პრობლემებს და მათი გადაჭრის გზებს. ელჩმა  რეგიონის პრობლემების მოგვარებაში ჩართვაზე  ისაუბრა
     ,, გუბერნატორთან შეხვედრისას  ვისაუბრეთ პრობლემებზე, განვიხილეთ რეგიონის სამომავლო გეგმები.  საუბარი შეეხო რეგიონისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგს სოფლის მეურნეობას და იმ გეგმებს და პროგრამებს, რომლითაც გათვალისწინებულია საირიგაციო ქსელების  აღდგენა. ვფიქრობ ეს ძალზე მნიშვნელოვანი იქნება  ადგილობრივი გლეხებისა და ფერმერებისათვის,“ განაცხადა შეხვედრის დასასრულს ჯონ ბასმა.
     ,,ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეგობრის, ამერიკის ელჩის ...

read more იხილეთ სრულად
news arrow ,,მის ხეობა 2010” ოქტომბრის დასაწყისში ჩატარება08:15 PM - 19 September 2010

საკონკურსო ციებ-ცხელება პიკს აღწევს. ოქტომბრის დასაწყისში 16-დან ერთ-ერთი გოგონა ყველაზე ლამაზმანის ტიტულს მოიპოვებს. ,,მის ხეობა 2010”-ში მონაწილეობას 15-დან 22 წლამდე ასაკის გოგონები, დევნლთა თითქმის ყველა ჩასახლებიდან იღებენ. კონკურსანტები ბოლო ორი კვირის განმავლობაში სპეციალურ მოსამზადებელ ვარჯიშებს გაივლიან. ამ პერიოდში ისინი, საუკეთესო გარეგნობის შესანარჩუნებლად საცურაო აუზის ხშირი სტუმრებიც იქნებიან. გორის თეატრის დარბაზში კასტინგის მეორე ეტაპი უკვე ჩატარდა, მომდევნო კი 22 სექტემბერს იგეგმება, სადაც უკვე საბოლოოდ გადაწყდება სილამაზის კონკურში მონაწილე გოგონათა ვინაობა. ,,მის ხეობა 2010” საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი მასიშვილისა და მისი ...

read more იხილეთ სრულად
news arrowსაქაშეთის ჩასახლებაში მცხოვრები დევნილები შეშით მოამარაგეს10:59 PM - 13 September 2010

შიდა ქართლის გუბერნატორის ზურაბ არსოშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი ბადრი ბასიშვილი საქაშეთის დევნილთა დასახლებას სტუმრობდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩასახლებაში მცხოვრებ   რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებულ 100 ოჯახს  გამოსაზამთრებლად  შეშა ჩაუტანეს და მათი  საცხოვრებელი პირობებს  და პრობლემებს ადგილზე გაეცნენე. 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად  ცხინვალის რეგიონიდან დევნილი  ოჯახები 10 ადგილას არიან კომპაქტურად ჩასახლებულნი გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. აქედან 3 ჩასახლება - სკრა, ხურვალეთი და საქაშეთი ბუნებრივი აირით არ მარაგდება. ამიტომ გუბერნატორის და ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით სამივე  ჩასახლებაში მცხოვრები 325 ოჯახი წელს გამოსაზამთრებლად შეშას ...

read more იხილეთ სრულად
news arrow„დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, რადგან შედეგი მართლაც დიდია“ – ამბობს ბრიშამბო 10:55 PM - 13 September 2010

 ეუთოს გენერალური მდივანი მარკ პერინ დე ბრიშამბო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან – ჰაბერთან ერთად დღეს წეროვანში ჩავიდა და დევნილებს შეხვდა. დელეგაციამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან – კობა სუბელიანთან ერთად წეროვანის დასახლება და სკოლა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ეს სახლები კარგია, მაგრამ საკუთარ სახლებში დაბრუნება მთავარი პრობლემაა. მისივე განმარტებით, მსოფლიოში ყველა დევნილი იმ იმედითაა, რომ საკუთარ სახლში დაბრუნდება, ეს მიზანი მისაღწევია და ამისთვის საერთაშორისო საზოგადოებამ ყვლაფერი უნდა გააკეთოს: „2 წლის წინ აქ სულ სხვა, საშინელი მდგომარეობა ...

read more იხილეთ სრულად
news arrowთოჯინების თეატრი დევნილთა ჩასახლებებში10:48 PM - 13 September 2010

         შიდა ქართლის გუბერნატორის, ზურაბ არსოშვილის, ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და გორის კულტურისა და ტურიზმის ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე დევნილ პატარებს თოჯინების თეატრი გაამხიარულებთ. დაგეგმილი ღონისძიებები ვერხვების ჩასახლებაში გაიხსნა. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე აქ მცხოვრებმა მოსწავლეებმა თოჯინების თეატრი-,,გულადი ჯეკა” ნახეს.
,,_ძალიან მიხარია, რაც ჩემი სოფლიდან წამოვედი თოჯინების თეატრში სულ რამდენჯერმე ვიყავი. ჩემს თანატოლებთან ერთად დღეს ვნახე როგორ შეაშინა ლომმა მგელი და კარგადაც ვიხალისე, მინდა რომ ზღაპრების ჩვენება ჩვენთან ხშირად მოეწყოს”_ამბობს დევნილი მოსწავლე თორნიკე ღონღაძე
ამავე აზრისაა მისი მეგობარი გიორგი ...

read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილები მარიამობის დღესასწაულს გრანდიოზული კონცერტით შეხვდნენ11:29 AM - 30 August 2010

 ,,ჩვენ დავბრუნდებით, ამ სახელწოდებით გრანდიოზულ კონცერტს 27 აგვისტოს ვერხვების ჩასახლებამ უმასპინძლა. ღონისძიება იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას საქართველოს პარლამენტის წევრმა ბადრი ბასიშვილმა და სახელომწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში ზურაბ არსოშვილმა უსახსოვრეს. დაუვიწყარი საღამო ანსამბლმა ,,ჩუქურთმამ” გახსნა. სცენაზე ერთმანეთს სხვადასხვა მუსიკალური ნომრები ენაცვლებოდა, მათ შორის იყვნენ სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული ლაგოდეხის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები. მაყურებლის განსაკუთრებული ემოციები ექსტრემ ჯგუფმა გამოიწვია, რომელთა წევრებიც ღია ცის ქვეშ შეკრებილთა ყურადღების მიპყრიბას თავიანთი უჩვეულო შესაძლებლობებით ცდილობდნენ. გალა კონცერტი განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში მაშინ შევიდა, როდესაც მოცეკვავეებსა და მომღერლებს ...

read more იხილეთ სრულად
news arrow დევნილ ახალგაზრდებს 27 აგვისტოს დაუვიწყარი საღამო ელით 10:10 PM - 25 August 2010

აქცია  ,,ჩვენ დავბრუნდებით“  გრანდიოზული კონცერტით დასრულდება. პარასკევს, 27 აგვისტოს 20 საათზე დევნილ ახალგაზრდებსა და ღონისძიების მონაწილეებს ვერხვების ჩასახლება უმასპინძლებს. შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები, ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ახალგაზრდებისთვის შემაჯამებელი გალა კონცერტი საქართველოს პარლამენტის წევრის ბადრი ბასიშვილის და პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის ზურაბ არსოშვილის ინიციატივით ტარდება. სპეციალურად დაგეგმილი კონცერტისთვის, შიდა ქართლის რეგიონს მუსიკალური შემსრულებლები  საქართველოს კუთხეებიდანაც ეწვევიან და კონცერტზე 35-დე ნომერი შესრულდება.  აქციის დახურვას ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სეზონზე აღნიშნულმა აქციამ რეგიონში მდებარე დევნილთა ყველა ჩასახლება მოიცვა. მსგავსი სახის დაუვიწყარ საღამოებს ...

read more იხილეთ სრულად
news arrow 28 აგვისტოს, ხურვალეთის ჩასახლებას, საქართველოს პარლამენტის წევრი ბადრი ბასიშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი ეწვევიან09:16 PM - 25 August 2010

შაბათს,28 აგვისტოს დილის 10 საათზე, მარიამობის ბრწინვალე დღესასწაულს იძულებით გადაადგილებულ პირებს საქართველოს პარლამენტის წევრი, ბადრი ბასიშვილი და პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში ზურაბ არსოშვილი მიულოცავენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ხურვალეთის ჩასახლებას ეწვევიან და იქ მცხოვრებ დევნილებს შეშას დაურიგებენ.,, რუსული აგრესიის შედეგად დევნილი 139 ოჯახისთვის მომავალი ზამთრის სეზონი შარშანდელზე უკეთესი იქნება". აღსანიშნავია, რომ ხურვალეთის ჩასახლების გაზიფიცირება ჯერ არ მომხდარა, ამიტომ ადგილნაცვალი პირები ელექტროენერგიას მაქსიმალურად მოიხმარდნენ, რის გამოც მოსახლეობას დიდი დავალიანება დაუგროვდა. აბონენტთა დიდი ნაწილი წლის ცივ სეზონზე დენის გარეშეც აღმოჩნდა. ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ...

read more იხილეთ სრულად
news arrow გერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ბერბუკის ჩასახლებაში08:54 PM - 25 August 2010

 დღეს ბერბუკის დევნილთა ჩასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე სამთავისისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით გერის წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველო გაიხსნა. ტაძარი ატენის ქვით აიგო და მის ერთ-ერთ კედელში სიმბოლურად გერის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩამოტანილი ქვაა დატანებული, რომელიც X საუკუნით თარიღდება. სამშენებლო სამუშაოები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც მრევლთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად მონაწილეობდა. გერის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოლოცვა 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების შემდეგ შეუძლებელი გახდა. უკვე 2 წელია ტერიტორიას, სადაც აღნიშნული ეკლესია მდებარეობს, ქართველი მხარე ვეღარ აკონტროლებს. ...
read more იხილეთ სრულად
news arrow პრეზიდენტმა შაუმიანში ჩასახლებული დევნილები მოინახულა12:41 PM - 5 August 2010

საქართველოს პრეზიდენტმა შაუმიანში მცხოვრები დევნილების ოჯახები მოინახულა. სულ დასახლებაში 212 ოჯახია. მათი 70% ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაასაქმა, ასევე 0,23 ჰექტარი მიწა გადაეცა ყველა ოჯახს. ამ მიწაზე დევნილებს ძირითადად ხილბოსტნეულის ბაღები აქვთ გაშენებული და მეფუტკრეობასაც მისდევენ.სტუმრად ჩასულ პრეზიდენტს მოსახლეობამ თავისი პროდუქციაც გაასინჯა. პრეზიდენტი სააკაშვილი პირადად სტუმრობდა პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილ შოშიტაშვილების 5-შვილიან ოჯახს, სიმბოლურად საქართველოს გამთლიანების სადღეგრძელო შესვა და ოჯახიც დალოცა.პრეზიდენტმა მოინახულა დევნილებისთვის სპეციალურად აშენებული ახალი ბაგა-ბაღი, სადაც ადგილობრივები არიან დასაქმებული და გაეცნო შაუმიანის დასახლებაში ევროკავშირის პროექტის მიმდინარეობას, რომელიც სოციალურ და ეკონომიკურ ...

read more იხილეთ სრულად
news arrow8 წლის თორნიკე ზუბაშვილის გადარჩენის გზას ოჯახის წევრები მხოლოდ ლოცვაშიღა ხედავენ10:02 PM - 30 July 2010

 მაღალი ტემპარატურისგან გამოწვეული კრუნჩხვების შედეგად ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს.

თორნიკეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში გაუარესდა. მე-3 კლასელმა მოსწავლემ ჯერ მეტყველება დაკარგა, შემდეგ კი თანდათანობით მშობლებმა ზედა და ქვედა კიდურების დაქვეითებაც შენიშნეს. ამ ყველაფერს ისინი საომარი მოქმედებების პროცესში მიღებულ სტრესს უკავშირებენ.

თორნიკე ზუბაშვილი აქტიურ და მჭერმეტყველ მოსწავლედ ახსოვთ როგორც პედაგოგებს ისე მის თანასოფლელებს.

ექიმებს მდგომარეობის გამომწვევ მიზეზებზე საუბარი უჭირთ. ზუსტი დიაგნოზი ოჯახმა ვერც ანალიზების გერმანიაში გაგზავნის შედეგად გაარკვია. მათ მხოლოდ ის ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდაღუპულთა ნათესავებს ცხინვალში სამძიმარზე არ უშვებენ06:50 PM - 22 July 2010

მეორე დღეა ცხინვალში 19 ივლისს ტრანსკავკასიურ მაგისტრალზე მომხდარი ავტოკატასტროფის მსხვერპლთა დაკრძალვა მიმდინარეობს. ამ შემთხვევას 11 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი ემსხვერპლა. ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი ქართულმა მხარემ გამოუცხადა. არასამთავრობო ორგანიზაციამ „მეგობრობის ხიდი - ქართლოსი“ მხარეებს მოუწოდა დაღუპულთა ნათესავებისთვის სამძიმრის სათქმელად ცხინვალში ჩასვლის უფლება მიეცათ. ცხინვალიდან დევნილ, ამჟამად თბილისში მცხოვრებ ბადრი ჭამპურიძეს ავტოკატასტროფაში ბიძაშვილი, 10 წლის მარი მაისურაძე დაეღუპა. იქვე მარის დედა, მადინა ჯიოევაც გარდაიცვალა. ჭამპურიძეების ოჯახმა ცხინვალში გამგზავრების სურვილი პირველივე დღეს გამოთქვა, მაგრამ სურვილი სურვილად დარჩა. ბადრი ჭამპურიძეს ...

read more იხილეთ სრულად
news arrow შიდა ქართლის ოსების "მოღვაწეობა" ХХ საუკუნის 20-იან წლებში11:10 AM - 21 July 2010

            საქართველოში მცხოვრები ოსების მიმართ საბჭოთა რუსეთის ხელისუფალთა დაკვეთამ - ქართული სახელმწიფოს დამხობის მიზნით, ქვეყნის საომარ მდგომარეობაში შეგნებულად ჩაყენება – პრინციპულად დააყენა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა და ქართველი ერის ფიზიკურად გადარჩენის საკითხი. მითუმეტეს, რომ იმ დროისათვის საქართველოში რეალურად არსებობდა სამოქალაქო ომის გაჩაღებისა და მისი პერმანენტულად გაგრძელების საშიშროება. თუ რამდენად აღიქვამდა მე–ХХ საუკუნის 20-იან წლებში მაშინდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი ოსების მხრიდან ქვეყნისთვის თავსმოხვეულ ზემოაღნიშნულ საფრთხეს, კარგად ჩანს იმ პერიოდის პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან.
ამ მხრივ, განსაკუთრებულ ყურადღებას გ.გოლლენდის ფსევდონიმით გამოქვეყნებული სტატია «აგრარული ანარქია» იქცევს. ...

read more იხილეთ სრულად
news arrowროკის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ11:06 AM - 21 July 2010

 ე.წ. სამხრეთ ოსეთში 20 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.  აღნიშნული გადაწყვეტილება 18 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა პატივსაცემად მიიღო, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ და პარლამენტმა საგანგებო სხდომაზე  დე ფაქტო პარლამენტის სპიკერის სტანისლავ კოჩიევის განცხადებით, დაღუპულებს 21 ივლისს დაკრძალავენ. "დაღუპულებს შორის  - ჩრდილოეთ ოსეთის, რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის  მცხოვრებლები არიან. დაკრძალვის ცერემონია 21 ივლისს გაიმართება", - განაცხადა კოჩიევმა.შეგახსენებთ, რომ სამგზავრო ავტობუსი, რომელიც ვლადიკავკაზიდან ცხინვალში მიემართებოდა, 18 ივლისს როკის გვირაბთან ხრამში გადავარდა. ბოლო მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევას 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

...
read more იხილეთ სრულად
news arrowევროკავროკავშირი დევნილებისთვის დახმარებას ზრდის 11:00 AM - 21 July 2010

რუსთავში, დევნილთა ჩასახლების ობიექტში ხელი მოეწერა ევროკავშირთან ხელშეკრულებას მორიგი ტრანშის გადმოცემის შესახებ. ევროკავშირი საქართველოს მთავრობას 43.5 მლნ ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა სამოქმედო გეგმის რეალიზებასა და მათ გრძელვადიან განსახლებას მოხმარდება.2008 წლის კონფლიქტის შემდეგ ევროკავშირის მიერ საქართველოსათვის გაწეული დახმარების დიდი ნაწილი გამიზნული იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც ომის გამო ყველაფერი დაკარგა და იძულებული იყო საკუთარი სახლი მიეტოვებინა. ფინანსური დახმარების მესამე ტალღა, 5000-მდე დევნილი ოჯახის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება. თანხის ნახევარზე მეტი კომპაქტური განსახლების ცენტრების რეაბილიტაციასა და ახალი ბინების ...

read more იხილეთ სრულად
news arrow ბერნარ კუშნერი კოდაში დევნილებს შეხვდა 10:51 AM - 21 July 2010

  საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა,  ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან კობა სუბელიანთან ერთად კოდაში დევნილთა დასახლებას ესტუმრა. მაღალი რანგის ფრანგმა სტუმარმა დასახლება დაათვალიერა, დევნილებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი საკუთარ სახლებში უნდა დაბრუნდნენ. ფრანგი დიპლომატი დევნილ ლაფაჩების ოჯახს ესტუმრა, სადაც ტრადიციული სუფრით გაუმასპინძლდნენ. ოჯახის წევრებმა აგვისტოს ომის ტრაგედიის შესახებ თავად მოუყვნენ და ერთადერთი რამ სთხოვეს – დაგვეხმარეთ, რომ დავბრუნდეთ ჩვენს სახლებში."რა თქმა უნდა, აქ უკეთესი პირობებია, ვიდრე კარვებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ...

read more იხილეთ სრულად
news arrowსკრის ჩასახლებაში შეშის დარიგების პროცესს ხელისუფლება დაესწრო12:53 PM - 20 July 2010

გორის რაიონის სოფელ სკრის ჩასახლებაში ხელისუფლებამ შეშა შეიტანა. შიდა ქართლის ახლადდანიშნული გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი,საქართველოს პარლამენტის წევრი ბადრი ბასიშვილი და ლტოლვილთა განსახლების მინისტრის მოადგილე ანდრო ჭულუხაძე შეშის გადანაწილების პროცესს უშუალოდ დაესწრნენ, შემდეგ კი იძულებით გადაადგილებულ პირების მხრიდან პრობლემები მოისმინეს. დევნილები გამოჩენილი ყურადღებით კმაყოფილებას გამოთქვამდნენ, თუმცა ზამთრის სეზონისთვის ხელისუფლებას ჩასახლებაში ბუნებრივი აირის გაყვანას სთხოვდნენ. ხელისუფლება მათ დაპირდა, რომ ყველა ღონეს მიმართავს ამ თხოვნის შესასრულებლად. ადგილნაცვალმა პირებმა სკრაში ჩასულებს სეტყვის შედეგად განადგურებული მიწის ფართობები აჩვენეს და დახმარება ამ მხრივაც მოითხოვეს. 
  ხელისუფლების ...
read more იხილეთ სრულად
news arrowსაკონკურსო გამოფენაში ,,ხეობის მაცნეს” ფოტოები მოხვდა01:38 PM - 15 July 2010

სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში” დევნილთა თემატიკაზე ფოტოკონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენა მოეწყო. ფოტოკონკურსი სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა, რომელიც „ქორთიარდ მარიოტში“ 28-30 ივნისს მიმდინარეობდა და დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის სამოქმედო გეგმის ახალი მიმართულებების ეხებოდა.ფოტოკონკურსი დევნილთა ინტეგრაციისა და განვითარების თემაზე გამოცხადდა. საკონკურსო კომისიამ, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ევროკავშირისა, ლტოვილთა დანის საბჭოს წარმომადგენლებისა და პროფესიონალი პოტოგრაფები შედიოდნენ, 12 ავტორის 65 ფოტონამუშევარი მიიღო. აქედან 5 ავტორის 12 ფოტო შეირჩა, დაიბეჭდა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში გამოიფინება. მათ შორის 2 ფოტოს ავტორი,,ხეობის მაცნეს” ჟურნალისტი ნინო ჩიბჩიური ...
read more იხილეთ სრულად
news arrowინტელექტუალური და სპორტული ღონისძიებები სკრის დევნილთა ჩასახლებაში 01:29 PM - 15 July 2010


შაბათს 10 ივნისს საზოგადოებრივმა კავშირმა “ქართლოსმა” გორის რაიონის სოფელ სკრის დევნილთა ჩასახლებაში პროექტის “შიდა ქართლის ახალგაზრდები მშვიდობიანი თანაცხოვრებისათვის” ფარგლებში ინტელექტუალური და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ინტელექტუალური ღონისძიება ჩასახლებაში არსებულ კულტურის კლუბში, სპორტული კი კლუბის მიმდებარე მოედანზე შედგა. ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს როგორც დევნილმა აგრეთვე მასპინძელი თემში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა. ინტელექტუალურ თამაშს ცნობილი თამაშის “რა, სად, როდის” სახე ქონდა, თუმცა კითხვები ძირითადად შედგენილი იყო რეგიონთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებაში. თამაშში მონაწილეობა ხუთმა გუნდმა მიიღო ესენია :”სმაილი”, “გვირილა”, “ჭიამაია” “ვარსკვლავები” და “მზე” ბოლო რაუნდში გამარჯვება გუნდმა ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილები "იუ ჯი თი"–ში სტაჟირებას გადიან01:13 PM - 15 July 2010

წეროვანში მცხოვრები დევნილები საინფორმაციო ტექნოლოგიების ლიდერ კომპანიაში „იუ ჯი თი“ სტაჟირებას გადიან. ერთთვიანი კურსის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში დევნილები კომპანიაში დასაქმდებიან. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადადდგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინიციატივით სტაჟირების კურსი უკვე დაიწყო, რომელშიც ის სტუდენტები მონაწილეობენ, რომლებმაც წეროვანში მათთვის გახსნილი კომპიუტერისა და ინგლისურის კურსები წარმატებით გაიარეს. ნინო ლომიძე, ნონა ჩიგოევი და ხათუნა ბაშარული პირველი სტაჟიორები არიან, რომლებსაც კომპანია „იუ ჯი თი“–ს პრეზიდენტი გოგა ჭირაქაძე შეხვდა, სტაჟირების დაწყება მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ნინო ლომიძის თქმით: „დასაქმება როგორც ზოგადად ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდაპირისპირებამ ცხინვალში "ტორფული ხანძრის" ფორმები მიიღო01:56 PM - 11 July 2010

"სამხრეთ ოსეთში" არ დაუშვებენ ანტირუსულ განწყობებს და ძალზედ აბსურდულია ზოგიერთ პირთა მცდელობანი (ვისზეც ცხინვალის პროკურატურას აღძრული აქვს სისხლის სამართლის საქმეები), ეროვნებათშორისი ურთიერთობების ხასიათი მისცენ სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებს", – გადმოსცემს კოკოითის ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არსენ გაგლოევის სიტყვებს საინფორმაციო სააგენტო "Рес"–ი.


მისივე სიტყვებით, ცხინვალის რეგიონში "ჩვენ ყველანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ვართ და მიუხედავად იმისა, ამ რეგიონის მაცხოვრებელი ხარ თუ რუსეთის სხვა რომელიმე რეგიონის, ყოველთვის უნდა აგო პასუხი ნებისმიერ სამართალდარღვევაზე".


უნდა აღინიშნოს, რომ ეს განცხადება გაგლოევმა გააკეთა ცხინვალის რეჟიმის ინფორმაციის, კავშირგაბმულობისა და მასობრივი ...

read more იხილეთ სრულად
news arrowშიდა ქართლს ახალი გუბერნატორი ჰყავს01:39 PM - 11 July 2010

 


 10 ივლისს,  გორში საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით ტყეშელაშვილმა   კასპის, გორის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტებში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი წარადგინა.  წარდგენას ყოფილი გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი, მუნიციპალიტეტების გამგებლები და მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
       ,,ზურას აქვს ბევრი ის თვისება, რომელიც დადებითად წაადგება შიდა ქართლს. ის ძალიან კარგად იცნობს აქაურობას და კარგად იცნობს ხალხს ამ რეგიონში. ეჭვი არ მეპრება რომ იმ გამოწვევებს, რომლებიც ჯერ კიდევ გვაქვს აქ შიდა ქართლში, იმ პრობლემებს,  რომლებიც ჯერ  კიდევ აწუხებს ამ რეგიონში ჩვენს ხალხს,  ახლადარჩეულ თვითმმართველობებთან ...

read more იხილეთ სრულად
news arrowკეხვის ციხე02:39 PM - 2 July 2010

ლიახვის ხეობა გამოირჩევა თავისი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობით. აქ მდებარე თითოეულ სოფელს თავისი საინტერესო ისტორია აქვს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თითოეული ძეგლი, რომელიც ამ ხეობაში მდებარეობს უძველესი და უნიკალურია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ციხე-სიმაგრე, ტაძრები, თუ სხვა, რომელიმე ძეგლის მშენებლობა, მხოლოდ ქართველების სახელს უკავშიდება, აგებულია ქართველი მეფეების და ხელოსნების მიერ.ასევე უამრავი ისტორიული თუ არქეოლოგიური მასალა მოწმობს იმაზე, რომ ქართველები ამ ულამაზეს მხარეში უძველესი დროიდან ცხოვრობენ, ხოლო ოსების ჩამოსახლება ჩრდლოეთი მხარის მთიანი სოფლებიდან  X  საუკუნიდან იწყება და XII საუკუნემდე გრძელდება.
დიდი ლიახვისპირა ციხე-სიმაგრეთა ...
read more იხილეთ სრულად
news arrowპრობლემა მოგვარდა02:19 PM - 2 July 2010

წეროვნის დევნილთა დასახლებაში მწყობრიდან გამოსული საკანალიზაციო სისტემის გამო მოსაწესრიგებლად დაწყებულ სამუშაოებთან ერთად ჩვენი გაზეთის წინა ნომერში მკითხველს უკვე ვაცნობეთ.
დროთა განმავლობაში დაზიანებული სისტემის გამო წეროვანში მცხოვრები დევნილები უსიამოვნი სუნის გარდა რაიმე ეპიდემიის გავრცელების შიშმა უფრო შეაწუხა.
ქურთის მუნიციპალიტეტისა და გამგეობის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, პრობლემა დროულად უნდა მოგვარებულიყო. ადგილძე საკრებულოს თავჯდომარე გოდერძი ნებიერიძე და გამგებელი დავით დათაშვილი ჩავიდნენ. როგორც გამგებელი აცხადებს ეს საკითხი ძალზედ აქტუალური იყო, რადგან ფეკალური მასით არაერთი კოტეჯის მიმდებარე ეზო დაიტბორა. მისივე სიტყვებით, საკრებულომ და გამგეობამ აღნიჩნული პრობლემის სასწრაფოდ მოგვარება საქართველოს ...
read more იხილეთ სრულად
news arrow მოზარდებმა ვარძია ,,დალაშქრეს’’02:07 PM - 2 July 2010

თუ ვინმე ასპინძის რაიონში მესხეთ-ჯავახეთის ტერიტორიაზე მოხვდება მის ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობს ულამაზესი ისტორიული ადგილი ვარძია. ნაქალაქარს 500 მეტრი სიგრძის ფართობი უკავია, სიმაღლე კი 100 მეტრს მოიცავს კლდის დაკიდული მასით. საწყისი ვარძიის გამოკვეთა 1156 წელს,  გიორგი მესამის მეფობის პერიოდს უკავშირდება.. ვარძია თბილისიდან 300 კმ-ის მანძილითაა დაშორებული, ეს ისტორიული ძეგლი 2 მეფობის პერიოდს მოიცავს გიორგი მესამის და მისი შვილის თამარის, ძეგლი 12–ტე საუკუნითაა დათარიღებული ისტორიის მიხედვით, 1283 წელს მომხდარმა მიწისძვრამ ვარძიის 70 % დაანგრია, მათ შორის მოჰყვა ე.წ. საიდუმლო გვირაბი, რომლის აღდგენა ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილთა ჩასახლებებში სარემონტო სამუშაოები იწყება02:00 PM - 2 July 2010

 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დევნილთა საცხოვრებელ კოტეჯებში მალე სარემონტო სამუშაოები დაიწყება.
  იატაკზე ,,ლამინატი” დაიგება, მოხდება წინაგადახურვა და ამასთანავე შეიცვლება ჭერიც ,,გიბსო კარდონით”.
მაჟორიტარი დეპუტატის გორის ბიუროს ხელმძღვანელის, რევაზ კახნიაშვილის ინფორმაციით, ჩატარდა ადგილნაცვალი პირების წინასწარი გამოკითხვა და მოხდა დადასტურება მათ მიერ, რომ ნამდვილად თანახმანი არიან საკუთარ ოთახებში მუშებმა სამუშაოები დაიწყონ. რაც შეეხება ამ პროცესის დროს მათი ყოფნის საკითხს, დიდმა ნაწილმა კოტეჯში დარჩენა გადაწყვიტა სამუშაოების პარალელურად, ზოგიერთმა მათგანმა კი ალტერნატიულ ფართში ან დროებით ნათესავთან გადასვლა ამჯობინა. 
  დევნილები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მიერ ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილთა ჩასახლებებში შეშა შეიტანეს01:53 PM - 2 July 2010

 დევნილთა სამ ჩასახლებაში, სკრაში, ხურვალეთსა და საქაშეთში, იძულებით გადაადგილებულ პირებმა შეშა მიიღეს. როგორც ლიახვის ხეობის მაჟორიტარის გორის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ კახნიაშვილი განმარტავს, დევნილებმა ამის შესახებ თხოვნით მიმართეს პარლამენტარ ბადრი ბასიშვილს, რომელმაც გაითვალისწინა მათი მდგომარეობა და ჩვენს სამსახურთან შუამდგომლობის საფუძველზე მოხდა ჩასახლებებში შეშის შეტანა. თითოეულ ოჯახზე 2 კუბამეტრი შეშა გადანაწილდა. შეირჩა ისეთი კატეგორიის ჩასახლებები, სადაც არარის გაყვანილი ბუნებრივი აირი და სადაც დავალიანების გამო მოსახლეობის ნაწილს ელექტრო ენერგია არ ...
read more იხილეთ სრულად
news arrow დევნილი სტუდენტები დაფინანსებას ითხოვენ08:53 PM - 13 June 2010

 19 წლის ნინო კაზიევი უნივერსიტეტში დღეს თანაკურსელების მოსანახულებლად მივიდა. იმის გამო, რომ სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლო სტუდენტობის სტატუსი შეუწყდა.
  ,,2008 წლის შემდეგ დევნილის სტატუსი მომენიჭა, ამჟამად კოტეჯში ვცხოვრობ, იმის გამო რომ სწავლის გადასახადი ვერ დავფარე, აკადემიური მაქვს აღებული, სტუდენტობის სტატუსი შემიწყდა. რამდენჯერმე დავწერე განცხადება მაგრამ ვერ ვხვდები რა კატეგორიით არჩევს განათლებიუს სამინისტრო სტუდენტებს, რომლებსაც აფინანსებს”-აღნიშნავს დევნილი  ნინო კაზიევი.
 გორის, სუხიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ნინო ერთადერთი დევნილი არარის, რომელსაც დაფინანსება არ მიუღია. იმ კატეგორიას ვისაც სწავლის გადასახადი სახელმწიფომ დაუფარა, გარკვეული პრობლემები ...

read more იხილეთ სრულად
news arrowჟურნალისტებთან შეხვედრა08:38 PM - 13 June 2010

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ორგანიზაციაში შეხვედრა მოეწყო, რომელსაც რეგიონში მოქმედი ჟურნალისტები ესწრებოდნენ. შეხვედრას იურისტი ქეთი ბებიაშვილი უძღვებიდა, საუბრის თემა კი საჯარო ინფორმაციის მიღებას ეხებოდა, რომელიც პრობლემად უმრავლესობის თქმით დღეს მართლაც დგას, შიდა ქართლის რეგიონის მედია სფეროში. შეხვედრას ასევე დაესწრო სახალხო დამცველის გორის ოფისის წარმომადგენელი ნინო დალაქიშვილი. სიახლეა ისიც, რომ იურისტების გორის ოფისში ფუნქციონირებს მედია-ცენტრი, სადაც ჟურნალისტები უფასო კონსულტაციებს იღებენ საკუთარი უფლებების შესახებ და ზოგადად ამა თუ იმ საკითხზე იურიდიულ მიდგომებთან დაკავშირებით. ,,მედია-ცენტრის მიზანია, ჟურნალისტების უფლებების დაცვა და იმ პრობლემების გამოვლენა, ...
read more იხილეთ სრულად
news arrowანაკლიაში გორელ პატრიოტთა მეორე ნაკადი გაემგზავრა09:25 PM - 7 June 2010

                დღეს გორიდან პატრიოტები ანაკლიის ბანაკში გაემგზავრნენ. სტუდენტთა 31 კაციანი ჯგუფი ანაკლიაში 13 ივნისამდე დარჩება.  აღნიშნული ნაკადი რიგით მეორეა. გორელი ახალგაზრდების  პირველი ნაკადი ანაკლიის ბანაკიდან გასულ კვირას დაბრუნდა.
              ,,უკვე რამოდენიმე წელია გვაქვს საშუალება პატრიოტების პროგრამით უფასო დასვენება მოვუწყოთ ახალგაზრდებს. ანაკლიის ბანაკი წელს  გაიხსნა და გორელებსაც პირველად  გვმასპინძლობს.  პირველი ნაკადის პატრიოტები  ანაკლიიდან  ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ. იმედია, მეორე ნაკადიც კარგ დროს გაატარებს.“ - აღნიშნავენ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც პატრიოტების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ.
                პატრიოტთა ბანაკებში წელს სტუდენტებთან ერთად  სკოლის თვითმმართველობის  წევრებმა ...

read more იხილეთ სრულად
news arrowსკრის და მოხისის ჩასახლებებში წყალგაყვანილობის ახალი სისტემა დამონტაჟდება09:17 PM - 7 June 2010

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა კობა სუბელიანმა,  შიდა ქართლის გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა საქართველოში რულანდ მონაშმა და ხსნის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა პიტერ ლეიფერტიმ დღეს გორში ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში შიდა ქართლში, სოფელ სკრის და მოხისის დევნილთა ჩასახლებებში წყალგაყვანილობის ახალი სისტემა დამონტაჟდება. პროექტს შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით გაეროს ბავშვთა ფონდი და ხსნის საერთაშორისო კომიტეტი განახორციელებს და მიმდინარე წლის  31 აგვისტოს დასრულდება. პროექტის ფარგლებში მოხდება სკრისა და მოხისის ჩასახლებებში  წყლის მილების რეაბილიტაცია, წყალგაყვანილობის პრობლემის მოგვარება და სადრენაჟო ...
read more იხილეთ სრულად
news arrowგორში საკოორდინაციო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა09:07 PM - 7 June 2010

 დღეს გორში საკოორდინაციო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადეს აქტიური თანამშრომლობისა და განხორციელებული პროექტებისათვის, რაც შიდა ქართლის მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში მნიშვნელოვნად ეხმარება. შიდა ქართლის გუბერნატორმა ისაუბრა რეგიონში არსებულ პრობლემებზე, კერძოდ ხილის რეალიზაციასა და გამოზამთრებაზე, ოკუპირებული ტერიტორიების მომიჯნავე სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური ინფრასტრუქტურის შექმნის აუცილებლობაზე, სამედიცინო ობიექტების რეაბილიტაცია-აღჭურვის საჭიროებაზე და რეგიონში ირიგაციის პრობლემის გადაწყვეტაზე, რათა ყველა სოფელს ...
read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილმა ხალხმა ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 87%-იანი ნდობა გამოუცხადა09:32 AM - 1 June 2010

liaxvis xeobis saolqo saarCevno komisias ukve aqvs TviTmmarTvelobis arCevnebis Sedegebi. xmebis daTvlis procesi sakmaod mSvid viTarebaSi gvian Ramemde gagrZelda. Sedegebi Semdegnairia.


nacionalur moZraobas devnilTa 87 %-ma ndoba gamoucxada. #5 sul 2279-ma devnilma amomrCevelma Semoxaza. qristian-demokratebs mxari 161-ma devnilma dauWira. procentuli maCvenebeli 6-iT ganisazRvra. erovnulma sabWom devnil amomrCevlebSi xmebis 3,3%- moipova. miRebuli xmebis raodenoba 87-ia. aliansi saqarTvelosTvis_1,7% 45 ...

read more იხილეთ სრულად
news arrow დევნილებმა საკუთარი არჩევანი გააკეთეს09:01 PM - 30 May 2010

თვითმმართველობის არჩევნებში დევნილების 90%-მა მიიღო მონაწილეობა. იძულებით გადაადგილებული პირებისთვის დილის 8 საათიდან საქართველოს მასშტაბით სულ 15 უბანი იყო გახსნილი. აქედან 7 შიდა ქართლის რეგიონში. ამომრჩეველთა რაოდენობა კი 4000-ია. დევნილთა ჩასახლებებსში არსებულ უბნებზე საარჩევნო პროცესი  დილიდან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, რაც დღის ბოლომდე შენარჩუნდა.  დევნილი ამომრჩეველი მთელი დღის მანძილზე აქტივობით გამოირჩეოდა. საარჩევნო ყუთებთან მისული თითოეული მათგანი დღეს მშობლიურ მხარეში დაბრუნების იმედს გამოთქვამდა. ლიახვის ხეობის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ბადრი გოჩაშვილის განცხადებით დევნილთა არცერთ საარჩევნო უბანზე არანაირ ექსცეზს ადგილი არ ჰქონია და საოლქო კომისიაში ...

read more იხილეთ სრულად
news arrow პატრიარქის ვიზიტი გორში11:11 AM - 28 May 2010

 25 მაისს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ  უწმინდესი გორს პირველად ესტუმრა. კათოლიკოს-პატრიარქი გორში ვერხვების დასახლებაში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა  ახლადგახსნილ წმ. ნინოს ტაძარში და ღვთისმშობლის შობის გორის საკათედრო ტაძარში პარაკლისი გადაიხადა. უწმიდესი და უნეტარესი ილია II  სამთავისისა და გორის ეპარქიის მთავარ ეპისკოპოს ანდრიასთან ერთად  კულტურის და სულიერი განათლების ცენტრები გახსნა  ქალაქ გორსა და სოფელ კარალეთში. ღონისძიებებს დაესწრნენ აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, ჭყონდიდის ...

read more იხილეთ სრულად
news arrowსასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 10 სოფელს11:00 AM - 28 May 2010

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაეცემა სოფელ ერგნეთში უკვე დასრულდა. რეგიონში დღეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ორგანიზაციის ,,ქეა საერთაშორისო კავკასიაში” დირექტორი ჯონათან პადიფუტი და სხვა ოფიციალური პირები იმყოფებოდნენ. მათი განცხადებით,დახმარების მიზანს “კონფლიქტისპირა არეალში სოფლის მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება” წარმოადგენს. პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის ცერემონია ფერმერთა ჯგუფებისთვის გაიმართა. როგორც ქეა საერთაშორისო კავკასიის პროგრამის მენეჯერმა გიორგი ბადრიშვილმა განაცხადა ”2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სასოფლო სამეურნეო ტექნიკის დიდი ნაწილი გაიძარცვა ან უბრალოდ დაზიანდა და ხალხი მიწის დასამუშავებლად საჭირო ტექნიკის გარეშე დარჩა. რამდენადაც სოფლის მეურნეობა კონფლიქტისპირა ...
read more იხილეთ სრულად
news arrow დიალოგით დაწყებული მშვიდობის მშენებლობა07:00 PM - 23 May 2010

  ,,დიალოგი ჩართულობის გზით” - ამ სახელწოდებას ატარებს პროექტი, რომლის ფარგლებშიც, კიშინიოვში, ერთი კვირის განმავლობაში, ქართველი და ოსი ახალგაზრდები ქართულ-ოსურ კონფლიქტზე, საერთო პრობლემებზე და შთაბეჭდილებებზე დიალოგის ფორმატში საუბრობდნენ. ამის შესახებ ინფორმაცია ჩვენმა ქვემო ქართლელმა ჟურნალისტმა მოგვაწოდა. ჟურნალისტი მარიკო წიქორიძე მოლდავეთში იმყოფებოდა, რომელმაც საკუთარი სტატია გაზეთ ,,ხეობის მაცნეს” უსახსოვრა.
მარიკო წიქორიძე:
კიშინოვში დაახლოებით ერთი თვის წინ ვიყავი, სადაც ქართულ-ოსურ კონფლიქტზე ახალგაზრდები მსჯელობდნენ. ჩემი კოლეგისგან, ნინო ჩიბჩიურისგან ვიცოდი, რომ არსებობს ყოველთვიური გაზეთი ,,ხეობის მაცნე”, რომელიც უშუალოდ დევნილებში ვრცელდება უფასოდ. ჩემი მიზანია, ამ შეხვედრის შესახებ ...

read more იხილეთ სრულად
news arrow პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი გორში06:09 PM - 23 May 2010

  21 მაისს, პარლამენტის თავმჯდომარე გორში იმყოფებოდა. დავით ბაქრაძე მოსახლეობას შეხვდა და ხელისუფლების მიერ დასახული გეგმების შესახებ ესაუბრა. მანამდე კი ყველას არჩევნებზე მისვლისაკენ მოუწოდა, რადგან მისი თქმით, თითოეული მათგანის ხმა მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისათვის. თუმცა როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ეს არ იყო წინასაარჩევნო შეხვედრა, მისი განცხადებით  საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის იქნება ხალხთან მუდმივი კონტაქტის რეჟიმში. ბაქრაძის აზრით, სწორედ ესაა მთავარი იმისთვის, რომ მთავრობას ესმოდეს მოსახლეობის პრობლემები და მოთხოვნები, რადგან მათი მხრიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე დაიგეგმოს, თუ რა სჭირდება მოსახლეობას და რა უნდა გაკეთდეს ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ჯანდაცვის მობილიზაციის დღე კარალეთის ჩასახლებაში06:03 PM - 23 May 2010

 დისევიდან დევნილმა მოხუცმა ექიმს, 6 წლის წინ მიღებული დაჟეჟილობით გამოწვეული გართულებებით მიმართა, კარალეთის ჩასახლებაში მცხოვრები ეთერ ოქროპირიძე ამბობს, რომ სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე სამედიცინო გამოკვლევებს ხშირად ვერ იტარებს, ამიტომ მან ჩასახლებაში მისულ მედიცინის მუშაკებს მიაკითხა, რომლებიც დევნილ პაციენტებს ორი დღის განმავლობაში უფასო სამედიცინო კონსულტაციებს უტარებდნენ.
   დევნილები აღნიშნავდნენ რომ უფასო სამედიცინო მომსახურება მათთვის დიდი შეღავათია.  სამედიცინო პერსონალი შესაბამისი აღჭურვილობით და ინვენტარით კარალეთის ჩასახლებაში არსებულ სათემო ცენტრის შენობაში განთავსდა.
,,ყველა დევნილ ოჯახს დაურიგდა საინფორმაციო მასალები. 2 დღის განმავლობაში დევნილებს შეუძლიათ სხვადასხვა სახის სამედიცინო ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ,,მრგვალი მაგიდა” დევნილთა პრობლემებზე05:43 PM - 23 May 2010

   10 მაისს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში იძულებით გადაადგილებული პირები ,,ენერგო პრო ჯორჯიასა და ს.ს. გორიგაზის” წარმომადგენლებს შეხვდნენ. დევნილთა პრობლემების განხილვას ასევე ესწრებოდა ლტოლვილთა და განსახლების რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი მანანა ჭამპურიძე.
 შეხვედრაზე ძირითადად ორი პრობლემა გამოიკვეთა, რომელთა შესახებაც დევნილებმა ისაუბრეს. ესენია ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საკითხები.
 კომპეტენტურ პირებთან დევნილებმა უშუალოდ განიხილეს ენერგომომარაგებასთან დაკავშირებული დავალიანებები და ასევე იმსჯელეს თუ რაგზით მოხდება მისი დაფარვა. დევნილები მოითხოვდნენ გადასახადების გადავადებას, რაზეც ენერგოკომპანიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ეს გადავადება შესაძლებელია მაქსიმუმ სამი თვით, ამ პერიოდში დევნილმა აბონენტებმა მოხმარებული ...

read more იხილეთ სრულად
news arrowოსმა ძალოვანებმა საქართველოს მოქალაქეები დააკავეს11:44 AM - 20 May 2010

ე.წ. სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფო საზღვრის დარღვევის" გამო, საქართველოს 8 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულთა შორის შიდა ქართლის რეგიონიდან 2 ადამიანია. ლაშა ლურსმანაშვილი და რამაზ გაფრინდაშვილი ზნაურის რაიონის მკვიდრნი არიან. სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯუღელი ამბობს, რომ ამ დრომდე ოსური მხარე ჯერჯერობით კონტაქტზე არ გამოდის. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში ე.წ. პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილის, მერაბ ჩიგოევის ინფორმაციით, გუშინ ოსმა ძალოვანებმა საქართველოს ხუთი მოქალაქე ზნაურის რაიონში, ერთი კი ცხინვალის რაიონის სოფელ არცევთან დააკავეს.  "ამჟამად მათ მიერ სახელმწიოფო საზღვრის დარღვევის მიზეზების მოკვლევა მიმდინარეობს", - განაცხადა ჩიგოევმა. ...

read more იხილეთ სრულად
news arrowპირველი ლედის ფონდი წეროვანში ახალ პროექტს იწყებს11:35 AM - 20 May 2010

საქველმოქმედო ფონდმა `სოკომ` საქართველოს პირველი ლედის ხელმძღვანელობით, წეროვანში მცხოვრებ დევნილთათვის სასწავლო პროექტი დაიწყო. პროექტის ფარგლებში დევნილები ინგლისური ენისა და კომპიუტერის კურსებს უფასოდ გაივლიან. პროექტი ერთწლიანია და მისი დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სპეციალური სერტფიკატი გადაეცემათ. წეროვანშივე პირველმა ლედიმ გააკეთა განცხადება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჰოლანდიელი ჟურნალისტის სტას სტორიმანსის სახელობის სტიპენდიის თაობაზე, რომელიც საშუალებას მისცემს 25 წლამდე ჟურნალისტებსა და სტუდენტებს ჟურნალისტიკის ერთკვირიანი კურსები გაიარონ ჰოლანდიაში.

...
read more იხილეთ სრულად
news arrowტრენინგი არჩევნების შესახებ11:33 AM - 20 May 2010

  19 მაისს გორის საინფორმაციო ცენტრში ჟურნალისტებს ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელიც  არჩევნების გაშუქების თემას მიეძღვნა. ტრენინგს ადგილობრივი მედია საშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენს. ტრენინგში აგრეთვე მონაწილეობა მიიგეს გაზეთ "ხეობის მაცნეს” ჟურნალისტებმა. სემინარს კი სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები  უძღვებოდნენ, რომლებმაც მსგავი სახის შეხვედრები ჟურნალისტებთან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოაწყვეს. ძირითადად მსჯელობა ჟურნალისტთა უფლებებზე წარიმართა, რითაც მასმედიის წარმომადგენლები არჩევნებზე ისარგებლებენ. ჟურნალისტებმა გაიხსენეს გასული წლების არჩევნები და ისაუბრეს იმ დაბრკოლებებზე, რაც მათ მუშაობის პროცესში შეხვედრიათ არჩევნების გაშუქებისას. დღეს სემინარზე ყურადღება გამახვილდა მოსახლეობის არაინფორმირებულობაზეც, როგორც აღნიშნული ცენტრის წევრებმა აღნიშნეს მოსახლეობა ...

read more იხილეთ სრულად
news arrow იმიტირებულ არჩევნებს აშშ-ს ელჩი დაესწრო06:22 PM - 11 May 2010

       18 წლის ნინი  არჩევნებში მონაწილეობას წელს პირველად იღებს. ის ამბობს რომ ხმის მიცემის პროცედურას არასოდეს დასწრებია და ამ დრომდე არჩევნებითან დაკავშირებული კონკრეტული დეტალები მისთვის უცნობი იყო. სხვა თანატოლებთან ერთად დღეს მან იმიტირებულ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა და ყველა ის პროცედურები გაიარა რასაც ნამდვილი არჩევნები ითვალისწინებს.
 იმიტირებული არჩევნები დღეს გორში კ/თ გამარჯვების ფოიეში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი თაობა ახალი ინიციატივას” ორგანიზებით მოეწყო. ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის ეკატერინე ცარიანის განცხადებით პროექტის მიზანია ახალგაზრების ინფორმირებულობა ხმის მიცემის პროცედურების შესახებ. იმიტირებული არჩევნების პროცესს, რომელშიც ...

read more იხილეთ სრულად
news arrowდევნილ დედებს საქართველოში ნორვეგიის ელჩი შეხვდა12:05 AM - 11 May 2010

გაეროს ქალთა ფონდის (UNIFEM) აღმასრულებელი დირექტორი, ინეს ალბერდმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გორში გამართა შეხვედრა, შიდა ქართლის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან.შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: შიდა ქართლის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გიორგი ავალიანმა, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის აპარატის უფროსმა კახა ტოლიაშვილმა და სპეციალურად მოწვეულმა სტუმრებმა, რომელთა შორის იყვნენ: ნორვეგიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იონ რამბერგი, ევროსაბჭოს მრჩეველი ადამიანის უფლებების დარგში საბრინა ბიუჰლერი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი გორში აზიზ რაჯჰო, გაეროს ქალთა ფონდისა და ...

read more იხილეთ სრულად
news arrowამერიკული დელეგაცია ომგამოვლილ სტუდენტებს შეხვდა06:04 PM - 9 May 2010

 გორის უნივერსიტეტს ამერიკული დელეგაცია სტუმრობდა,რომლის შემადგენლობაში ისრაელის უსაფრთხოების კვლევის ცენტრის წარმომადგენლები შედიოდნენ. მათ შორის იყო დევიდ სმიტი. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები გორის უნივერსიტეტის იმ სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს საომარ მოქმედებებს უშუალოდ შეესწრნენ. ,,-2008 წლის ომის შესახებ ჩვენ გვქონდა ზოგადი ინფორმაცია, ის რაც ბავშვებისგან გავიგეთ მართლაც შოკის მომგვრელია, ისინი დღესაც სტრესის ქვეშ იმყოფებიან, რუსულმა აგრესიამ მათ ფსიქოლოგიური ტრავმაც მიაყენა.”-აღნიშნავს დელეგაციის ხელმძღვანელი დევიდ სმიტი. ,,-ჩვენ დავინტერესდით თუ როგორ ცხოვრობს ხალხი ომიდან 2 წლის შემდეგ. მისი კვალი თითქმის აღარ არსებობს, თუმცა ...
read more იხილეთ სრულად
news arrowნაკვეთების გადაცემა საქაშეთის ჩასახლებაში08:00 PM - 5 May 2010

გორის რაიონის სოფელ საქაშეთში მიწის ფართობების გადაცემის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ჩასახლებაში მცხოვრებ თითოეულ დევნილ ოჯახს  60-მეასედი ნაკვეთი გადაეცა. პროცესი კენჭისყრის პრინციპით წარიმართა. 10 მეასედი საკარმიდამო, 50 მეასედი მიწის ფართობი კი იძულებით გადაადგილებულ პირებს კოტეჯების სიახლოვეს ექნებათ. დევნილები დღეს კმაყოფილებას გამოთქვამდნენ და აღნიშნავდნენ, რომ მათ სოციალურ მდგომარეობას მოყვანილი მოსავალი უფრო გააუმჯობესებს. მათ უკვე დაგეგმეს თუ რას დათესენ ახლადგადაცემულ ნაკვეთებში. ფართობების გადაცემის პროცესს დღეს უშუალოდ ესწრებოდნენ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლები და ლიახვის ხეობის მაჟორიტარის გორის ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ კახნიაშვილი, დღეს მან დენის ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ცხინვალის თეატრი დევნილი პატარების წინაშე12:43 AM - 5 May 2010

 ,,ვარსკვლავბიჭუნა” –ასე ჰქვია სპექტაკლს, რომლითაც ცხინვალის თეატრი 4 მაისს დევნილი პატარების წინაშე წარსდგა. სხვადასხვა პერსონაჟებით განსახიერებულმა გმირებმა ბავშვების გახალისება შეძლეს, რაც ეპიზოდების შემდეგ მათი ემოციებიდანაც ნათლად ჩანდა, ისინი ამბობენ, რომ მსგავსი სახის სანახაობებით არცთუ ისე განებივრებულნი არიან და სურვილს გამოთქვამდნენ, რომ სპექტაკლებზე დასწრების საშუალება უფრო ხშირად მიეცეთ. მსახიობები ამბობდნენ, რომ მაყურებლისგან დარბაზში დიდ სითბოს გრძნობდნენ. ოსკარუალდის მიხედვით დადგმული პიესის რეჟისორი ნუგზარი ლორთქიფანიძეა. ცხინვალის თეატრის ხელმძღვანელობამ მშობლიურ ქალაქში მოღვაწეობის პერიოდიც გაიხსენა. ბოლო სპექტაკლი, რაც ოსური დროშის ქვეშ და ოსი სეპარატისტების მიერ ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ,,მის ხეობა”-2010”-ის შესარჩევი ტური დაიწყო11:23 PM - 27 April 2010

17-დან 20 წლამდე გოგონებო, გაზეთი ,,ხეობის მაცნე” გაძლევთ საშუალებას გახდეთ პოპულარული და მოიპოვოთ ,,მის-ხეობა-2010”-ის ტიტული. იჩქარეთ, თქვენ გელით უამრავი სიურპრიზი.. რეგისტრაცია გაგრძელდება 10 ივნისის ჩათვლით. გამარჯვებულს კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. ყველაზე ლამაზმანის ფოტოები წლის ბილომდე, გაზეთ ,,ხეობის მაცნეს” ყველა ნომერში დაიბეჭდება და რაც ყველაზე მთავარია, გამარჯვებულს გადაეცემა 1 ადგილის მფლობელისთვის დაწესებული ფულადი ჯილდო. კონკურსში მონაწილეობის მსურველები (უნდა იყვნენ აუცილებლად დევნილები) დაუკავშირდით კონკურსის ორგანიზატორებს, შემდეგ კოორდინატებზე: 899 48 62 77 898 44 06 04 ან 855 46 84 33. შიდა შესარჩევი კასტინგისთვის ...
read more იხილეთ სრულად
news arrowმეტეხში სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო05:26 PM - 23 April 2010

კასპის რაიონის სოფელ მეტეხში  ჩასახლებული დევნილების საკუთრებაში არსებული მიწის ფართობების გასარწყავების გასაუმჯობესებლად  სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტს  ადგილობრივი ხელისუფლების თხოვნით ორგანიზაცია ,,გაეროს სასურსათო პროგრამა" ახორციელებს. პროექტი 700 გრძივ მეტრზე სამი ვერტიკალური და სამი ჰორიზონტალური, უმოქმედო არხის გაწმენდას და ჭაობის წყლის არხში ჩაწურვას ითვალისწინებს. წყლის ნაკლებობის შემთხვევაში შესაძლებელია მდინარე თეძამიდან გამომავალი ე.წ. "ნიაბურა"-ს არხის შეერთებაც, რაც დებეტის გაზრდას უზრუნველყოფს.
,,გაეროს სასურსათო პროგრამა" აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან და დევნილებს ჩასახლების დღიდან აქტიურად ეხმარება. იქიდან გამომდინარე, რომ მეტეხის მოსახლეობა  ძირითადად სოფლის მეურნეობაზე და ...

read more იხილეთ სრულად
news arrowრევაზ კახნიაშვილი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატია05:04 PM - 23 April 2010

22 აპრილს გორის თეატრის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა ზურაბ მელიქიშვილმა შეკრებილ მოსახლეობას ის კანდიდატები წარუდგინა, რომლებიც მოახლოვებულ თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტიის სიაში იქნებიან წარმოდგენილნი. მათ შორისაა ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის გორის ბიუროს ხელმძღვანელი და ამავე დროს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე რევაზ კახნიაშვილი.
,,_ვიცით, რომ საქართველოში დღეს მთავარ პრობლემას უმუშევრობა წარმოადგენს. ჩვენი გუნდი სწორედ ამ მიმართულებით გააძლიერებს მუშაობას. კანდიდატები, რომლებიც წარმოგიდგინეთ არიან სწორედ ის პიროვენებები, რომლებიც ნამდვილად შეძლებენ მოსახლეობის პრობლემების მოგვარებას. ვიცით, რომ ,,გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია”, მაგრამ ...

read more იხილეთ სრულად
news arrow ცხოვრება გაუსაძლისია04:19 PM - 23 April 2010

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  წევრობის კანდიდატთა წარდგენის შემდეგ მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა მოსახლეობასთან შეხვედრები განაგრძეს. რევაზ კახნიაშვილმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა ბადრი ბასიშვილმა გორში, ნარკოლოგიურის შენობაში შესახლებული დევნილები მოინახულეს და მათი პრობლემები ადგილზე მოისმინეს.
განსაკუთრებულ გულისტკივილს ისინი კვლავ საცხოვრებლად არასათანადო პირობების გამო გამოთქვამდნენ. ადგილზე მისულ ხელისუფლების წარმომადგენლებს კოტეჯებით დაკმაყოფილებას ან სხვა ფართის გამოყოფას სთხოვდნენ, რადგან შპს ,,პანაციის” შენობაში ცხოვრება მათთვის დღითიდღე გაუსაძლისი ხდება.
,,აქ ცხოვრება აღარ შეიძლება, ელემენტარული პირობებიც არ არსებობს, მოვითხოვთ სხვა საცხოვრებელი ფართით დაგვაკმაყოფილონ”-აცხახებს აჩაბეთიდან დევნილი ქეთევან ბაბუციძე.
,,მესამე სართულზე ცხოვრება არ მინდა, რადგან ავად ...
read more იხილეთ სრულად
news arrow მოსავალი წელს უკეთესი იქნება03:59 PM - 23 April 2010

  გაზაფხულდა და შრომას მიჩვეული ხალხი გარეთ გამოიშალა. სკრის ჩასახლებებში თითქმის ყველა კოტეჯის ირგვლივ საგაზაფხულო სამუშაოები მიმდინარეობს. სხვა პროდუქტებთან ერთად (რასაც დახმარების სახით იღებენ) დევნილებს არც მწვანილი და ბოსტნეული ექნებათ საყიდელი.
,,ვცხოვრობთ ისე, როგორც გლეხკაცს შეეფერება. ჩვენებურად ვეწვალებით, ხან მიწაზე ხან თოხზე, ხან ბარზე და ა.შ. უშრომელად არაფერი მოვა, ხოდა რაც შეგვიძლია ვაკეთებთ”- ამბობს სკრის ჩასახლებაში მცხოვრები ნორა ოთინაშვილი.
 იძულებით გადაადგილებული პირები მიწის დამუშავებით არიან დაკავებულნი და იმედოვნებენ, რომ მოსავალი შარშანდელის მსგავსად წელსაც  უხვი იქნება.
იძულებით გადაადგილებულ პირებს მიწის დამუშავებაში საჩუქრად გადაცემული ტექნიკაც ...

read more იხილეთ სრულად
news arrowხურვალეთის ჩასახლება არავის მიუტოვებია11:50 AM - 22 April 2010

ხურვალეთის ჩასახლებაში მცხოვრები მარინა ბეჟანიშვილს ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა იმ 25 კოტეჯის ჩვენება მოსთხოვეს, რომლის შესახებაც ის ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს. სხვადასხვა საინფომაციო სააგენტოებისთვის მიცემულ ინტერვიუში მარინა ბეჟანიშვილი აცხადებს, რომ მძიმე სოციალური პირობების გამო დევნილები ხურვალეთის ჩასახლებას ტოვებენ. აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება ,,ხეობის მაცნეს” ჟურნალისტებმა ადგილზე მოახდინეს და მარინა ბეჟანიშვილის მიერ მითითებულ კოტეჯებს ესტუმრნენ, დაკეტილი კარი არსად დაფიქსირებულა.
 მარინა ბეჟანიშვილის მიერ გავრცელებული განცხადება, ჩასახლების დატოვების თაობაზე გაურკვეველია ხურვალეთში მცხოვრები დევნილებისთვისაც. რამიზნით მოქმედებს ბეჟანიშვილი ყველა მათგანისთვის უცნობია. ინფორმაციის ადგილზე გადამოწმების მიზნით, ხურვალეთის ჩასახლებაში ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ხურვალეთი შემოიღობა11:38 AM - 22 April 2010

ხურვალეთის ჩასახლებაში კოტეჯების შემოღობვის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ჩასახლება სპეციალური ღობეებით მომარაგდა, სამუშაო პროცეში თავად აქ მცხოვრები დევნილი ადამიანები ჩაერთვნენ. პროგრამის მიხედვით, საკუთარი კარმიდამოს შემოღობვის სამუშაოებში ისინი გარკვეულ გასამრჯელოს იღებენ. იძულებით გადაადგილებული პირები კოტეჯების შემოღობვის პროცესს აუცილებელს და მნიშვნელოვანს უწოდებენ.
 ზოგიერთი მათგანის ინფორმაციით, შემოუღობავი ეზოების გამო ხშირად იკარგებოდა შინაური ფრინველი თუ ცხოველი და პირიქით მაწანწალა ძაღლები მოყვანილ მწვანილსა თუ ბოსტნეულს აფუჭებდნენ, ამ ეტაპისთვის კი დევნილებს ეს პრობლემა უკვე აღარ შეაწუხებთ.
მამასახლისის ინფორმაციით, დევნილები აღნიშნული საკითხის გადაჭრას სისტემატურად ითხოვენ, მათი ეს მოთხოვნა კი ...
read more იხილეთ სრულად
news arrow საქაშეთში ჩასახლებულ დევნილებს შეშა დაურიგდათ10:54 PM - 19 April 2010

   საქაშეთის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებმა დევნილება შეშა მიიღეს. ბუნებრივი აირისა და ელექტრო ენერგიიეს გარეშე დარჩენილი მოსახლეობის პრობლემების აღმოფხვრას შეძლების ფარგლებში ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები შეეცადნენ. შეშის გადაცემის პროცესში დღეს თავად ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ რევაზ კახნიაშვილმა მიიღო მონაწილეობა.მოსახლეობა ფიქრობს, რომ მათი მდგომარეობის ფონზე გაწეული აღნიშნული დახმარება მათთვის მნიშვნელოვანი შეღავათია.
,,დიდი მადლობა ჩვენს ხელისუფლებას ამ დახმარებისთვის. ჩვენს ჩასახლებაში ბუნებრივი აირი გაყვანილი არარის და შეშით მომარაგება მოგვცემს საშუალებას, რომ ეს პრობლემა მოგვეხსნას. თანაც რაოდენობა იმდენია რომ ალბათ მომავალ ზამთრამდეც გაგვყვება.”_აღნიშნავს ,,ხეობის მაცნესთან” ეთერ ...

read more იხილეთ სრულად
news arrow საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო10:40 PM - 19 April 2010

საგაზაფხულო სამუშაოებში შავშვების დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირებიც აქტიურად ჩაერთვნენ. თითოეულ მათგანს მიწის ფართობები გადაეცათ, სადაც მწვანილი და ბოსტნეული მოჰყავთ. დაურიგდათ ასევე სხვადასხვა ხილის ნამყენებიც.
უკვე მეორე წელია დევნილ მოსახლეობას მშობლიური მხარის ნაცვლად, საგაზაფხულო  სამუშაოების განხორციელება ჩასახლების მიმდებარე ტერიტორიებზე უწევთ, თუმცა ამბობენ, რომ დახმარება არ აკლიათ და ყველა საჭირო ტექნიკა მობილიზებული ჰყავთ. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის ცერემონიალი მიმდინარე წლის მარტში გორის სამხარეო ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართა. ორგანიზაციამ ,,ვორდვიჟენი”მათ 4 ტრაქტორი გადასცა, რომელმაც დევნილ მოსახლეობას მოუხნა მიწა და მარცვლეული დაუთესა და მათ კულტივაციასაც ...
read more იხილეთ სრულად
news arrow ,,საქართველო ირჩევს მშვიდობას”05:59 PM - 18 April 2010

იძულებით გადაადგილებული სტუდენტები და მოსწავლეები დღეს დილით დიდების მუზეუმთან შეიკრიბნენ, რომლებმაც  მონაწილეობა მშვიდობიან აქციაში მიიღეს, სახელწოდებით “მშვიდობის ბილიკი”. ღონისძიების ფარგლებში, აქციის მონაწილეებმა  დაათვალიერეს გორში არსებული მუზეუმები, შემდეგ კი ორგანიზატორების დახმარებით გაეცვნენ უფლისციხეს და ატენის სიონში საქართველოს მშვიდობისა და ომში დაკარგული გმირების სულებისთვის ილოცეს. დღესვე ჩამოყალიბდა ახალი ახალგაზრდული კავშირი ,,,საერთაშორისო სამოქალაქო ერთობა,”რომელიც მიმართულია სამშვიდობო პოლიტიკის გატარებაზე. პროექტის ორგანიზატორი სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელია, რომელიც 2009 წლის ნოემბრიდან ახორციელებს პროექტს ,,ნათელი მომავალი”. ასევე მოეწყო სამშვიდობო აქცია ,,გზავნილი მეგობარს,” პროგრამაში მონაწილე სტუდენტებმა ლენტებზე დაწერეს ...

read more იხილეთ სრულად
news arrow მათიაშ იორში ცხინვალში არ შეუშვეს07:36 PM - 15 April 2010

              საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია, რომელსაც მათიაშ იორში ხელმძღვანელობდა, 13 აპრილს ერგნეთის საგუშაგოდან უკან გააბრუნეს. იორში ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე თავად შევიდა ფეხით, სადაც  ცხინვალის რეჟიმის სახალხო დამცველის ხელმძღვანელს დავით სანაკოევს შეხვდა. დელეგაციის ცხინვალში არშეშვების მიზეზად იორშს საქართველოს ტერიტორიიდან შესვლის მცდელობა დაუსახელეს  და განუცხადეს, რომ თუ ცხინვალში შესვლა სურთ, ვიზიტი რუსეთის მხრიდან უნდა განახორციელონ. ცხინვალის რეგიონში გამგზავრებამდე დელეგაციის წევრები  საქართველოში აგვისტოს ომის შემდგომი ვითარების შესწავლის მიზნით  წეროვანში დასახლებულ დევნილებს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს კობა სუბელიანსა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ...

read more იხილეთ სრულად
news arrow ლეხ კაჩინსკის ხსოვნას დევნილმა ბავშვებმა პატივი მიაგეს07:02 PM - 12 April 2010

ცხინვალის რეგიონიდან დევნილი 200-მდე ბავშვი დღეს დედაქალაქში იმყოფებოდა. წეროვანში, შიდა ქართლსა და კოდაში ჩასახლებული მოზარდები თავდაპირველად სიონის ტაძარში მივიდნენ, სადაც ლეხ კაჩენსკის ხსოვნის აღსანიშნავად სანთლები დაანთეს, სამგლოვიარო მსვლელობა მოაწყეს, შემდეგ კი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მივიდნენ. აქ მათ კობა სუბელიანი და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, მათ შორის ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი, ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების წევრები დახვდნენ. დევნილმა მოსწავლეებმა 2008 წლის ოქტომბერი გაიხსენეს, როდესაც 2 კვირით ვარშავაში იმყოფებოდნენ. იქ მათ პოლონეთის პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ საკმაოდ თბილი მასპინძლობა გაუწიეს. იმ ...

read more იხილეთ სრულად
news arrowმათიას იორში ცხინვალის რეგიონს და წეროვანის დევნილთა ჩასახლებას ესტუმრება12:08 AM - 12 April 2010

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენელი მათიას იორში საქართველოს ხუთდღიანი ვიზიტით ეწვევა. იორშთან ერთად თბილისში ამჯერად კომიტეტის კიდევ ერთი წარმომადგენელი დევიდ ვილშაიაერიც ჩამოვიდა. იორში შეხვედრებს ამჯერად რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ევროსაბჭოს მიერ მიღებული ორი ცნობილი რეზოლუციის გარშემო და მათი შესრულების მხრივ არსებულ შედეგებზე, ასევე სადღეისოდ არსებულ მდგომარეობაზე გამართავს. დაგეგმილია კერძოდ, შეხვედრები სახელმწიფო მინისტრთან რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილთან, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრთან კობა სუბელიანთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ალექსანდრე ნალბანდოვთან. მონიტორინგის კომიტეტის წარმომადგენლები ჩასვლას ცხინვალის რეგიონში, გალსა და ...
read more იხილეთ სრულად
news arrow გორში გამართულ სამგლოვიარო მიტინგს დევნილებიც შეუერთდნენ12:01 AM - 12 April 2010

გორის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გმირთა მემორიალთან დღეს სამგლოვიარო მიტინგი ჩატარდა.
 სამგლოვიარო მიტინგი, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, პოლონეთში დატრიალებულ ტრაგედიას მიეძღვნა.
 შეკრებილი საზოგადოება მწუხარებას გამოთქვამდა პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკისა და მასთან ერთად დაღუპულების გამო და სამძიმარი გამოუცხადეს მათ ოჯახებს. სამგლოვიარო მიტინგის დასრულების შემდეგ გორის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში სასულიერო პირებმა ლეხ კაჩინსკისა და სხვა გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს. შეკრებილ საზოგადოებას შორის იყვნენ იძულებით  გადაადგილებული ადამიანებიც და სამგლოვიარო მიტინგში მონაწილეობა მათაც მიიღეს.
რომლებიც ლეხ კაჩენსკის მიერ გაწეულ ...

read more იხილეთ სრულად
news arrow გამწვანების აქცია გრძელდება11:53 PM - 11 April 2010

     10 დღის წინ დაწყებული საქმე ვერხვების ჩასახლებაში 9 აპრილს დასრულდა. ნერგები გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა მიიტანეს, რომლებიც პარლამენტის წევრის, ბადრი ბასიშვილის ინიციატივას შეუერთდნენ და გამწვანების აქციაში მონაწილეობა თავადაც მიიღეს. აქციაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, რომლებიც ხშირად იმეორებდნენ პატრიარქის სიტყვებს, რომლის მიხედვით, ყველა ქრისტიანს აქვს კურთხევა წელიწადში 12 ძირი ხე დარგოს. 12-ხის დარგვის გადაჭარბება დაისახა მიზნათ ადგილზე მისულმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, რასაც ზვიად ხმალაძე ენერგიულად ახორციელებდა. დევნილი Mმოსახლეობა აღნიშნავდა, რომ მიმდინარე აქცია ხელმძღვანელობის მხრიდან მართლაც დასაფასებელი ...

read more იხილეთ სრულად
news arrow ევროკავშირის დელეგაცია წეროვანის ჩასახლებას ესტუმრა11:47 PM - 11 April 2010

ევროკავშირის დელეგაცია წეროვანის ჩასახლებას ესტუმრა საქართველოში სტუმრად მყოფი ევროკავშირის დელეგაცია წეროვანში ლტოვილთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანსა და დევნილ მოსახლეობას შეხვდა. ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა შტეფან ფულემ დევნილებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ასეთ მცირე დროში დევნილებისთვის გაწეული დახმარებით და საცხოვრებელი პირობებით კმაყოფილია და დახმარებას გააგრძელებს. “მოხარული ვარ, რომ ეს რეგიონი მოვინახულე. ასევე ვიყავი გორის რეგიონში, როცა სამხედრო მოქმედებები ახალი დასრულებული იყო. ხალხი მაშინ ურთულეს პირობებში ცხოვრობდა. მიხარია, რომ საშუალება გვეძლევა, დევნილებს დავეხმაროთ. საქართველომ შეძლო, საკმაოდ მცირე დროში აეშენებინა ეს ...
read more იხილეთ სრულად
news arrowელექტროენერგიის საკითხს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა 10:07 PM - 11 April 2010

 
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო საქაშეთში არსებულ ელექტრო ენერგიის პრობლემას განიხილავს._ეს ინფორმაცია ,,ხეობის მაცნეს” მინისტრის მოადგილემ მიაწოდა. ანდრია ჭულუხაძის განცხადებით, სახელმწიფო თითო სულს 12,98 ლარს უხდის და გადაჭარბების შემთხვევაში დევნილებმა თანხა თავად უნდა გადაიხადონ.
ბატონო ანდრია რამ გამოიწვია ელექტრო ენერგიის საკითხის გამწვავება დევნილებში და რატომ არ მიეწოდება დენი, კონკრეტულად საქაშეთის ჩასახლებას?
,,მოგეხსენებათ ზამთარში არასათანადო პირობებიდან გამომდინარე, ელექტრო ენერგიას დევნილები მაქსიმალურად მოიხმარდნენ, შედეგად დიდი დავალიანება დაუგროვდათ,რომლის გადახდაც მათ ვერ შეძლეს და ენერგოკომპანიამ დენის მიწოდება შეუწყვიტა. ამ დრომდე საქაშეთის ჩასახლება ...
read more იხილეთ სრულად
news arrowსააღდგომო ნობათი დევნილებს06:12 PM - 4 April 2010

 გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სააღდგომო ამანათები მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ დევნილებს, უსინათლო ინვალიდებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადასცა.
წელს აღნიშნული დახმარებით 2410 ოჯახი ისარგებლებს, მათ შორის, 1717 დევნილი ოჯახი, რომლებსაც სააღდგომო საჩუქარი გამგეობის თანამშრომლებმა კოტეჯებსა და საბავშვო ბაგა-ბაღებში მიუტანეს.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასაჩუქრე პაკეტში სააღდგომო პასკები, წითელი კვერცხები და ჰიგიენური საშუალებებია გათვალისწინებული. პაკეტების დასამზადებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან დაახლოებით 14 ...
read more იხილეთ სრულად
news arrow დევნილთა სააღდგომო დალოცვა10:41 PM - 1 April 2010

კარალეთის ყოვლადწმინდა სამების ტაძრის წინამძღვარი მამა ღვთისო სეხნიაშვილი:
სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენთან არს ღმერთი..
ქრისტეს მიერ საყვარელნო და ძმანო დანო. ჩემო ძვრიფასო თანამემამულენო, ადამიანებო, რომლებმაც სამწუხაროდ დროებით დატოვეთ თქვენი მშობლიური მხარე, სოფლები და ის მამულები სადაც თქვენ დაიბადეთ და აღიზარდენით. ჩვენთვის, თითოეული ქართველისთვის ეს უდიდესი ტკივილია. მე მინდა დაგლოცოთ და განუგეშოთ.. მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და შეგახსენოთ რომ ხსნა არის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთში.
  ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავერთიანდეთ, დედა ეკლესიის გარშემო. ერმაც, ბერმაც ხელისუფლებამ და რიგითმა ...
read more იხილეთ სრულად
news arrowუფალმა ინებოს საქართველოს გაერთიანება06:56 PM - 31 March 2010

ნიქოზის ტაძარი ხეობელებისთვის ერთგვარი შეხვედრის ადგილად იქცა. ტაძარში მისვლა თითქოს დიდ სულიერ ტკივილს უქარწყლებს თითოეულ მათგანს. მართალია საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გაბნეული ხეობელები ხშირად ვერ ახერხებენ ნიქოზში ჩასვლას, თუმცა ისეთ დიდებულ დღესასწაულს როგორიცაა აღდგომა საკათედრო ტაძარში იზეიმონ.
შენდობისა და მიტევების დღეს ნიქოზის საკათედრო ტაძარში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. თითოეული მათგანი უფალს ცოდვების შენდობას და ერთმანეთს მიტევებას სთხოვდა. წირვის მოსმენა სულის შემძვრელი იყო, კარგად მიხვდებოდი და გააცნობიერებდი საკუთარი ცოდვების სიმძიმეს.
.
როდესაც სოფელ ნიქოზში მოხვდები თითქოს ხეობის ნიავს გრძნობ, ისეთი სიო უბერავს, რომელიც თითოეულ ხეობელს ...

read more იხილეთ სრულად
news arrowსასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის ცერემონიალი08:07 PM - 24 March 2010



23 მარტს, 12:00 საათზე ქ. გორში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე “იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების პროექტის” (შIIMშ) ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გადაცემის ცერემონიალი გაიმართა. 
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადაეცათ სკრის, ბერბუკისა და ახალსოფლის დევნილი და ადგილობრივი თემის წარმომადგენლებისაგან შემდგარ მექანიზატორთა სერვის-ჯგუფებს. 
ღონისძიებას დაესწრნენ: შიდა ქართლის გუბერნატორი ლადო ვარძელაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე - ალექსანდრე ცინცაძე, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები. აგრეთვე, შიდა ქართლის ადგილობრივი და რეგიონალური ორგანოების, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო და ადგილობრივი ...
read more იხილეთ სრულად
news arrowლიახვის ხეობის პატრიოტები 10:00 PM - 22 March 2010

  დიდი და პატარა ლიახვის ხეობიდან დევნილი 350 ახალგაზრდა 10 დღის განმავლობაში პატრიოტთა ბანაკში დაისვენებს. თანატოლებთან ერთად დროის აღნიშნულ მონაკვეთს ისინი საქართველოს სხვადასხვა მხარეში გაატარებენ. 
  წინა სამზადისი პატრიოტთა ბანაკებში გამზავრებამდე აქტიურ ფაზაში შედის. დაახლოებით ერთი თვით ადრე ლიახვის ხეობელ ბავშვებს დეპუტატი ბადრი ბასიშვილი შეხვდა და აღნიშნული საკითხის ირგვლივ არსებული ყველა დეტალი შეაჯერეს. ხეობელ პატრიოტებს ბანაკებში გამგზავრებამდე სპეციალური ტანისამოსი(ჟილეტები და კეპები) გადაეცათ.  
,,_მოლოდინი ძალიან დიდი მაქვს. პატრიოტთა ბანაკში პირველად მივდივარ და ამას მოუთმენლად ველოდები. იქ მყოფი ახალგაზრებისგან ვიცი, ...
read more იხილეთ სრულად
news arrow საკოორდინაციო შეხვედრა 10:49 AM - 22 March 2010

2010 წლის 16 მარტს, ქეა საერთაშორისო და სამოქალაქო განვითარების სააგენტო ”იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაციისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრირების” პროექტის ფარგლებში საკოორდინაციო შეხვედრა შიდა ქართლში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის სამხარეო ადმინისტრაციასთან გაიმართა.

პრეზენტაციაზე განხილულ იქნა შიდა ქართლში არსებულ დევნილთა ჩასახლებებში არსებული სიტუაცია. წარმოდგენილი იქნა პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები, კერძოდ დაფინანსებული დევნილი ქალების ბიზნეს იდეები, შერჩეული სასოფლო-სამეურნეო პროექტები, დევნილთა დასაქმების შესაძლებლობები, სოციალური და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ინიციატივები, დევნილთა ინტეგრაციაზე ორიენტირებული ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობები, სკოლებში დევნილი და ადგილობრივი მოზარდების ერთობლივი ღონისძიებები. ...